ისევ დრამა - თბილისის "დინამო" პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "პაიდეს" 2:1 სძლია (ძირითად დროში 1:0). რადგან პირველი შეხვედრა 2:3 ჰქონდა წაგებული, პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მოწინაღმდეგემ იმარჯვა და ქართული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

„დინამო" დიდ უპირატესობას ფლობდა, უპირატესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, საიდანაც ბურთს მეტოქის საჯარიმოში აწვდიდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ სტუმრებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს და კამარას პასით სხირტლაძემ ესტონელთა კარი დალაშქრა. შემდეგ კამარას დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა, ძირითადი დრო 0:1 დასრულდა და
დამატებითი დრო დაინიშნა.

93-ე წუთზე კამარა მარცხენა ფრთაზე მცველს გასცდა, განივი გადაცემა გააკეთა და ანტილევსკიმ მეორე გოლი გაიტანა. 115-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი სინგატე "დინამოს" საჯარიმოში შევიდა, წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად "დაზარალებულმა" გამოიყენა. მატჩი 1:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ესტონურმა გუნდმა 6:5 იმარჯვა.

პიარნუ. „რანასტაადიონი“
პაიდე - დინამო (თბ) 1:2 (ძირ. დრო 0:1, პენ 6:5)
გოლები: 0:1 სხირტლაძე (69), 0:2 ანტილევსკი (93), 1:2 სინგატე (115, პენ)

პაიდე: აკსალუ, კლავანი, ოიამაა (პალუმეცი 90), სალისტე, იუსიფი, ფროლოვი (მოშნიკოვი 79), მოოლი, სიმონი (ტამბედუ 101), სააგი (სინგატე 59), ლუტსი (პიჰტი 76), ოვუსუ (საარმა 101)

დინამო (თბ): პრიეტო, მალი, ბენიო, კობოური (კალანდაძე 90), ხარაბაძე, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი (კამარა), კირკიტაძე (გაბედავა 68), ოსეი, იმრანი (კუცია 60), სხირტლაძე (ანტილევსკი 79)

მკითხველის კომენტარები / 98 /
პაიდეს რომ ბევრად უკეთესი ლეგიონერები ჰყავს გუნდში ვიდრე დინამო ს ეს უკვე დიაგნოზია არ ვიცი რა ვთქვა ფსკერიც აღარ არის ეს ფსკერი ჩახვრიტა უკვე დინამომ.
გიო
00:08 15-07-2022
0
მართლა ქუჩის გუნდი გახდა დინამო და მისი საშველი რამის ათი წელია აღარ არის. სულ.კედლებს ვანგრევთ, სულ ძველ დიდებას ვიბრუნებთ და შედეგი პაიდესთან გამოვარდნააა. ამას დასასრული არ უჩანსდა თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, ეს ტანჯვა კიდევ კაი ხანს გაგრძელდება
: )))))))
23:53 14-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული