ვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

AutoSharing Option
ყველანაირად ვეცადეთ, ევროტურნირების წინ განწყობა ოპტიმისტური ყოფილიყო. კრიტიკას წარმატებულ შეხვედრებშიც არ ვაკლებთ, მაგრამ არის მომენტები, უბრალოდ არ გინდა, პოზიტიური მოლოდინების გარეშე იყო.

როცა გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" თავკაცად დაინიშნა, დეტალურად დავიწყეთ იმის განხილვა, რა შეიცვალა გუნდში უკეთესობისკენ და რაზე იყო სამუშაო. ამას ბათუმში ცუდი მატჩი კი მოჰყვა, მაგრამ სასოწარკვეთას მაინც არ მივეცით. თურმე, მორიგი იმედგაცრუება გველოდა...

თბილისის "დინამოს" (ისევე, როგორც სხვა ქართულ კლუბებს) ჯერ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული არ აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორ ახერხებს ეს გუნდი ისევ
უაზრო შეცდომები დაუშვას, თანაც დაბალი რანგის ჩემპიონატის ასეთივე კლასის გუნდთან.

სინანული კარგია, მაგრამ...

თბილისურ კლუბს ახლა არ ჰყავს მწვრთნელი, რომელიც ყველაფერს ამინდს ან მსაჯებს დააბრალებს. ჭიაბრიშვილმა ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა. იგივე გააკეთეს ფეხბურთელებმა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვერ გვიშველის.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა თავკაცმა მატჩამდე თქვა, არცერთ მეტოქეზე ზემოდან ყურების ფუფუნება არ გვაქვსო, მაინც ის შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჩვენი ფეხბურთელები დარწმუნებულები იყვნენ, მოწინააღმდეგეს იოლად აჯობებდნენ, თანაც, წარმატებული პირველი ტაიმის შემდეგ. ამას ისევ უყურადღებობა დაერთო. 29 წლის ბენიოს ჩვევად ექცა, პერიოდულად სერიოზული შეცდომები დაუშვას, თუმცა ჯოხის მხოლოდ მასზე გადატეხა არ ივარგებს. მეტოქემ დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩაატარა, მათმა მწვრთნელმა სწორი ცვლილებები გააკეთა და შედეგსაც (3:2 ესტონური "პაიდეს" სასარგებლოდ) მიაღწია, ამას კი კვლავ სუსტ ფიზიკურ მომზადებამდე მივყავართ...

Sportall.Ge

არამხოლოდ "დინამო"...

ევროპის რანგით მესამე, კონფერენს ლიგაზე ამხელა წარუმატებლობა, როცა სამივე ქართული გუნდი ("საბურთალო" - ალბანეთის "პარტიზანი" 0:1; ფინეთის "კუპსი" - გორის "დილა" 2:0)  მარცხდება, ისევ ძველ, ცუდ დროში გვაბრუნებს. გამოდის, რომ ბათუმის "დინამოს" კარგი თამაში და მისაღები შედეგი (0:0 სტუმრად "სლოვანთან") გვატყუებს, ქართულ კლუბებს იგივე პრობლემები აქვთ.

ახლა ამას, ვიცით, რაც მოჰყვება - დაიწყება საუბრები, რომ კლუბებს სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს და სანაკრებო წარმატების გამო პოზიტიურ რელსებზე გადასულ ქართულ გულშემატკივარს ისევ დაძაბავს და თავგზას აუბნევს. ქართულ კლუბებს ხომ ბევრს არ ვთხოვთ - პირველ ეტაპზე და სუსტ მეტოქეებთან ნორმალურად გამოსვლა და შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლა შესაძლებელი ხომ უნდა იყოს?

ვისი ბრალია?

თემურ ქეცბაიას ერთი ცბობილი ფრაზა მართლაც თავიდან არ ამოდის - "ვისი ბრალია?" მართლაც, ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! ეროვნული ლიგის დონე გაზრდილია, მშვენიერი გოლები გადის და საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდის, მაგრამ ეს საკმარისი ისევ არაა. გასაგებია, ტემპის პრობლემა გვაქვს, რაც ევროტურნირებზე კარგად იკვეთება, მაგრამ მხოლოდ ეს მიზეზი საკმარისი ვერ იქნება.

იმის ბრალი ხომ არაა, მიუხედავად იმისა, ჩემპიონატს ზაფხულში ვთამაშობთ, ევროტურნირებზე სტაბილური გუნდებით ისევ ვერ გავდივართ - იცვლებიან მწვრთნელები ზუსტად მატჩების წინ, მიდიან ფეხბურთელები, საკმარისი გაძლიერება კი ვერ ესწრება. ბათუმის "დინამოს" მაგალითზე ვხედავთ, რომ საქართველოში ახლა სავსებით შესაძლებელია, ანგარიშგასაწევი, კარგად დაკომპლექტებული გუნდი გყავდეს და გულშემატკივრები აქტიურად გესწრებოდნენ.

