ისევ დრამა - თბილისის "დინამო" პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "პაიდეს" 2:1 სძლია (ძირითად დროში 1:0). რადგან პირველი შეხვედრა 2:3 ჰქონდა წაგებული, პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მოწინაღმდეგემ იმარჯვა და ქართული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

„დინამო" დიდ უპირატესობას ფლობდა, უპირატესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, საიდანაც ბურთს მეტოქის საჯარიმოში აწვდიდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ სტუმრებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს და კამარას პასით სხირტლაძემ ესტონელთა კარი დალაშქრა. შემდეგ კამარას დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა, ძირითადი დრო 0:1 დასრულდა და
დამატებითი დრო დაინიშნა.

93-ე წუთზე კამარა მარცხენა ფრთაზე მცველს გასცდა, განივი გადაცემა გააკეთა და ანტილევსკიმ მეორე გოლი გაიტანა. 115-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი სინგატე "დინამოს" საჯარიმოში შევიდა, წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად "დაზარალებულმა" გამოიყენა. მატჩი 1:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ესტონურმა გუნდმა 6:5 იმარჯვა.

პიარნუ. „რანასტაადიონი“
პაიდე - დინამო (თბ) 1:2 (ძირ. დრო 0:1, პენ 6:5)
გოლები: 0:1 სხირტლაძე (69), 0:2 ანტილევსკი (93), 1:2 სინგატე (115, პენ)

პაიდე: აკსალუ, კლავანი, ოიამაა (პალუმეცი 90), სალისტე, იუსიფი, ფროლოვი (მოშნიკოვი 79), მოოლი, სიმონი (ტამბედუ 101), სააგი (სინგატე 59), ლუტსი (პიჰტი 76), ოვუსუ (საარმა 101)

დინამო (თბ): პრიეტო, მალი, ბენიო, კობოური (კალანდაძე 90), ხარაბაძე, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი (კამარა), კირკიტაძე (გაბედავა 68), ოსეი, იმრანი (კუცია 60), სხირტლაძე (ანტილევსკი 79)

მკითხველის კომენტარები / 98 /
Es prieto tuvincaa sul marcxena mxares sirvces rato tovebdaa.yvelam icoda gols rogaitandnen imxares.
Gacofebuli
15 ივლისი 2022 23:32
0
დრამა არა... დინამოელებს რაღაც არ ეტყობოდათ, რომ ძალიან განიცდიდნენ
ზურა
15 ივლისი 2022 21:00
1
ვინ არის მეკარეების მწვრთნელი დინამოში,ეტყობა მაგარი არაპროფესიონალია,რატომ ყავს ფიფიას მსგავსი მწვრთნელები გუნდში?
gigi
15 ივლისი 2022 19:11
0
(წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით) უყურეთ აქტუალობას არ კარგავს დასკვნეები თქვენთვის მომინდვია.
jorj
15 ივლისი 2022 17:15
0
გამოუსწორებიათ თამაში შარშან მწყემსმა მოუგოთ და წელს პენალტებამდე მაინც მივიდნენ...ისე მაგ გუნდს სახელი რომ შეუცვალონ იმ მართლა საუკეთესო დინამოს და საუკეთესო ფეხბურთელებს ვინც ახარებდა სრულიად საქართველოს იმათ მაინც ეცით პატივი და დაარქვით სხვა სახელი დღევანდელ ამ ფარას
იკა
15 ივლისი 2022 15:15
0
ტირილი კიარა ვარჯიში უნდა ბიძია ისე წარმატება არ მოდის!
გულშემატკივარი
15 ივლისი 2022 14:41
1
დრამა ამას არ ქვია, ეს არის აწ უკვე შეჩვეული უთავმოყვარეობა.
მერაბი
15 ივლისი 2022 12:31
0
სომხებთან განდარგურებას ისევ ჯობდა, ამათთან(სახელიც ვერ დავიხამსოვრე) პენლებში წაგება, ასე რო რაღაც პოზიტიური ამ მარცხშიც არის
სიმართლე
15 ივლისი 2022 12:20
2
საუკეთესო ქართველ მწვრთნელს რომ აგდებ და სხვისი დაწუნებული მოგყავს შედეგი არ უნდა გაგიკვირდეს
1.2.3.4.5.
15 ივლისი 2022 12:13
2
Da kidev kirkitadze ra magrad darbis magram damagvirgvinebel fazashi 0 arc pasi uvarga ufantaziod tamashobs,ar vici dinamo rom aset gundebtan agebs lamis guli gamiskdes...ase gagrdzeleba agar sheidzleba...am gunds shvela unda torem agarc academia imushavebs momavalshi da qartul fexburtsac gauchirdeba dzalian....
Givi
15 ივლისი 2022 11:32
0

სიახლეები პოპულარული