ბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

AutoSharing Option
"საბურთალოს" გააზრებული თამაშით, შეტევების ორგანიზებითა და გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, თუმცა იმ კოშმარს ვერავინ და ვერაფერი გადაფარავს, რაც პოზნანში ვიხილეთ - საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" იმაზე უარესად ითამაშა, ვიდრე ცოტა ხნის წინ მისმა მეტოქე "ლეხმა" აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან"; საპასუხო მატჩს ინტრიგა დაუკარგა და ისევ მწარედ ჩაგვაფიქრა...

დემორალიზება...

გასაგები იყო, რომ "სლოვანთან" იმ კოშმარული მარცხის დავიწყება ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან გაუჭირდებოდათ, მაგრამ ამისთვის მათ დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდათ. პოლონური შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ გია გეგუჩაძემ გუნდის სათანადოდ განწყობა ვერ შეძლო. სანამ წაგების სხვა მიზეზებს
ჩავწვდებოდეთ, ეს უპირველესად უნდა ითქვას.

ერთი გამარჯვება ჰაერში აგვაფრენს ხოლმე, პირველივე იმედგაცრუება კი კალაპოტიდან სრულიად გვაგდებს. ეს ჩვენს ნაკრებსა თუ გუნდებს აქამდეც ხშირად მოსვლიათ, ევროტურნირებიდან ნაადრევი გამოვარდნაც არ გვიკვირს, მაგრამ ბათუმელთა ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეული იყო. შეიძლება იმიტომაც, თამასა ყველამ ავწიეთ - ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა... არა! ჩვენი საკლუბო ფეხბურთი საერთაშორისო დონეზე ისევ კატასტროფულად გამოიყურება.

უფრო ღრმა მიზეზები

პოზიტიური ელემენტების აღნიშვნა და გამხნევება ბათუმელებისთვის არასდროს დაგვიმადლებია, პირიქით, ბევრი მშვენიერი ეპითეტიც მიგვიძღვნია. თუმცა ყოველთვის მივუთითებდით იმ კომპონენტებზე, რომლებიც გამოსასწორებელი იყო და ეს სწორედ იმიტომ, გულშემატკივრებს რაღაც ზედმეტად ფერადად რომ არ დავუხატოთ და ასეთი ჩავარდნის მერე არ მოგვიბრუნდნენ, ყველაფერი კარგად თუ იყო, რაღა მოხდაო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ტრანსფერი განხორციელდა, საბოლოოდ მაინც ვერ მივიღეთ ის კონტინგენტი, რომელიც ევროტურნირების ჯგუფში მოსახვედრად თამამად იბრძოლებდა. ამაში მხოლოდ ერთ კლუბს ვერ დავადანაშაულებთ, ჩვენ ისევ ფეხბურთელების მიმწოდებლად ვრჩებით, სტაბილურად გუნდების შენარჩუნება არ ხდება. გარდა ამისა, ძლიერი ლეგიონერებისა თუ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება შეუძლებელი თუნდაც იმ დროით ხდება, შემოდგომამდე რომ მიგვიყვანოს. ვარსკვლავებს არ ვითხოვთ, სომეხი ბარსეგიანის დონის მოთამაშეებზეა საუბარი...

დაცვის ხაზში კონკურენციის არარსებობაზე იმდენჯერ მივუთითეთ, გამეორებაც კი უხერხულია. ბათუმელებს საქართველოს ნაკრების თითქმის ყვლა ცენტრალური მცველი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ მოხდა.

ნებისმიერ რგოლში უფრო დიდი კონკურენციაა საჭირო, რათა წარმატებას მიაღწიო. ბათუმელებს ქართული კლუბებიდან ეს ყველაზე ნაკლებად აწუხებდათ, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან კარგად გამოჩნდა, უფრო დიდ ფიგურებს რა ფასი აქვს. სხვა ტიპის სირთულეებიცაა. მაგალითად, ფლამარიონი ახლა ცუდ ფორმაშია და გუნდი მისი ლიდერობის გარეშე თამაშს შეჩვეული არაა. სამწუხაროდ, ჯოვინოს რეგრესი ევროტურნირების დაწყებას დაემთხვა. მას უკვე ქართული პასპორტი აქვს, მაგრამ ამ ფორმით ვილი სანიოლს ყურადღებას რამდენად დაიმსახურებს, რთული სათქმელია...

გეგუჩაძის შეცდომები

მთავარი პრობლემა, შოკიდან ვერგამოსვლა, უკვე ვახსენეთ. გარდა ამისა, ბათუმის "დინამოს" თავკაცის მიერ შერჩეული შემადგენლობა და თამაშის სტილი მეტოქეთათვის თითქოს იოლად გასაშიფრი გახდა. ამას ისევ საკადრო რესურსამდე მივყავართ. გუნდურობისა და მრავალფეროვნების მაგალითები ჩვენი ჩემპიონიდან ნამდვილად ვერ ვნახეთ...

მატჩის შემდეგ გეგუჩაძე პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. მისთვის და ბათუმელი გულშემატკივრებისთვის (რომლებიც განმეორებით მატჩს მაინც იმედიანად ელიან) ეს ძალიან მტკივნეულად აღსაქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდში გარკვეული ეტაპი სრულდება და სიახლეებია საჭირო. სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ წავა და ესეც საკმაოდ დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.

Sportall.Ge

როგორ ვაგრძელებთ?

კარგია, როცა "საბურთალომ" სიხარულის საშუალება და უფლება მოგვცა, მაგრამ საკლუბო ფეხბურთში სულ შემთხვევითობის იმედად ვერ ვიქნებით. ახლა ეროვნულ ლიგას ისევ ყველა "გადაუვლის", არადა, მის მიმართ ინტერესი გაზრდილი იყო, ბევრი კარგი მატჩი და გოლი ვნახეთ, თუმცა არ იცვლება მთავარი - საერთაშორისო დონეზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ.

სანაკრებო წარმატებები, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი - ახლა ბევრი სასიამოვნო ხდება და გულშემატკივრები მასზე გადართვას თავისუფლად შეძლებენ, თუმცა ის, რომ იმ ქვეყნის კლუბები აღწევენ ჩვენზე მეტ წარმატებას, რომელთა ნაკრებებსაც ბევრად აღვემატებით და უფრო ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყავს, ტკივილს იწვევს. ლიეტუვის საუკეთესო კლუბმა შევედეთის ჩემპიონი დაამარცხა, სომხურმა "პიუნიკმა" რუმინული "კლუჟი" კონფერენს ლიგაზე გაისტუმრა - ეს უახლესი ამბებია. ამის გაგრძელება უფრო შორსაც შეიძლება, ჩვენ კი მუდმივი ოპტიმიზმის "ტყვეობაში" ვართ.

altკოშმარი პოზნანში - ბათუმის "დინამო" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

altგეგუჩაძე: ბოდიში - ჩვენმა გუნდმა ვერაფერი ვერ აჩვენა

მკითხველის კომენტარები / 41 /
ბავშვები ძალიან ნიჭიერები რო გვყავს და მერე ვინ ასწავლის ანტიფეხბურთს იმაზე არავინ ლაპარაკობთ და მერე ვხედავთ მოწინააღმდეგის ბევრად მაღალ კლასს, უფრო მაღალ სისწრაფეზე თამაშს და გვიან დაღლის გამო ნაკლებად დაშვებულ შეცდომებს და ბოლოს ყველას გამართლებას და ჩვენ ბავშვებს ისევ ანტიფეხბურთს ასწავლიან
1.2.3.4.5.
22 ივლისი 2022 13:17
0
ფაქტია. რომ შედარებით ძლიერი ლეგიონერების გარეშე საკლუბო დონეზე წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნორმალური მენეჯერებია, რომლებიც მოახერხებენ აფრიკული თუ სამხრეთამერიკული ბაზრებიდან პერსპექტიული ფეხბურთელების მოზიდვას. არ ჩამოვლენ საქართველოშიო ნუ იტყვით. აგერ ესტონური პაიდეს აფრიკელი ლეგიონერები ერთი ტავით ჯობდნენ "დინამოსას". იგივე სომხური კლუბები ვნახოთ, ან აზერბაიჯანული. არ ჩამოუვარდება ბათუმი შესაძლებლობებით აზერბაიჯანულ კლუბებს ისე, როგორც ჩვენი ლეგიონერებიუ მათსას.
ირაკლი
22 ივლისი 2022 13:08
1
1000% გეთანხმები
beqa
22 ივლისი 2022 13:18
1
თუ თავიდანვე ობიექტურად შეაფასებთ ჩვენი კლუბების დონეს ასეთი მარცხი მოულოდნელი არ იქნება. ატასი გადამეტებული შეფასება გქონდათ ჯურნალისტებს ბათუმის დინამოსი, ის რომ საქართველოს ჩემპიონატში ყველას უგებს ეგ არ ნიშნავს რომ ევროპულ კლუბების დონეს ქაჩავს. აქვე ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, არც აზაროვი, არც მამუჩაშვილი არც ჩაბრაძე არ არიან საშუალო ევროპული გუნდის დონის ფეხბურთელები. ამ ბათუმის დინამოდან მაქსიმუმ დავითაშვილი იყოს საშუალო დონის ზამენის ფეხბურთელი.
semi
22 ივლისი 2022 12:56
1
ლეგიონერებით თუარ გაძლიერდა ჩემპიონატი არგამოვა რაფელი +ინფრასტრუკტურაა საჭირო.ავიტვისოთ აფრიკის ამერიკის ბაზარი ბევრი ძლიერი ფეხბურთელის პოვნაა შესაძლებელი ფიზ დონეც ასაწევია სულ რო კოტრიალობენ ყველა შეხებაზე
giorgi 12
22 ივლისი 2022 12:55
0
ეხლა კრიტიკა ყველაზე უფრო ადვილია, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ბათუმი სლოვანის შოკიდან უბრალოდ ვერ "გამოძვრა"! კიდევ ჩემს აზრზე ვრჩები რომ, ლეხი არაა ის გუნდი რომელიც ბათუმის დინამოს 5-0-ს უნდა უგებდეს.მთელი მიმდინარე ჩემპიონატის და გასული ჩემპიონატიდან მოყოლებული ვწერდით რომ ბათუმის დინამოს დაცვის ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და აი ისიც.როგორ დავიჯერო ეხლა, ეს თუ რიგითმა გულშემატკივრებმა ამდენი ხნის განმავლობაში ასე დავინახეთ, გეგუჩაძემ არ იცოდა რომ აზაცკის და კობახიძის იმედად შორს ვერ წავიდოდით?ამხელა რესურსის და შესაძლებლობების მქონე გუნდისათვის რა გახდა 2 ნორმალური ცენტრალური მცველის შეძენა?კვირკველია აზერბაიჯანში გაიშვებოდა?
გულშემატკივარი
22 ივლისი 2022 12:43
4
სანამ გუნდის მარცხს წინა თამაშის შედეგის გამო შოკიდან ვერ გამოსვლას დავაბრალებთ იქ უნდა დაამთავრო ყველაფერი. ეს რა შეფასებაა? რა შოკიდან ვერ გამოვიდნენ?, საბავშვო ბაღია თუ ინდური სერიალი?. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია არცერთი ქართული კლუბი არ არის მზად ევრო ტურნირებისთვის არც მენტალურად და არც ფიზიკურად და ეს გრძელდება უსასრულოდ.
WTF
22 ივლისი 2022 12:39
0
რა იქნება ხვალ და იგივე. პირველი იყო თუ ჯკანასკნელი? მოვა შემდეგი წელი და ისევ ავაგებთ ახალ ოცნების კოშკებს. თქვენ გული არ გაიტეხოთ...
ზურა
22 ივლისი 2022 12:29
0
რისი გირსია აბა რაც ეკუტნოდატ ის მიიხეს დზაან სორს არიან რეალობიდან
kaka
22 ივლისი 2022 12:28
2
ყველა ქვეყანამ დაიწყო სამხრეთ ამერიკული დ აფრიკული ბაზრების აქტიურად ათვისება, გუნდში მინიმუმ 3 სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ყავთ და ჩვენ რატომ გვეპაზორება? არის საქართველოში ისეთი ხალხი, რომელსაც შეუძლია აღნიშნულ ბაზარზე კონტაქტების დამყარება, გამოვიყენოთ ეს ხალხი. ევროპაში დაწუნებული ფეხბურთელებით რომ ვძლიერდებით, ეს ხალხი კარგი რომ ყოფილიყო და ევროპული დონე რომ გაექაჩათ აქ არავინ არ გამოუშვებდა.
მეორე პრობლემა ის არის, რომ ბათუმი ვერ განვითარდება ისე თუ კონკურენტი არ ეყოლება რამოდენიმე კლუბი ჩემპიონატში, დონე უნდა აიწიოს კონკურენციით.
დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო, გორის დილა, ამ კლუბებმა ისეთი ფეხბურთელები უნდა მოიყვანონ რომ მინიმუმ ბათუმის დონეზე მივიდნენ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ლეგიონერების ხარჯზე და არა ერთმანეთის ფეხბურთელებით.
anti
22 ივლისი 2022 12:23
1
სამწუხაროა რათქმაუნდა მაგრამ ქვეყანა არ დაქცეულა,იგივე ლეხმა ყარაბაღთან წააგო 1:5 რამდენიმე დღის უკან...ბატონო არჩილ!გაუშვით გეგუჩაძე უკვე დროა,უფრო სწორად დრო მაშინ იყო ჩემპიონობა რომ მივართვით ხოხბებს ხონჩით)
გიუᲨა
22 ივლისი 2022 12:21
4

სიახლეები პოპულარული