ასეთი წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?! - ბათუმელთა მარცხის მიზეზები, რომლებიც ერთ შეცდომაზე ძვირად ფასობს...

AutoSharing Option
"შესაძლოა, ორი მატჩის ჯამში დამარცხდე, მაგრამ ეს გულისწყვეტას უნდა იმსახურებდეს და არა ბრაზს" - ესაა ამონარიდი ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანის" პირველი მატჩის შემდგომი წერილიდან. ქართული კლუბის შესრულებით დასამახსოვრებელი ეპიზოდები, ემოცია და შეტევა ვნახეთ, მაგრამ ყველაფერი ისე დასრულდა, თითქოს იშვიათად რომ ხდება, არადა, დეჟა-ვუს (უკვე ნანახი) განცდას ტოვებს. ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ასეთ გადამწყვეტ მომენტებში მიუტევებელი შეცდომები და მისგან გამოწვეული მარცხი გვინახავს. მხოლოდ ფეხბურთელები? მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწერა, ბათუმელებმა "გენო პეტრიაშვილი" გაიმეორესო. მოჭიდავე ხომ ოლიმპიადის
ფინალის უკანასკნელ წამებზე, დრამატულად დამარცხდა.

მარტივი და რთული

ძალიან მარტივია, წაგება და კონკრეტული ეპიზოდი რომელიმე მოთამაშეს დააბრალო და მარცხი ასე ახსნა, მაგრამ ეს თავის მოტყუება იქნება, პრობლემა ყოველთვის უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს. მაგალითად, მატჩის შემდეგ გურამ კაშიამ თქვა, რაც მეტ კუთხურს მოვაწვდიდით, ვიცოდით, ერთხელაც გავიტანდითო. ჩვენი ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვაისმა და ქართველმა ფეხბურთელებმა კი არა, ყველამ იცის, რომ სტანდარტული მდგომარეობები ჩვენი სუსტი წერტილია. ამ დროს კი თამაშის დამთავრებას ბევრი არაფერი რომ არ აკლდა, ბურთი კარის ხაზზე უმიზეზოდ გადავაგდეთ, რადგან ამის საჭიროება არ იდგა, შემდეგ კი რაღაც საოცარი განლაგება გვქონდა, რაც უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მაშინვე იგრძნო. და მაინც, ზემოაღწერილი ეპიზოდის ყველა დეტალში მთავარი პასუხისმგებლობა მეკარეზე მოდის. შეცდომა ბევრ კიპერს დაუშვია. მთავარია, ლაზარე კუპატაძეს მასზე როგორი რეაგირება ექნება. ახლა ის რთული მდგომარეობაშია, თუმცა საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს და სტაბილურობას მიაღწიოს.

Sportall.Ge

რატომ არ გვეყო რესურსი?

გია გეგუჩაძემ მარცხის მიზეზად ძალებისა და რესურსების გამოცლა დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები დაიმატეს, ბოლო პერიოდში გუნდის სათადარიგოთა სკამი მხოლოდ მცირდებოდა. დაცვის ხაზზე მივუთითებდით და აღმოჩნდა, რომ შეტევაში ზურიკო დავითაშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელი არ აღმოგვაჩნდა, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ გუნდი სათანადოდ ვერ გაძლიერდა.

მატჩის წინა დღეს ბათუმელთა თავკაცმა გაფრინდაშვილის წასვლის მაგალითზე თქვა, უფრო ძლიერი ჩემპიონატისთვის ფეხბურთელების მიმწოდებლები ვართო. ეს კიდევ ერთი დილემა და რეალობაა, რომელიც ქართულ კლუბებს უდგათ. ბათუმის "დინამო" ევროტურნირებზე გამოსვლას აგრძელებს, მაგრამ ყველამ ვიცით, იგივე დავითაშვილისა თუ აზაროვის მიმართ სატრანსფერო ინტერესები რომ არსებობს და გუნდიდან წამყვანი მოთამაშეების წასვლას ისევ ვნახავთ. რესურსი უფრო დიდი გვექნებოდა, ქართულ კლუბებში კაშიასა თუ კანკავას დონის ფეხბურთელების სტაბილურად დაინტერესებას რომ ვახერხებდეთ, რომელთაც ბათუმში მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს.

მწვრთნელთა დუელი

ვლადიმირ ვაისს (რომელიც მართლაც კარგი ადამიანია, რაც პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა) გარკვეული ცოდნა საქართველოს ნაკრებშიც გაუღრმავებია, მათ შორის, სწორი ცვლილებები და თამაშის სცენარის შეცვლა. ყველანაირი ლოგიკით, სომეხ ბარსეგიანს სასტარტოში უნდა ეთამაშა, სლოვაკმა სპეციალისტმა კი მის კარგ ფიზიკურ მომზადებასა და ენერგიაზე აქცენტი იმ დროისთვის შემოინახა, როცა ქართველი ფეხბურთელები უკვე დაღლილები იქნებოდნენ, სასტარტოში თამაშის შანსი კი ჩაკვეტაძეს მისცა. ამან შედეგი გამოიღო. მაინც აუხსნელია ირაკლი აზაროვის მოედნიდან გაყვანა. რა თქმა უნდა, ის დაღლილი იყო, თუმცა ზემოხსენებულ ბარსეგიანს ამოსუნთქვის საშუალებას მაინც არ აძლევდა. ამას სანდრო ალთუნაშვილის ცვლილებაც დაერთო, ბათუმელებმა კი ბურთი დაკარგეს და მეტოქეს ინიციატივა დაუთმეს. გუნდს დაღლილობა ძალიან დაეტყო და მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა.

Sportall.Ge
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩვენს სუსტ წერტილებსა და ძლიერ მხარეებს კარგად აკონტროლებდა. ვაისმა ტაიმების  დასაწყისში აქტიური პრესინგი შემოგვთავაზა. ზემოთ კაშიას კუთხურზე ნათქვამი დავწერეთ. ისიც, რომ ბათუმელებს მეტოქის კართან ახლოს ჯარიმის დარტყმის უფლება არ მოუპოვებიათ, რისი შესრულებაც მამუჩაშვილს მშვენივრად გამოდის, ესეც სლოვაკთა ერთგვარი ტაქტიკის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა იყო ერთი ეპიზოდი - სტადიონიდან ნაკლებად, ვიდეოგამეორებაზე კი კარგად გამოჩნდა, შეხვედრის პორტუგალიელ არბიტრს სლოვაკთა კარში პენალტის დანიშვნა რომ შეეძლო.

რა თქმა უნდა, გამართლებაზეც ვისაუბრებთ, მსაჯის შეცდომებზეც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს გარკვეულ ლოგიკურ წერტილამდე მივყავართ.

შემდეგი ნაბიჯი

ფაქტია, ახლა მთელი ყურადღება კონფერენს ლიგაზე უნდა გადავიტანოთ, სადაც სერიოზული მეტოქე, პოლონეთის ჩემპიონი "ლეხი" გველის. იქ ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან. ბათუმელებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება სჭირდებათ. შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად, საკადრო რესურსი უნდა გაიზარდოს. გუნდი განაცხადის სრულფასოვნად შევსებას ვერ ახერხებს, პრობლემური ადგილები კი არის, რაზეც მანამდეც აქტიურად მივუთითებდით. პირველ მატჩს 21 ივლისს, სტუმრად გავმართავთ, განმეორებითს კი - 28 ივლისს, ბათუმში.

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

მკითხველის კომენტარები / 27 /
ესეთი მძიმე თამაშის ესე წაგებას ბათუმი არ იმსახურებდა, მაგრამ რას ვიზავთ, მოკლე სკამი აქვს ბათუმს და ამანაც განაპირობა ინიციატივის დათმობა გოლის შემდეგ, მაინც ყველაფერს ფინანსებთან მივყავართ. დღევანდელ თამაშებზე რა ხდება? აჩვენებენ რამე თამაშს?
Giorgi
14 ივლისი 2022 13:25
2
ასეთი შეგნებული წაგებების გამოა მაყურებელიც რომ აღარ დადის სტადიონზე
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
14 ივლისი 2022 14:10
23
რა შენგნებული ბიჭო, ცრემლები ვერ შეაშრეს ფეხბურთელებს და პრეზიდენტს. ასეთ უვიცობას და სისულელეს როგორ წერ.
!!!
14 ივლისი 2022 14:36
5
Ise gulaxdilad rom vtqvat kenchiskraze magrad ar gagvimartla, slovani,ferencvaroshi,lexi,karabaxs bewvze avcdit...am etapze magatze dzlieri gundebi ar gamodiodnen...
Givi
14 ივლისი 2022 11:57
6
ამ თამაშმა საბურთალოს წაგეგება გამახსენა სომხრბთან, საშინელი მარცხი იყო, არ ვიცი მეტი რა უნდა ვქნათ წარმატებისთვის.

მთელი თამაში ვდომინირებდით და ორი შეცდომა და ამდენივე გოლი 5წუთში, მსგავსი რამ სულ ჩვენ როგორ გვემართება, ბოლო წითზე გაშვებული გოლის კონკურსი რომ ტარდებოდეს ჩვენი გუნდები და ნაკრები პირველზე გავა.

ლაზარზე კარგი მეკარეა, დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ თავი უნდა ასწიოს და განვითარება განაგრძოს.

კაშიას კომენტარი ამაზრზენი იყო, გასაგებია საკუთარი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერს იტყვის, მაგრამ კომენტარი არ გაეკეთებინა საერთოდ და მორჩა, შეიძლება ცხელ გილზე ვამბობ, მაგრამ ასეთი საქციელი კაპიტნობის ღირსი არ არის.
მენტალისტი
14 ივლისი 2022 12:41
9
მეორე მხრივ კაშიამ გაამახვილა ყურადღება ჩვენს ჩაბეტონებულ მინუსზე, ძირითადის ბოლო წუთზე რეალურად გადავრჩით, 2 მომენტი გვქონდა ჩვენს მაგრამ რად გინდა კარში დარტყმა არ ვიცით, ერთი მიქაუტაძეს აქვს ეგ უნარი რომ ყველა პოზიციიდან ცდილობს დარტყმას,
გუსანი
14 ივლისი 2022 13:11
1
არაუშავს, ბათუმი როგორც გუნდი და პროექტი უკვე წარმატებულია და მეტი და მეტი წარმატება მოვა დროსთან ერთად. სიტის დაუქამბექეს 3 წუთში ბოლობოლო, ბარსას გაუტანეს ანალოგიური ბავშური გოლი ბოლო წუთზე, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მთავარია გაგრძელდეს პროგრესი, დაიმატონ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შემოვლენ და კარგად ჩაანაცვლებენ. სამწუხაროდ სკამიდან გაძლიერების საშუალება საერთოდ არააქვს გეგუჩაძეს, ნავალოვსკის ღრიალის გარდა სხვა მოვალეობა აქვს რამე?
nedved
14 ივლისი 2022 21:55
4
ყველა კლუბი აგებს და შეცდო.ებზე სწავლობს.
არა უშავს ბიჭებო. მთაცარია ამ მარცხისგან გაკვეთილი ისწავლოთ და გაგაძლიერონ
ვანჩოპე
14 ივლისი 2022 15:29
6
ჩვენ ვერაფერსაც ვერ ვსწავლობთ, შარშან იყო თურქული კლუბის გამოცდილება და ვისწავლეთ რამე?
ნოდო
14 ივლისი 2022 16:08
2
დინამო ბათუმი გუნდია სხვა ქართული ტოპ გუნდუშკებისაგან განსხვავებით. იმედია ბათუმი საქართველოში ისე იქნება ფინანსურად და ისეც, როგორც პსჟ_ეა საფრანგეტში. შედეგსაც აუცილებლად დავდებთ ევროსარბიელზეც.
ika
14 ივლისი 2022 13:15
9
თუ ნატრულობ,ნორმალური მოდელი ინატრე. ერთი პესეჟემ დადო შედეგი ევროსარბიელზე და მეორე ბათუმი დებს. რომ არ ყავს დღეს ბათუმს კონკურენტი ეროვნულ ლიგაში,ზუსტად მაგიტომ აძლევს თავს უფლებას ეგეთი სათადარიგო სკამის ყოლის
დავითი
14 ივლისი 2022 13:53
5
Qartuli vachrebis saklubo pexburti gaparchakebuliiiiiiiiiiiiiiiiiii
Gio
14 ივლისი 2022 18:17
4
tu shemdeg etapze gavedit ratkmaunda polonelebis mere viniqneba savaraudo metoqe district madlopt
Iberia
14 ივლისი 2022 12:16
2
მე ვფიქრობ სლოვანი საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი გუნდი იყო მარტო ჯაბა კაშია და ვაისი რა მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან ფენერცვაროშთან ვნახავთ ამ გუნდის სიძლიერეს უბრალოდ ბათუმმა ისე მაგრად ითამაშა სლოვანი სუსტი გამოჩნდა არ არი ესე მაგარი გუნდი გვყავს ბათუმის დინამო
Soso
15 ივლისი 2022 05:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული