ვინ იქნებოდნენ "დინამოს" პოტენციური მეტოქეები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე, ბათუმელებს "სლოვანი" რომ დაემარცხებინათ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის წილისყრა ჩატარდა, სადაც გუნდებმა მათი მომავალი სავარაუდო მეტოქეები გაარკვიეს.

მოგეხსენებათ, ბათუმის "დინამომ" "სლოვანთან" დასანანი მარცხი განიცადა და "ფერენცვაროშამდე"ვერ მივიდა... ახლა ისღა დაგვრჩენია, გითხრათ, ვინ იქნებოდნენ ქართული გუნდის შესაძლო მეტოქეები "სლოვანის" დამარცხების შემთხვევაში.

თუ "დინამო" "ფერენცვაროშის" ბარიერს დაძლევდა, ზღვისპირელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში "ყარაბახსა" და "ციურიხს" შორის უკეთესს დაუპირისპირდებოდნენ. 

თუ ქართული გუნდი უნგრულთან დამარცხდებოდა მაშინ, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალურ ეტაპზე მათი მეტოქე ჰაიფას "მაკაბისა" და პირეოსის "ოლიმპიაკოსის" წყვილში წაგებული იქნებოდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ცოტათი დავმშვიდდი არც ოლიმპაკოსის და არც ყარაბაღის მომგები ჩვენ არ ვიყავით და ბოლო მაინც კონფერეს ლიგა იყო, უბრალოდ ახლა ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ, არაფერი გუნდი ეგ ლეხი არაა, თუ სლოვანთან წაგების მერე ფსიქოლოგიურად არაა განადგურებული გუნდი.
რრრ
16:49 18-07-2022
2
ფერენცვაროშთან გაგვიჭირდებოდა და ასე უკეთესი გამოვიდა თუ ლეხს გავაგდებთ ისლანდიის ან უელსის გუნდს შევხვდებით ნახევარფინალში.
Irakli
16:35 18-07-2022
3

სიახლეები პოპულარული