ქართულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი აქვს. იმედია, გამარჯვებულები საბოლოოდ ზღვისპირელები აღმოჩნდებიან.
საინტერესოა, ქართულ ფეხბურთში არსებული დაბალი ფინანსების ფონზე, რა თანხა გამოიმუშავა "დინამომ" საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის და კიდევ რამდენის მიღება შეუძლია მას შემდეგ ეტაპებზე გასვლით.
ბათუმელებს უეფასგან 230 000 ევრო უკვე განაღდებული აქვთ. უეფა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებს ზუსტად ამდენს უხდის.
თუ ქართული გუნდი სლოვაკურ ბარიერს გადალახავს, კიდევ 50 000 ევროს
1/4-ფინალში შესაძლო გამარჯვებით ბათუმელთა ანგარიში კიდევ დამატებით 100 000 ევროთი შეივსება და ჯამში 380 000 ევრო იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ "დინამო" 1/2-ფინალსაც მოიგებს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შეაღწევს, დამატებით 100 000 ევროს, ანუ ჯამში 480 000 ევროს გამოიმუშავებს...
პლეი-ოფში დამარცხებული კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებს. ჯგუფურ ეტაპზე გასვლით კი გუნდები უკვე ძალიან დიდ თანხებს გამოიმუშავებენ!
ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდი, არც მეტი და არც ნაკლები, 15.64 მილიონ ევროს მიიღებს!
ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება 2,8 მილიონ ევროდ ფასობს, ფრე კი - 930 000 ევროდ...
მოკლედ, ბათუმელებს წარმატებები ვუსურვოთ და მათ ფინანსური სახითაც მშვენიერი შემოსავლის მიღება შეუძლიათ.
მატჩის დღე - ბათუმის "დინამო" ვაისისა და ქართველების დასამარცხებლად!