ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქე „სლოვანმა“ ვენესუელის ნაკრების 23 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ერიკ რამირესი (სიმაღლე 190 სმ) დაიმატა. ის ადრე სამშობლოში „ზამორაში“ და კარაკასის „ესტუდიანტესში“ თამაშობდა, შემდეგ ჩეხეთის „კარვინაში“, სლოვაკეთის „სენიცაში“ და „დუნაისკა სტრედაში“, კიევის „დინამოსა“ და „ხიხონში“ ასპარეზობდა.
გუშინ „სლოვანი“ ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთის რანგით მეორე დივიზიონის „ზბროიოვკას“ დაუზავდა - 2:2. ბრატისლავურ გუნდში პირველი ტაიმი გურამ კაშიამ ითამაშა, შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე ჯაბა კანკავა, რომელიც 85 წუთზე შეცვალეს. გოლები რამირესმა და ზრმჰალმა გაიტანეს.
ეს ბათუმელებთან დაპირისპირებამდე ვლადიმერ ვაისის
გუნდის ბოლო შეხვედრა იყო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სლოვანში“ გიორგი ჩაკვეტაძე გადავა, თუმცა ჯერ კლუბს ეს არ დაუდასტურებია.

ბათუმის "დინამოსა" და "სლოვანის" მატჩები 6 და 13 ივლის გაიმართება.