"საბურთალომ" ალბანეთში გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე "სტიაუას" დაუპირისპირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალომ" გასვლაზე "პარტიზანი" დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გორში 0:1 წაგების შემდეგ „საბურთალომ“ ალბანურ გუნდს ბრძოლა გაუმართა და შესვენების შემდეგ სიხარულიძის გოლით დაწინაურდა. 89-ე წუთზე სიხარულიძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და ძირითადი დრო 0:1 დასრულდა. დამატებით დროში თამაშის ტემპი დაეცა, გუნდები გარისკვას ერიდებოდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ. 105-ე წუთზე სტუმრებმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგეს, სწრაფ კონტრშეტევაზე სკუკა გადმოვიდა, თუმცა, საბედნიეროდ, შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ ო. მამაგეიშვილის შორიდან ძლიერად გასროლილი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. დარჩენილ დროში
ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში მეკარე მეგრელიშვილმა გამოიჩინა თავი და "საბურთალომ" გაიმარჯვა.

"საბურთალო" მეორე ეტაპზე "სტიაუას" დაუპირისპირდება - 21 ივლისს სახლში, 28 ივლისს კი სტუმრად.

ტირანა. „ეარ ალბანია“
პარტიზანი - საბურთალო 0:1 (პენ 4:5)
გოლი: სიხარულიძე (53)

პარტიზანი: ტაგჯა, ბიელიცა, ბიტრი, ატანასოვსკი, ჰადროი (სოტა 91), მურატაი (ნაგუეტე 76), ჰოტი (ცვეტანოსკი 46), რაპაი, მასანგა, კარა (ნდრეკა 83), სკუკა

საბურთალო: მეგრელიშვილი, ჯინჯოლავა, ჩადუნელი, კაკუბავა, გოჩოლეიშვილი, მიოჩი (გ. მამაგეიშვილი 105), შ. ნონიკაშვილი (ქარდავა 62), გოშთელიანი (ლ. ნონიკაშვილი 62), გულიაშვილი, ტაბატაძე (ო. მამაგეიშვილი 68), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 29 /
გენაცვალე გულში,ვისურვებდი ბევრს შენნაირს ქართულ ფეხბურთში. არა უშავს,თქვენ მასე გააგრძელეთ და შედეგიც აუცილებლად მოვა.
Sake
14:49 15-07-2022
0
ქვემოთ იაეთი ბინძური კომენტარია ერთი, მაგის გამოქვეყნებისთვის რისი ღირსი ხარ საიტის ადმინო ერთი? ვინა ხართ რა ჯიში ხართ, მტრები ხართ ქართველების. კომენტარის ავტორს კი - შემეხმიანე ერთი, შევხვდეთ სადმე და განახებ ერთი ვინ რითია ნაკეთები...
ჯაბა
13:35 15-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული