ბრწყინვალე კუპატაძე - კაცნაკლულმა ბათუმელებმა "სლოვანთან" ფრეს მიაღწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" გასვლაზე "სლოვანს" დაუზავდა - 0:0.

შეხვედრამ ბრატისლავაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 22 500-იანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. სტუმრებმა მეტოქის პირველი შეტევა მოიგერიეს, ბურთი დაიჭირეს, მომენტს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. ტემპი მაღალი არ იყო, სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, სამი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე. სამწუხაროდ, 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ბათუმელთა კაპიტანმა კობახიძემ და ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა.

შესვენების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა
„დინამომ“ იქით დაიწყო იერიშების მიტანა: გოლის გატანის შესაძლებლობა ფლამარიონს მიეცა, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა და გატანა ხოვანმა არ დაანება. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვაისმა შეტევის გასაძლიერებლად 58-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ჩაკვეტაძე შეუშვა და მასპინძლებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - მედვედევი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენი მეკარე ისევ ვერ დაჯაბნა. 90-ე წუთზე შორიდან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ფრე, 0:0.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში ჩატარდება და სტუმრად მიღწეული ფრისა და „აჭარაბეთ არენაზე“ ჩვეული მხარდაჭერის გათვალისწინებით, „დინამოს“ სლოვაკური ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - დინამო (ბთ) 0:0
გაძევება: კობახიძე (42)

სლოვანი: ხოვანი, მედვედევი, კაშია, აბენა, დე მარკო (ჩაკვეტაძე 58), კანკავა, კუცკა (ჰოლმანი 86), ბარსეგიანი (გრინი 58), ვაისი (ჩავრიჩი 78), ზმრჰალი, რამირესი (საპონიჩი 58)

დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, აზაცკი, ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 86), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი 45), დავითაშვილი (ვაწაძე 72), ფლამარიონი (რადინი 72)

მკითხველის კომენტარები / 62 /
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ეს კომენტატორი თუ ვინცაა რა უაზრო რაღაცეებს ყვირის უადგილოდ, რა ტემპო რითმი? და კიდევ მრავალი აბდა-უბდა, პირდაპირ ჩვენი გუნდის წინააღმდეგ გიბიძგებს რომ განეწყო. კიდევ- ყოველ მე-2 წინადადებაში მუქარა- აი ბათუმში ჩამოვლენ და ჯოჯოხეთს მოუწყოფთო, რას ვუზამთ? დიდი- დიდი ვუსტვინონ და ტალღები გააკეთო, [იმედია არ აგინებენ] მოკლედ, კლასიკური პროვინციალიზმია, არა მგონია ეს ბევრს მოსწონდეს ჩვენთან.
ჩელე
07 ივლისი 2022 15:43
10
ხო ვთქვი მე იქ ფრე, ბათუმში ფრე, დამატებითი ფრე, პენალტები გადაწყვეტს გამარჯვებულს...ეგრე იქნება, დამიჯერეთ მე!!!
ვანგა
07 ივლისი 2022 09:31
16
ვანგა! აწი წინდაწინ, შენ უნდა გვითხრა ანგარიშები!
ვანგასს
07 ივლისი 2022 11:08
0
კაი გეტყვით წინასწარ ანგარიშსაც: პენალტების სერია დამთავრდება 5:4 ჩვენს სასარგებლოდ, იმათგან რამირესი გამაზავს პენალტს!!!
ვანგა
07 ივლისი 2022 17:28
1
მე ასე ვთვლი, რომ რეხვიაშვილი ცუდად არ შემოვიდა, იმედია იქ თამაშის შემდეგ უფრო მეტ ფორმას აკრეფს. დაცვის კარგი, უშეცდომო თამაში ძალიან დაგვჭირდება განმეორებით მატჩში.
გიზოგ
07 ივლისი 2022 17:16
1
გვარი რატო აწერიათ ქართულად ხო ვერავინ ვერ გაიგებს ჩვენსმეტი საქართველოს ჩემიონატსზე მესმის მარა ჩემპიონთა ლიგაზე
Guja
07 ივლისი 2022 16:40
0
მე მგონი უნდა ვამაყობდეთ,რომ ჩემპიონთა ლიგაზე ქართული წარწერით გამოდიან ბიჭები, ხოლო გამოსაცნობათ ნომრები აწერიათ.
გიზოგ
07 ივლისი 2022 17:05
1
წინ ბატუმის თტამაშია...
tngh
07 ივლისი 2022 15:38
0
იგრა ბილა რავნა იგრალი დვა გავნა
o o n
07 ივლისი 2022 06:42
30
შენც კაი გავნო ხარ გეტყობა
ვანჩოპე
07 ივლისი 2022 10:31
0
ფუი შენი რა სუნი დააყენე?
გავნასს
07 ივლისი 2022 11:15
0
ეს ის უნიკალური შემთხვევაა როცა მოედანზე ქართველები დომინირებენ ორივე მხრიდან. ბრავო ლაზარე ბრავო ბიჭებს არ გატყდნენ
როლანდი
09 ივლისი 2022 12:20
0
საინტერესოა თუ ბათუმის დინამომ ისე მაგრად ითამაშა, როგორც აქ უმეტეს კომენტებში იკითხება, მაშინ მატჩის გმირი და ბრწყინვალე სლოვანის მეკარე უნდა გამხდარიყო და არა ჩვენი..........ასე არ არისს??.
Razvetka
09 ივლისი 2022 08:34
0

სიახლეები პოპულარული