ქართული ფეხბურთის შავი დღე - თბილისის "დინამომაც" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „პაიდესთან“ 2:3 დამარცხდა.

"დინამო" სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, ბოლოს კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ესტონეთში ჩატარდება.

მოკლედ, დღეს ევროტურნირებზე სამივე ქართულმა გუნდმა მარცხი განიცადა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - პაიდე 2:3
გოლები: 1:0 სხირტლაძე (22), 1:1 ლუტსი, 2:1 ხარაბაძე (65), 2:2 სინგატე (81), 2:3 პიჰტი (89)

დინამო (თბ): პრიეტო, მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 46),
მექვაბიშვილი, კირკიტაძე (კობოური 86), ოსეი (ჩხეტიანი 86), კამარა (ომარი 58), სხირტლაძე (ბილენკი 70)

პაიდე: აკსალუ, ოიამაა (ტური 78), იუსიფი, კლავანი, სალისტე, სიმონი, ფროლოვი, მოოლი, ლუტსი, ოვუსუ (პიჰტი 78), სააგი (სინგატე 58)

მკითხველის კომენტარები / 129 /
ასეთი დამარცხების სიმწარე აუცილებლად გამოსაცდელი იყო. ძალიან დიდი გუნდებიც აგებენ ხოლმე არწასაგებ თამაშებს. მაინც ის დაგვემართა, რაც ხშირად მოგვდის-წამით დავკარგეთ კონცენტრაცია. რა? ხასიათში გვაქვს? არ მგონია. ამ მნიშვნელოვან კომპონენტსაც მიაქცევენ ალბათ მწვრთნელები და ფეხბურთელები ყურადღებას. წარმატებები ბათუმის "დინამოს"! ის კონფერენს ლიგაც სერიოზული ტურნირია.
ბიძინა კუკულაძე
14 ივლისი 2022 13:18
0
გეთანხმებით ბატონო, ის, რომ თამაში არ გადაიცა რომელიმე ცენტრალური არხით, თავიდანვე ეჭვს იწვევდა, ხოლო თამაშის მსვლელობა, მისმა ფინალურმა ნაწილმა ეს ეჭვი უფრო გაამძაფრა. ეჭვს იწვევს ისიც, რომ ყველა ერთნაირად ამტკიცებს აუცილებლად მოიგებენ. რა გარანტიით?
გიზოგ
11 ივლისი 2022 16:58
0
მოსპეთ ტოტალიზატორები და ყველაფერი რიგზე იქნება, თუ არა და მაიმუნობა გაგრძელდება !
SOS!!!
09 ივლისი 2022 20:36
0
ფიფია წელიწადში ერთხელ გინებას აიტანს როგორმე. მისი გინება,მხოლოდ ევროტურნირის დაწყების დროს მესმის. მანამდე ხმას რატომ არავინ იღებს? მოგწონთ დინამოს თამაში ჩემპიონატში.? ამ კაცს ფეხბურთი არ აინტწრესებს. მაგან ფული უნდა აკეთოს და ჩვენ ნერვები ვიშალოთ. ასე უნდა მაგას. თავხედობა ჰქვია ამას!
დავით 67
08 ივლისი 2022 19:27
0
კია არ წააგო, "გააწუწა"
სამართალი
08 ივლისი 2022 16:25
0
რამდენი ასეთი შავი დღეები უნდა იყოს რომ მიხვდეს ქართული საფეხბურთო სისტემა- კოსმეტიკა არ გვიშველის ძირეულად, მთლიანად უნდა შეიცვალოს მიდგომები, მენტალიტეტი....
გუსანი
08 ივლისი 2022 12:46
0
რავა სულ ტოტალიზატორი გელანდებაო))) რომან ფიფია დინამოს სახელით ფულს შოულობს და სხვასაც აშოვნინებს! ასე რომ არა, დინამოში არავინ გააჩერებდა ამდენი წარუმატებლობის შემდეგ!
....
08 ივლისი 2022 12:35
2
რავა სულ ტოტალიზატორი გელანდებაო))) რომან ფიფია დინამოს სახელით ფულს შოულობს და სხვასაც აშოვნინებს! ასე რომ არა, დინამოში არავინ გააჩერებდა ამდენი წარუმატებლობის შედეგ!
....
08 ივლისი 2022 12:34
0
სირცხვილია!!!
tngh
08 ივლისი 2022 12:03
0
შავი 'პალასაა' ქართული ფეხბურთი, რამოდენიმე ნათელი დღე თუ გამოანათებს ხოლმე.
ანდრი
08 ივლისი 2022 11:24
4

სიახლეები პოპულარული