მატჩის დღე! რას დაუპირისპირებს გეგუჩაძის ბათუმის "დინამო" ვაისსა და ქართველებს?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და 6 ივლისს მას ბრატისლავის "სლოვანისა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა დაასრულებს.

თუკი ქართული გუნდისთვის უეფას მთავარი საკლუბო ტურნირი უცხოა, "სლოვანი"
იქ მონაწილეობს, თუმცა წარმატებას ნაკლებად აღწევს - ბოლო 10 მატჩიდან 9-ში ვერ გაიმარჯვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასული სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.

ორივე მხარე თანხმდება, რომ ყველაფერი განმეორებით მატჩში, 13 ივლისს ბათუმში გადაწყდება, თუმცა პირველივე შეხვედრაში სოლიდური უპირატესობის მოპოვებაზე უარს არავინ იტყვის. ერთმანეთს ორი
საინტერესო და ერთმანეთის კარგად მცოდნე სპეციალისტები, ვლადიმირ ვაისი და გია გეგუჩაძე უპირისპირდებიან. ასეთ დროს მოულოდნელ ჩანაფიქრსა და გადაწყვეტილებებს დიდი ფასი აქვს, რაც მხოლოდ მწვრთნელებზე დამოკიდებული ვერ იქნება...

ბათუმელთა უპირატესობა მიმდინარე სეზონია, სადაც ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებიან და 4 თვეა მარცხი არ უგემიათ, ბრატისლაველები კი საერთაშორისო გამოცდილებით მეტოქეზე წინ დგანან.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებში გამოჩნდა, თუმცა უეფას ოფიციალურ გვერდზე "სლოვანის" განაცხადში არაა, ისევე, როგორც გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, ვენესუელელი ფორვარდი რამირესი.

გეგუჩაძის გუნდის შუა ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და საინტერესოა, გასვლითი მატჩის სპეციფიკიდან გამომდინარე, მწვრთნელი რა არჩევანს გააკეთებს. შედარებით ნაკლებად გვგონია, სასტარტოში ფალავანდიშვილმა და გაფრინდაშვილმა ითამაშონ. გამოცდილ ჯაბა ჯიღაურს, რომელიც საქართველოს ნაკრებში ვაისის ნდობით სარგებლობდა, ძირითადში მოვიაზრებთ. სასტარტო თერთმეტეულში ყოფნის ამბიცია რადინსა და ბიძინაშვილსაც აქვთ. ახლაწვეულ ფორვარდ მათე ვაწაძეს მეორე ტაიმში აუცილებლად ველით.

Sportall.Ge

შეხვედრა "ტეჰელნე პოლეზე", თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება(პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ) და მას ინგლისის პრემიერლიგის არბიტრი დევიდ ქუტი განსჯის. შეგახსენებთ, ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე უნგრულ "ფერენცვაროშს" ან ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდება. მათი პირველი მატჩიც 6 ივლისს (18:00 სთ) შედგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

"სლოვანი"(4-2-3-1):
ჩოვანი - პაუშჩეკი, ვუტი, კაშია, დე მარკო - კუცკა, აგბო(ან კანკავა) - ჟმრალი, ბარსეგიანი, ვაისი - საპონიჩი;

"დინამო"(4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი, ტეიდი - მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური - ჯოვინო
მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს რა იციან ვერ გავიგე სიმართლეს თუ ვინმე იტყვის ის მტერია კაცი იძახის დაცვა არ გვივარგაო და იმის ნაცვლათ რომ გამოსწორებაზე ვიზრუნოთ გაგვატარეთ ვისაც გვჯერავსო რის გჯერა რომ დაცვა ცუდია და მაინც მოგება გინდა დაიჯერე და გჯეროდეს ბოლომდე.
Gio
06 ივლისი 2022 15:49
0
წარმატებები ბათუმის "დინამოს"!!!
tngh
06 ივლისი 2022 14:09
0
ზურიკო და გაფრინდაშვილი გაიტანს
ილია
06 ივლისი 2022 11:30
1
Zura-ს მორᲩი გენიოსობას და Თან პესიმისტურს. Გვაცადე ვისაც გვეიმედება
ᲑაᲗუმი
06 ივლისი 2022 11:08
1
წარმატებები ბათუმს! კაშიას ინტერვიუ წავიკითხე და ძალიან არ მომეწონა (რბილად ვამბობ) დღეს ვისურვებდი ბათუმის დამაჯერებელ თამაშს, გამართულ გამარჯვებას და კლასში უპირატესობის გამოვლენას. ბათუმი სერიოზული გუნდია. ბევრად უფრო ვიდრე სლოვანი
კაპიტან გარდენბურგი
06 ივლისი 2022 14:13
5
ბიჭებს წარმატებეს ვუსურვებთ, მაგრამ ძალიან გაჭირდება რაიმე ღირებულის გაკეთება.
ბათუმის დინამოს დაცვის ხაზი ფაქტიურად არა ჰყავს!!!
აზაცკი პოზიციურად სუსტია. კობახიძეს ნებისმიერი სწრაფი ბიჭი აბურთავებს უთავმოყვარეოდ! აზაროვი შეტევისას კარგია და დაცვაში ჩვეულებრივი დუდუკია.
ეეეჰ, დღეს საშინლად შევრცხვებით.

პ.ს.
სამგურალი რომ საკუთარ მოედანზე 4 გოლს გაგიტანს და ლიგაზე თამაში გინდა... :( :( :(
Zura
06 ივლისი 2022 10:48
37
ე ბიჭო ზურაბა გვაცადე თუ ვერ მოიგებს მერეც ხო გეყოფა კომენტარევის წერა დააცადე ჯერ ნუ უსწრებ მოვლენებს წინ ...
bejo
06 ივლისი 2022 11:39
1
სადღაც სართლეს ამბობ მაგრამ შენნაირი ვაი გულშემატკივრების ჯინაზე მოიგებს ბათუმი....
ბათუმიდან
06 ივლისი 2022 11:04
1
ყველა გამოხმაურება
საზ მაუწყ. აჭარის ტელევიზია რაა?
კაპიტან გარდენბურგი
06 ივლისი 2022 14:14
3
Chemi azrit Rogorc nakrebi tamashobs am bolos 3 centraluri mcvelit mase unda itamasho gasvlaze,frtebze azarovi da chabradze kargad chaertvebian shetevebshi,magram batums sami ki ara ertic ar kavs normaluri mcveli(:gundi sul unda utevdes torem ukana xazis imedad chemi mteri ikoos...
Givi
06 ივლისი 2022 11:10
5
ტელერეპორტაჟი იქნება?
ანზორ ჯაფარიძე
06 ივლისი 2022 12:33
13
წერია სტატიაში...............
zaza
06 ივლისი 2022 13:11
0
მეც მგონია ნაკრების სქემა ბათუმისთვისაც კარგი იქნებოდა. როცა გვყავს აზაროვი და მამუჩაშვილი, რატომ არ უნდა გამოიყენო ისინი ფლანგებზე. საჭიროებისამებრ შეიძლება უპრობლემოდ გადაეწყო 5 მცველზე. 3-4-2-1
კუპატაძე
ჩაბრაძე კობახიძე აზაცკი
მამუჩ. ალთუნ. ტეიდი აზაროვი
ჯიღაური დავითაშვილი
ფლამარიონი
წარმატებები ბათუმს!
ამატაკი
06 ივლისი 2022 11:59
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული