ვაისი: ქართველებს აქვთ კლასი - ეს საშინელება იყო

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსთან" ნამატჩევს (0:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"რას ვიტყვი სეზონის პირველი შეხვედრის შესახებ? იმედგამაცრუებელია. ყველაფერი, რასაც ველოდით, ზუსტად დადასტურდა. ისინი სწრაფები იყვნენ და ტაქტიკურად შესანიშნავად მომზადებულები. ფეხბურთში გადამწყვეტი სისწრაფე და ფიზიკური მომზადებაა. ამაში მეტოქემ გვაჯობა.

მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა. ბოლო, ხარისხიანი პასი გვაკლდა. უკან სწრაფად იხევდნენ და შეტევის მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. თუმცა ამით თავს ვერ ვიმართლებთ. იმედია, მომავალ მატჩს უკეთ ჩავატარებთ. სტანდარტულების უკეთ გამოყენება გვჭირდება. გოლი რომ გაგვეტანა, ჩვენ გამოვცოცხლდებოდით, მოწინააღმდეგე კი - პირიქით.

ქართველებს
აქვთ კლასი. კარგად თამაშობენ, ეს ბათუმის "დინამო" იქნება თუ ნაკრები. იქ ფეხბურთელები იმდენს არ გამოიმუშავებენ, როგორც აქ. ბიჭებს თავის წარმოჩენა უნდოდათ.
მომეწონა თუ არა კუცკასა და კანკავას ერთად თამაში? მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანები არიან, შესანიშნავად იასპარეზეს. ჩვენ პრობლემა იქ კი არა, შეტევაში გვქონდა. ოთხივე შემტევმა ისე ვერ ითამაშა, როგორც ადრე.

როგორ გავტეხოთ ქართველები? უკეთ თამაშის საშუალება მუდამ არსებობს. აუცილებელია თავის უკეთესად დაცვა. ბათუმში 20 ათასი მაგარი გულშემატკივარი დაგვხვდება. მადლობა მინდა იმათ გადავუხადო, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა. ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რომ ბოდიშის მოსახდელად მქონდეს საქმე.

მატჩისას ხმასაც ავუწიე. ყველაფერი ნათელი გონებით შევაფასე. კარგი ფეხბურთელები გვყავს და ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ. ახალწვეულებს ნდობა გამოვუცხადე. ფანების სტვენა არ გამიგია, რაღაცას ბოლოს მოვკარი ყური. ვფიქრობ, ეს დავიმსახურეთ. უკეთ თამაში გვმართებს.

სასიამოვნო იყო თუ არა ახლო წარსულში საქართველოს ნაკრებში ჩემი ნაცნობების ნახვა? ეს კეთილი მეგობრების შეხვედრა იყო, პროფესიონალური და თბილი. კენჭისყრა დაუნდობელია, ორი მეგობარი მწვრთნელი ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. მაგალითად, როდესაც საქართველოს ნაკრებს ვედექი სათავეში, სლოვაკეთს დავუპირისპირდით. ეს საშინელება გახლდათ", - ციტირებს ვაისს "პრავდა".

მკითხველის კომენტარები / 11 /
Miuxedavad imisa rom vaisi bevrs ar mowons da gabrazebulia,chemi azrit dzalian kargi adamiania da qartvelebi dzalian ukvars da afasebs, 13 shi batumshi unda movigot batums es sheudzlia da amis mere sul warmatebebs vusurveb vaiss tavis slovantan da iq motamashe qartvelebtan ertaad...
Givi
07 ივლისი 2022 12:44
1
ჩვენი ბიჭები შესანიშნავად თამაშობდნენ მადლობა მათ ამისთვის, ვაისი მართლაც კარგი პიროვნებაა და წარმატებები მას და ჩვენ ბიჭებს....
koba
07 ივლისი 2022 10:45
2
წარამტებები ვაისს, სლოვანს და იქ მყოფ ჩვენს მაგარ ქართველებს კონფერენს ლიგაზე)) ისე მუდამ თბილად ახსენებს ხოლმე ვაისი ქართველებს და საქართველოს. მადლობა მას ამისთვის.
შოთა
07 ივლისი 2022 09:50
2
განსხვავებით კვერცხი ბაგაცკისისგან
q
07 ივლისი 2022 14:27
0
ზოგი ჭირი მარგებელია , კობახიძეს ეს რეხვიაშვილი 100 თავით ჯობია, და უმაგისოდ უფრო საიმედოდ ითამაშებენ დაცვაში! რეხვიაშვილი ყოველთვის მომწონდა მანამ სანამ საბურთალოში ის ავბედითი თამაში არ მოხდა , გახსენებაც არ მინდა
Vasili
07 ივლისი 2022 09:46
3
მადლობა ღმერთს დინამო თბილისი არ გახდა ჩემპიონი თორემ ეხლა სლოვანთან თავიანთი ჩუზი პუზი თამაშით განადგურდებოდნენ
ბალეშიკ
07 ივლისი 2022 09:43
5
კაი კაცი ხარ ბატონო ვაის. წარმატებები კონფერენც-ლიგაზე
გიო
07 ივლისი 2022 09:33
2
დაცვაში მაგრად უჭირს ბათუმს, რაც ეროვნულ ჩემპიონატში მაინცდამაინც არ იგრძნობა. დაემატა კობახიძის არაპროფესიონალური თამაში. სლოვანს მაღალი და ათლეტური შემტევები ყავს, დაცვამ მაგრად უნდა ითამაშოს, თორემ კუპატაძემ შეიძლება ვერ გადაგვარჩინოს
არჩი
07 ივლისი 2022 09:22
2
ამას ვინ კითხავს ვინ, სად და რამდენს გამოიმუშავებს? მწარე რეალობა ჩვენც კი ვიცით
Star Lord
07 ივლისი 2022 05:08
35
კაცმა თქვა მეტს იმსახურებენოოოოო.ქართველებიოოოო გეიგეე:))
მოსეხონელი
07 ივლისი 2022 12:16
1
ცუდად არ მითქვამს, პირიქით
Vaisi
07 ივლისი 2022 11:11
0

სიახლეები პოპულარული