ქართულ ფეხბურთში სასიკეთო ძვრებია როგორც ეროვნული ნაკრების, ასევე ინფრასტრუქტურის, ბავშვთა ფეხბურთისა თუ კლუბების ხელშეწყობის მიმართულებით, მაგრამ საკლუბო წარუმატებლობა, რომელიც მით უმეტეს, ჩვენი ფეხბურთის ისტორიასთან ასოცირებულ თბილისის "დინამოს" ეხება, გულშემატკივრებში ძალიან მტკივნეულია და ბევრ წარმატებულ ნაბიჯს უბრალოდ, გადაფარავს. კიდევ ერთი, რაც მოხდება, რომან ფიფიას წასვლის მოთხოვნა იქნება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კერძო კლუბის მფლობელია და არა რომელიმე არჩევითი თანამდებობის მქონე. ამიტომ ამ საკითხის გაუბრალოება არ გამოვა.

altქართული ფეხბურთის შავი დღე - თბილისის "დინამომაც" წააგო [VIDEO]

altგორის სტადიონზე ისევ დაბნელდა - "საბურთალო" "პარტიზანთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"დილა" ფინეთში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 62 /
ერთიდაიგივე თბილისის დინამოს შესრულებით! მაესტრო - ფიფია! ტაიმბოლების ექსპერტი! შოულობს ფულს ფიფია და დინამოს ამბიცია მაგრად ჰკიდია!
ერთიდაიგივე ამდენი წელი.
12:46 08-07-2022
1
მივმართავ ყველას ვისაც ფიფიას მიერ დინამო თბილისის დასამარება ჯერ ისევ აღელვებს:

1. გავარკვიოთ რა თანხას ითხოვს ფიფია დინამო თბილისის ხალხისთვის დაბრუნების სანაცვლოდ;
2. შევქმნათ "დინამო თბილისის გადარჩენის ფონდი", სადაც ყველა, ვისაც გული შესტკივა დინამოს საცოდაობაზე თავის წვლილს შეიტანს ამ ფონდში;
3. დავაფუძნოთ სააქციო საზოგადოება, რომელიც ფიფიასგან გამოისყიდის კლუბს.
4. დინამოს აქციები დავურიგოთ ხალხს - "დინამო თბილისის გადარჩენის ფონდში" შეტანილი წვლილის პროპორციულად;
5. კლუბის მენეჯმენტი უნდა იყოს შერჩეული ხალხის(აქციონერების) მიერ არჩეული(დანიშნული) დირექტორთა საბჭოს მიერ;
6. პარალელურად ვიმუშავოთ სპონსორის თემაზე(მე პირადად მაქვს საამისოდ საჭირო გამოცდილება და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი გამოჩნდება მსგავსი სურვილ-შესაძლებლობების მქონე)
7. რიგითი აქციონერებიდან მივავლინოთ დამკვირვებლები კლუბში, რომლების საშუალებითაც მივიღებთ კლუბში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას

შედეგად:
1. დინამო თბილისი გახდება ისევ ხალხის საკუთრება და ვერცერთი "ფულიანი ბიძია" ვერასოდეს ვეღარ გადააქცევს ამ კლუბს საკუთარი ჯიბის გასასქელებელ სამარცხვინო ქარვასლად
2. კლუბის დირექტორატისა და მენეჯმენტის არჩევა/დანიშვნა იქნება ქართველი ხალხის(აქციონერების) ხელში
3. დინამოს სტადიონი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზეც იქნება სავსე(მინიმუმ კლუბის მფლობელები, ანუ აქციონერები გაავსებენ სტადიონს - თავისი არა მხოლოდ საყვარელი, არამედ უკვე საკუთარი(!) გუნდის საქომაგოდ ივლიან)

P.S. პუნქტებისა და დადებითი მხარეების ჩამოთვლა კიდევ ბევრის შეიძლება, მაგრამ ეს უკვე აღარ არის ფოსტის ფორმატი...

P.P.S. თხოვნით მივმართავ საიტის რედაქციას - მიუძღვენით ამ ინიციატივას ერთი სტატია და ყველა ნათლად დავინახავთ(კომენტარებისა და გამოხმაურების საშუალებით ) რა სწრაფად აიტაცებს ხალხის მასა ამ ინიციატივას!
უნივერსალი
16:18 08-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული