ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა - ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ქართული კლუბების მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მარცხი "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქგვერდზე" შეაფასა:

"სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერენსლიგაზე და სამივემ წააგო.
ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის "დინამომ" ქნა - ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.

ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ჰქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის "დინამო", მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.

ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც
ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს, კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და "რუსთავს" დაუთმეს. მამარდაშვილი "ლოკომოტივს" დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ...). ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.

ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი, მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება."

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ბრატისლავაში "სლოვანს" (0:0) დაუზავდა, კონფერენს ლიგაზე კი თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო" დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში შედგება.

altვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

მკითხველის კომენტარები / 44 /
ფიფიამ რაქნას ტვიტონ ხო არ იტამასებს არც ფეხბურტელია და არც მწვრტნელი ეგ არი სიმარტლე რაც არ მოგწონტ ტტტტტტტტტ ქქქქქ............
kaka
08 ივლისი 2022 14:06
53
ასეთ კომენტარს რომ დაწერ ადამიანი, ესეიგი შენც ვერ ერკვევი ფეხბურთში. ან მეგობარი არ გყავს, ან ახლობელი, აზრი მაინც კითხე სანამ რაიმე სისულელეს იტყოდე. ეს გაუნათლებლობის და არაკომპეტენტურობის გამომჟღავნება წესით უნდა გრცხვენოდეს.
ოტტო
08 ივლისი 2022 14:41
2
მფლობელი კლუბის ფიფიაა და ფინანსურათ მისცეს მეტი გასაქენი მწვრთნელის და მოიყვანს ნორმალურ ფეხბურთელებს.
გიორგი777
08 ივლისი 2022 15:01
0
მე დავწერე რომ ფიფიას არ ყავს მაღალი დონის და საერყოდ რამე დონის სპორტული მენეჯერი ასევე ფინანსური მენეჯერი არ ყავს არც სკაუტები ყავს წესიერი ფაქტი სახეზეა რა ხარისხის ფეხბურთელები მოყავთ ლეგიონერებად და რასაც ეს კაცი იძახის ნაწილობრივ ვეთანხმები ამხელა ტალანტები ჩაკვეტაძეც პლიუს ამათ ისე გაუშვეს ვერაფრით იხეირეს არც სპორტული მენეჯერი არც ფინანსური მენეჯერი არც სკაუტები არც იურისტები არ ყავს და როგორ უნდა ისე კლუბი ააშწნოს მეც არ მესმის არანაირად მე ეს სავწერე სხვა სტატიაზე ცოტა ცენზურის დაუცველად და არ გამოაქვეყნეს მაგრამ ფაქტია ეს რგოლი საერთოდ მოშლილია კლუბის მართვაში და შედეგიც კი ხედავთ რა საცოდაობაა. და თუ ეს ყველაფერი ტვითონ არის რაც ჩამოვთვალე მალადეც ძმაო არ ვიცი ფიფიას მადლობა აკადემიისთვის სხვა მაინც ხეირობს აკით და ბოლოს ქვეყანას მაინც ადგებიან მაგრამ ფულს ხარჯავს და სხას ჩუქნის მერე გულუხბიბკაცი ყოფილა ფიფია.
კახელი
08 ივლისი 2022 17:02
1
მწვრთნელები კი მოყავს ნორმალური, მაგრამ გუნდს მაინც არაფერი ეშველა. კონკრეტულად ამ თამაშში ფიფიას რა ბრალია, ფეხბურთელებმა დაუშვეს შეცდომები, მწვრთნელმა უნდა შეარჩოს და ლეგიონერები მოაყვანინოს
gio
08 ივლისი 2022 14:45
24
ძალიანაც კარგად იცის ყველაფერი.პროსტა ამ ფორმით რასაც წლებია კადრულობს უადვილესია ფულის შოვნა.რაში ჭირდა ძლიერი გუნდი! რა საქართველოს ჩემპიონატში
ნაკლები უკადრებია თუ რა.არაა მეგობრებო ეს დინამო ჩვენი ეს ფიფიასია. და სანამ მისია შევეშვათ ყველა აღარ დავივლიჯოთ ნერვები
wbc
09 ივლისი 2022 08:59
2
ხოჭოლავაც გაუშვეს , სასტავში ვერ ხვდებოდა...
დიმო
08 ივლისი 2022 23:21
1
რომა უმადურებსი ხარ ბრატ
o o n
08 ივლისი 2022 18:38
18
ფულის კეთება ხომ ესმის
მორიელი
09 ივლისი 2022 14:01
0
გუშინაც გაუშვა ერთი ბავშვი 18 ელის სპორტიგის მეირე გუნდში!
Vasili
09 ივლისი 2022 13:12
0
შედეგზე ორიენტირებული კლუბები არ იქნება საქართველოში სანამ იქნება სახემწიფო დაფინანსება.
jorj
09 ივლისი 2022 09:52
2
არ გინდათ ეხლა, ასეთ მიამიტად ნუ წარმოაჩენთ საკმაოდ ერკვევა ფეხბბურთში,რომ ხვდებოდეს რა ნაბიჯს რა შედეგი მოჰყვება
ალეკსანდრე
09 ივლისი 2022 15:32
0

სიახლეები პოპულარული