"სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერენსლიგაზე და სამივემ წააგო.
ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის "დინამომ" ქნა - ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.
ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ჰქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის "დინამო", მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.
ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც
თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს, კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და "რუსთავს" დაუთმეს. მამარდაშვილი "ლოკომოტივს" დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ...). ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.
ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი, მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება."
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ბრატისლავაში "სლოვანს" (0:0) დაუზავდა, კონფერენს ლიგაზე კი თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო" დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში შედგება.
ვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!
ძალიან გამიგრძელდა სათქმელი.ბევრი ალბათ არც წაიკითხავს,რა არის ამდენიო.ბევრი ალბათ დისლაიქსაც(დაწუნებას) დამისვამს,წაგებებით გაღიზიანებული,ბევრმა შეიძლება ჩემზეც თქვას ეს რას ერეკებაო,მაგრამ ვინც მაინც წაიკითხავთ,სანამ პირდაპირ დისლაიქზე გამიშვებს,ჯერ იმაზე დაფიქრდეს,ამდენი რისთვის ვიქაქანე.ბრაზი ყველაზე ცუდი მოკავშირეა,პრობლემის გადაწყვეტის დროს.ბრალდება პრობლემას ვერ წყეტს.პრობლემას,მისი გადაწყვეტის გზის მოძებნა გადაწყვეტს და თუ ვიპოვით,ფიფიაც მოიგებს,გორის დილაც,საბურთალოც და მთელი ქართული ფეხბურთიც.გვეყოს ლანძღვა და გინება.მე,რაღაცა გზას ვთავაზობ ქართულ ფეხბურთს,ალბათ სხვები სხვას მოიფიქრებენ.მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ ფეხბურთის, თუ ზოგადად ქვეყნის ამოყვანას იმ უფსკრულიდან,სადაც ჩვენივე არაკომპეტენტურობის და სხვისი წამხედურობის გამო აღმოვჩნდით.ჩვენ თუ არ ვიფიქრეთ,ჩვენ გადარჩენაზე,სხვა არ და ვერ გვიშველის.ტვინი და ხელი უნდა გავატოკოთ,რადგან წყალწაღებულის გადასარჩენად,ხელის მოსმაა საჭირო.