დემორალიზება...
გასაგები იყო, რომ "სლოვანთან" იმ კოშმარული მარცხის დავიწყება ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან გაუჭირდებოდათ, მაგრამ ამისთვის მათ დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდათ. პოლონური შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ გია გეგუჩაძემ გუნდის სათანადოდ განწყობა ვერ შეძლო. სანამ წაგების სხვა მიზეზებს
ერთი გამარჯვება ჰაერში აგვაფრენს ხოლმე, პირველივე იმედგაცრუება კი კალაპოტიდან სრულიად გვაგდებს. ეს ჩვენს ნაკრებსა თუ გუნდებს აქამდეც ხშირად მოსვლიათ, ევროტურნირებიდან ნაადრევი გამოვარდნაც არ გვიკვირს, მაგრამ ბათუმელთა ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეული იყო. შეიძლება იმიტომაც, თამასა ყველამ ავწიეთ - ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა... არა! ჩვენი საკლუბო ფეხბურთი საერთაშორისო დონეზე ისევ კატასტროფულად გამოიყურება.
უფრო ღრმა მიზეზები
პოზიტიური ელემენტების აღნიშვნა და გამხნევება ბათუმელებისთვის არასდროს დაგვიმადლებია, პირიქით, ბევრი მშვენიერი ეპითეტიც მიგვიძღვნია. თუმცა ყოველთვის მივუთითებდით იმ კომპონენტებზე, რომლებიც გამოსასწორებელი იყო და ეს სწორედ იმიტომ, გულშემატკივრებს რაღაც ზედმეტად ფერადად რომ არ დავუხატოთ და ასეთი ჩავარდნის მერე არ მოგვიბრუნდნენ, ყველაფერი კარგად თუ იყო, რაღა მოხდაო.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ტრანსფერი განხორციელდა, საბოლოოდ მაინც ვერ მივიღეთ ის კონტინგენტი, რომელიც ევროტურნირების ჯგუფში მოსახვედრად თამამად იბრძოლებდა. ამაში მხოლოდ ერთ კლუბს ვერ დავადანაშაულებთ, ჩვენ ისევ ფეხბურთელების მიმწოდებლად ვრჩებით, სტაბილურად გუნდების შენარჩუნება არ ხდება. გარდა ამისა, ძლიერი ლეგიონერებისა თუ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება შეუძლებელი თუნდაც იმ დროით ხდება, შემოდგომამდე რომ მიგვიყვანოს. ვარსკვლავებს არ ვითხოვთ, სომეხი ბარსეგიანის დონის მოთამაშეებზეა საუბარი...
დაცვის ხაზში კონკურენციის არარსებობაზე იმდენჯერ მივუთითეთ, გამეორებაც კი უხერხულია. ბათუმელებს საქართველოს ნაკრების თითქმის ყვლა ცენტრალური მცველი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ მოხდა.
ნებისმიერ რგოლში უფრო დიდი კონკურენციაა საჭირო, რათა წარმატებას მიაღწიო. ბათუმელებს ქართული კლუბებიდან ეს ყველაზე ნაკლებად აწუხებდათ, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან კარგად გამოჩნდა, უფრო დიდ ფიგურებს რა ფასი აქვს. სხვა ტიპის სირთულეებიცაა. მაგალითად, ფლამარიონი ახლა ცუდ ფორმაშია და გუნდი მისი ლიდერობის გარეშე თამაშს შეჩვეული არაა. სამწუხაროდ, ჯოვინოს რეგრესი ევროტურნირების დაწყებას დაემთხვა. მას უკვე ქართული პასპორტი აქვს, მაგრამ ამ ფორმით ვილი სანიოლს ყურადღებას რამდენად დაიმსახურებს, რთული სათქმელია...
გეგუჩაძის შეცდომები
მატჩის შემდეგ გეგუჩაძე პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. მისთვის და ბათუმელი გულშემატკივრებისთვის (რომლებიც განმეორებით მატჩს მაინც იმედიანად ელიან) ეს ძალიან მტკივნეულად აღსაქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდში გარკვეული ეტაპი სრულდება და სიახლეებია საჭირო. სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ წავა და ესეც საკმაოდ დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.
როგორ ვაგრძელებთ?
სანაკრებო წარმატებები, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი - ახლა ბევრი სასიამოვნო ხდება და გულშემატკივრები მასზე გადართვას თავისუფლად შეძლებენ, თუმცა ის, რომ იმ ქვეყნის კლუბები აღწევენ ჩვენზე მეტ წარმატებას, რომელთა ნაკრებებსაც ბევრად აღვემატებით და უფრო ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყავს, ტკივილს იწვევს. ლიეტუვის საუკეთესო კლუბმა შევედეთის ჩემპიონი დაამარცხა, სომხურმა "პიუნიკმა" რუმინული "კლუჟი" კონფერენს ლიგაზე გაისტუმრა - ეს უახლესი ამბებია. ამის გაგრძელება უფრო შორსაც შეიძლება, ჩვენ კი მუდმივი ოპტიმიზმის "ტყვეობაში" ვართ.
კოშმარი პოზნანში - ბათუმის "დინამო" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]
მთავარი არის , რომ ბათუმელებმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნონ რამოდენიმე წელი , რაც მოიტანს შეთამაშებას და სტაბილურობას, რომლის შემდეგაც ნანატრი გამარჯვებებიც მოვა.
ერთწლიანი პროექტები არ ამართლებს, სულ რომ მესი და რონალდუ მოიყვანო იმ ერთ წელში, ყველაფერს მაინც დრო სჭირდება და ადაპტირება.
ამიტომ ყველაზე მთავარია , ბათუმელებმა სტაბილურად ერთი და იგივე ბირთვი შეინარჩუნონ და ყურები არ ჩამოყარონ.
ფედერაცია რა შუაშიაო, სპორტის სამინისტრო? აგერ ფეხბურთის განვითარების ფონდი ყოფილა 2016 წლიდან იქნებ ამათი მოსაგვარებელია?!
ერთი პატარა ხელშესახები წარმატება ხო უნდა გვქონდეს?! დავდივარ სულ ნაკრების თამაშებზე, ევრო ტურნირებზე, ძაან იშვიათად ელიგაზეც(არაა ადვილი ისე მაგათი ყურება), მე მეტი არ მეხება და ვისაც მეტი მოეთხოვება ეგენი ვინ არიან???
რაგბი სულ მსოფლიო ჩემპიონატზე, კალათბურთი ევროპაზე, ამ ფეხბურთს რა ვერ დაადგა საშველი. შემძულდა 13 მაისის ხსენება უკვე.
ვეტერანებს ჩემი Dიდი პატივისცემა ეგენი არაფერ შუაში არიან.
ჩვენი პრობლემა ჩემი აზრით სტაბილურობაა და არა მხოლოდ ფეხბურთში სამწუხაროდ.
გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს !!!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!!!!!!!
ყველაფერი კარგად იქნება!