ქართული ფეხბურთის შავი დღე - თბილისის "დინამომაც" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „პაიდესთან“ 2:3 დამარცხდა.

"დინამო" სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, ბოლოს კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ესტონეთში ჩატარდება.

მოკლედ, დღეს ევროტურნირებზე სამივე ქართულმა გუნდმა მარცხი განიცადა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - პაიდე 2:3
გოლები: 1:0 სხირტლაძე (22), 1:1 ლუტსი, 2:1 ხარაბაძე (65), 2:2 სინგატე (81), 2:3 პიჰტი (89)

დინამო (თბ): პრიეტო, მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 46),
მექვაბიშვილი, კირკიტაძე (კობოური 86), ოსეი (ჩხეტიანი 86), კამარა (ომარი 58), სხირტლაძე (ბილენკი 70)

პაიდე: აკსალუ, ოიამაა (ტური 78), იუსიფი, კლავანი, სალისტე, სიმონი, ფროლოვი, მოოლი, ლუტსი, ოვუსუ (პიჰტი 78), სააგი (სინგატე 58)

მკითხველის კომენტარები / 129 /
ასეთი დამარცხების სიმწარე აუცილებლად გამოსაცდელი იყო. ძალიან დიდი გუნდებიც აგებენ ხოლმე არწასაგებ თამაშებს. მაინც ის დაგვემართა, რაც ხშირად მოგვდის-წამით დავკარგეთ კონცენტრაცია. რა? ხასიათში გვაქვს? არ მგონია. ამ მნიშვნელოვან კომპონენტსაც მიაქცევენ ალბათ მწვრთნელები და ფეხბურთელები ყურადღებას. წარმატებები ბათუმის "დინამოს"! ის კონფერენს ლიგაც სერიოზული ტურნირია.
ბიძინა კუკულაძე
13:18 14-07-2022
0
გეთანხმებით ბატონო, ის, რომ თამაში არ გადაიცა რომელიმე ცენტრალური არხით, თავიდანვე ეჭვს იწვევდა, ხოლო თამაშის მსვლელობა, მისმა ფინალურმა ნაწილმა ეს ეჭვი უფრო გაამძაფრა. ეჭვს იწვევს ისიც, რომ ყველა ერთნაირად ამტკიცებს აუცილებლად მოიგებენ. რა გარანტიით?
გიზოგ
16:58 11-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული