"დანებებას არ ვაპირებთ! რამდენი მცდელობაც უნდა დაგვჭირდეს, "დინამო" აუცილებლად ითამაშებს ევროთასებზე" - აჩი ბერიძე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" Facebook-გვერდი სოციალურ ქსელში კლუბის პრეზიდენტის, აჩი ბერიძის განცხადებას აქვეყნებს:

"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის და სამაგალითო ქომაგობისთვის. პირველ რიგში, მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, თითოეულ ბათუმელს. მუდამ ვამბობ და ვიტყვი: ეს გუნდი თქვენია და თქვენ საუკეთესოები ხართ!

მადლობა ფეხბურთელებს თავდაუზოგავი შრომისთვის, სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას, ვინც "დინამო ბათუმის" წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს.

გასული 5 წლის მანძილზე ბევრი გამარჯვება ვიზეიმეთ და იმედგაცრუებებიც არ გვაკლდა, მაგრამ უკან არასდროს დაგვიხევია. არც ახლა ვაპირებთ დანებებას და ჩვენს ოცნებებზე უარის თქმას.

რამდენი მცდელობაც
უნდა დაგვჭირდეს, "დინამო ბათუმი" აუცილებლად ითამაშებს ევროთასებზე და ჩვენ ისევ დავწერთ ამ კლუბის ახალ ისტორიას", - ამბობს ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ამაზე უარესებიც წაუგიათ უფრო დიდ გუნდებს,მათ შორის გრანდებს.მთავარია რომ დღეს ბათუმი სწორ გზაზე დგას და მას ბათუმელების გარდა სხვებიც მრავლად უჭერენ მხარს და გულშემატკივრობენ.წარმატებები ბათუმს თქვენს გვერდით ვართ....
nodiko
11:27 15-07-2022
0
ერთადერტი კარგი გუნდი საქარტველოში რომელსაც პატრონის ხელი ეტყობა(თბილისის დინამოსგან განსხვავებით} წარმატებები თავის საქმიანობაში ბატ. ბერიძეს და მის გუნდს!
ალეკსანდრე
12:06 15-07-2022
0

სიახლეები პოპულარული