"ხვიჩა კვარაცხელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დატოვა რუსეთი და საქართველოში განაგრძო საკლუბო კარიერა, რადგან მისი სურვილი იყო არ ეთამაშა ამ ქვეყნის ჩემპიონატში. ეს თვითონაც ცხადად თქვა გუშინდელ
პრესკონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სხვა ფეხბურთელებსაც მიებაძათ ხვიჩასთვის.
არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ ლაპარაკით აფიქსირებენ აზრს, ან ცდილობენ საუბრით ყურადღების მიქცევას.
მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებითა და კონტექსტის არცოდნით. მიუღებელი და მდაბიო საქციელია მისი გამოყენება საკუთარი თავის პიარისა თუ სხვა მიზნებისთვის.
ხვიჩას წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კარიერაში. მჯერა, რომ თავისი მონდომებითა და საქმისადმი სიყვარულით არაერთხელ ასახელებს საკუთარ ქვეყანას."
სამშობლო უნდა იცნობდეს თავის "გმირებს" - sportall.ge ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს