"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" დამატებით დროში ბათუმის "დინამოს" მარცხს (1:2) სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.

"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.

მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.

ეგ
შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.

თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.

PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
ამან, სულ რომ თქვას, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გავხდი საქართველოსო, არავის აინტერესებს.
მიშა
14 ივლისი 2022 14:10
8
თუ არ უყურებ რაღას ტლიკინებ - სხვისი მონაყოლით გველაპარაკები თუ მაინც ასე გინდოდა გეთქვა?
ვაჟა მასწავლებელი
14 ივლისი 2022 13:56
11
ვახოს ამდენი არც ესმის, ეს მისი ძმის გელას მოსაზრებაა და იდეაში მართალია იმ მხრივ რომ დამატებით დროში გოლი გაიტანე და ბურთი ვერ დაიჭირე, როგორც მინიმუმ ურახუნე აუტებში და მინდვრის გარეთ,საითაც გინდა, ოღონდ დრო გავიდეს მეტოქე მოშალო,,,,
გივი
14 ივლისი 2022 13:56
1
რატო ღმერთი არ გაიცინებს ამის სალაპარაკო, რომ ბათუმის დინამო იქნება?! ჩასაფრებულო სანაია! ბიჭები თამაშობდნენ, კარგად მონდომებულად და ბოლომდეც იბრძოლეს! ქართულ "ფეხბურთს არ ვუყურებო" აბა რა? რაში გაინტერესებს ყველაფერი ეროვნული? შენნაირები ხომ ვერ იტანთ სიტყვას "ქართულსაც" კი? დარწმუნებული ვარ ჩვენებს, რომ მოეგოთ, შენ სანაია, საერთოდ არც გამოჩნდებოდი! ეხლა კი სიამოვნებით გამოძვერი სოროდან და სისინებ არა? ერთი დაიმახსოვრე ბოროტო, შენი აზრი არავის აინტერესებს! მე პირადად მჯერა ჩვენი ბიჭების და მომავალში ბევრ სიხარულსაც მოგვანიჭებენ! ბათუმის დინამო! არ დანებდე!!!!!!
ნინი
14 ივლისი 2022 13:44
10
ტროლებს აქაც შემოუღწევიათ ოხრად.

ეგრე იცის , როცა ფეხბურთის ფედერაციის მინისტრები პოლიტიკოსობასაც ითავსებენ, იმდენად ნიჭიერები არიან. ))
ფეხბურთი
14 ივლისი 2022 13:40
20
აჰა, ტროლებს, არა?! ვარ ექიმი, ვმუშაობ ჯანმრთელობის ცენტრში, პეკინის 28-ში. მქვია ალექსანდრე. ჩემი სახელით სხვა არავინაა. მოდი, ამიხსენი, რით არის ვ.სანაია დალაგებული.
alexandre
14 ივლისი 2022 15:04
3
ტიპი როგორი ჩასაფრებული ყოფილა ამდენი წარმატების მერე რაც გვქონდა ამ დღეებში სპორტში ეგრევე გამოვარდა თან არ ვუყურებო შემთხვევით ვნახეო ამ თამაშს რო არ ელოდებოდი და არ უყურებდი მაგრად გიყვარს ფეხბურთი
დათო
14 ივლისი 2022 13:13
10
რა თქმა უნდა, ამ გვარის და ძმის შემარცხვენელის აზრი, რატომ წააგო დინამომ, არ მაინტერესებს. შენ რა უნდა გვითხრა? სადაც საჭიროა იქ ვერ გაგიგია ვერაფერი, აქ რა უნდა ბრძანო?!
alexandre
14 ივლისი 2022 13:10
14
წაგება თავისთავად დასანანია, მაგრამ ამ გარეწარის გასარჩევი რომ გახდება! ფუ!
თემური
14 ივლისი 2022 13:05
15
მთელი თამაში რა ტემპში ითამაშა გუნდმა ეს ვერ დაინახე ინიციატივა არ დაუთმია ეს არი გამოუცდელობა ასეთი ტურნირების მიმართ მეტი არაფელი, მიხედე შენ ჯურნალისტიკას სანამ კეზერა გადაგიხდის ფულს
Soso
14 ივლისი 2022 13:05
6
მარტივი ჭეშმარიტებაა: ვითარდება და წინ მიდის ქვეყანა-ვითარდება და წინ მიდის ფეხბურთიც. პირიქით-პირიქით არის -ლოგიკურია. შემთხვევითობასაც ცნობს სამყარო--შემთხვევით, ხანდახან ილუზორულ წარმატებებს,მაგრამ ეგ ისე ქრება როგორც მზე აქრობს დილის ნამს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა უკან მიდის.
ლოგიკა
14 ივლისი 2022 13:02
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული