ბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

AutoSharing Option
"საბურთალოს" გააზრებული თამაშით, შეტევების ორგანიზებითა და გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, თუმცა იმ კოშმარს ვერავინ და ვერაფერი გადაფარავს, რაც პოზნანში ვიხილეთ - საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" იმაზე უარესად ითამაშა, ვიდრე ცოტა ხნის წინ მისმა მეტოქე "ლეხმა" აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან"; საპასუხო მატჩს ინტრიგა დაუკარგა და ისევ მწარედ ჩაგვაფიქრა...

დემორალიზება...

გასაგები იყო, რომ "სლოვანთან" იმ კოშმარული მარცხის დავიწყება ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან გაუჭირდებოდათ, მაგრამ ამისთვის მათ დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდათ. პოლონური შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ გია გეგუჩაძემ გუნდის სათანადოდ განწყობა ვერ შეძლო. სანამ წაგების სხვა მიზეზებს
ჩავწვდებოდეთ, ეს უპირველესად უნდა ითქვას.

ერთი გამარჯვება ჰაერში აგვაფრენს ხოლმე, პირველივე იმედგაცრუება კი კალაპოტიდან სრულიად გვაგდებს. ეს ჩვენს ნაკრებსა თუ გუნდებს აქამდეც ხშირად მოსვლიათ, ევროტურნირებიდან ნაადრევი გამოვარდნაც არ გვიკვირს, მაგრამ ბათუმელთა ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეული იყო. შეიძლება იმიტომაც, თამასა ყველამ ავწიეთ - ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა... არა! ჩვენი საკლუბო ფეხბურთი საერთაშორისო დონეზე ისევ კატასტროფულად გამოიყურება.

უფრო ღრმა მიზეზები

პოზიტიური ელემენტების აღნიშვნა და გამხნევება ბათუმელებისთვის არასდროს დაგვიმადლებია, პირიქით, ბევრი მშვენიერი ეპითეტიც მიგვიძღვნია. თუმცა ყოველთვის მივუთითებდით იმ კომპონენტებზე, რომლებიც გამოსასწორებელი იყო და ეს სწორედ იმიტომ, გულშემატკივრებს რაღაც ზედმეტად ფერადად რომ არ დავუხატოთ და ასეთი ჩავარდნის მერე არ მოგვიბრუნდნენ, ყველაფერი კარგად თუ იყო, რაღა მოხდაო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ტრანსფერი განხორციელდა, საბოლოოდ მაინც ვერ მივიღეთ ის კონტინგენტი, რომელიც ევროტურნირების ჯგუფში მოსახვედრად თამამად იბრძოლებდა. ამაში მხოლოდ ერთ კლუბს ვერ დავადანაშაულებთ, ჩვენ ისევ ფეხბურთელების მიმწოდებლად ვრჩებით, სტაბილურად გუნდების შენარჩუნება არ ხდება. გარდა ამისა, ძლიერი ლეგიონერებისა თუ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება შეუძლებელი თუნდაც იმ დროით ხდება, შემოდგომამდე რომ მიგვიყვანოს. ვარსკვლავებს არ ვითხოვთ, სომეხი ბარსეგიანის დონის მოთამაშეებზეა საუბარი...

დაცვის ხაზში კონკურენციის არარსებობაზე იმდენჯერ მივუთითეთ, გამეორებაც კი უხერხულია. ბათუმელებს საქართველოს ნაკრების თითქმის ყვლა ცენტრალური მცველი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ მოხდა.

ნებისმიერ რგოლში უფრო დიდი კონკურენციაა საჭირო, რათა წარმატებას მიაღწიო. ბათუმელებს ქართული კლუბებიდან ეს ყველაზე ნაკლებად აწუხებდათ, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან კარგად გამოჩნდა, უფრო დიდ ფიგურებს რა ფასი აქვს. სხვა ტიპის სირთულეებიცაა. მაგალითად, ფლამარიონი ახლა ცუდ ფორმაშია და გუნდი მისი ლიდერობის გარეშე თამაშს შეჩვეული არაა. სამწუხაროდ, ჯოვინოს რეგრესი ევროტურნირების დაწყებას დაემთხვა. მას უკვე ქართული პასპორტი აქვს, მაგრამ ამ ფორმით ვილი სანიოლს ყურადღებას რამდენად დაიმსახურებს, რთული სათქმელია...

გეგუჩაძის შეცდომები

მთავარი პრობლემა, შოკიდან ვერგამოსვლა, უკვე ვახსენეთ. გარდა ამისა, ბათუმის "დინამოს" თავკაცის მიერ შერჩეული შემადგენლობა და თამაშის სტილი მეტოქეთათვის თითქოს იოლად გასაშიფრი გახდა. ამას ისევ საკადრო რესურსამდე მივყავართ. გუნდურობისა და მრავალფეროვნების მაგალითები ჩვენი ჩემპიონიდან ნამდვილად ვერ ვნახეთ...

მატჩის შემდეგ გეგუჩაძე პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. მისთვის და ბათუმელი გულშემატკივრებისთვის (რომლებიც განმეორებით მატჩს მაინც იმედიანად ელიან) ეს ძალიან მტკივნეულად აღსაქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდში გარკვეული ეტაპი სრულდება და სიახლეებია საჭირო. სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ წავა და ესეც საკმაოდ დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.

Sportall.Ge

როგორ ვაგრძელებთ?

კარგია, როცა "საბურთალომ" სიხარულის საშუალება და უფლება მოგვცა, მაგრამ საკლუბო ფეხბურთში სულ შემთხვევითობის იმედად ვერ ვიქნებით. ახლა ეროვნულ ლიგას ისევ ყველა "გადაუვლის", არადა, მის მიმართ ინტერესი გაზრდილი იყო, ბევრი კარგი მატჩი და გოლი ვნახეთ, თუმცა არ იცვლება მთავარი - საერთაშორისო დონეზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ.

სანაკრებო წარმატებები, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი - ახლა ბევრი სასიამოვნო ხდება და გულშემატკივრები მასზე გადართვას თავისუფლად შეძლებენ, თუმცა ის, რომ იმ ქვეყნის კლუბები აღწევენ ჩვენზე მეტ წარმატებას, რომელთა ნაკრებებსაც ბევრად აღვემატებით და უფრო ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყავს, ტკივილს იწვევს. ლიეტუვის საუკეთესო კლუბმა შევედეთის ჩემპიონი დაამარცხა, სომხურმა "პიუნიკმა" რუმინული "კლუჟი" კონფერენს ლიგაზე გაისტუმრა - ეს უახლესი ამბებია. ამის გაგრძელება უფრო შორსაც შეიძლება, ჩვენ კი მუდმივი ოპტიმიზმის "ტყვეობაში" ვართ.

altკოშმარი პოზნანში - ბათუმის "დინამო" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

altგეგუჩაძე: ბოდიში - ჩვენმა გუნდმა ვერაფერი ვერ აჩვენა

მკითხველის კომენტარები / 41 /
აგერ ლევანდოვსკი მიიყვანეს ბარსელონაში.უკვე ორი თამაში ჩაატარა და გოლი ვერ გააქვს,ჩვენთან კი,კვირას,საშუალოზე უფრო დაბალი დონის ფეხბურთელს მოიყვანენ და სამშაბათს,მისი დახმარებით,ევროლიგის მატჩში გამარჯვების იმედი აქვთ.
სოსო
27 ივლისი 2022 21:32
0
მოულოდნელი არაფერი მომხდარა, უფრო პირიქით იქნებოდა, რაა...საბურთალოს გასვლის იმედი გაქვთ? საიდან? მომატების პოტენციალი ჩვენს გუნდს აშკარად არ უჩანს. ასეთ შემთხვევაში აქ მინიმუმ 3 ბურთით უნდა მოგვეგო იმიტომ რომ მეტოქე ეტყობოდა მხოლიდ სავარჯუშოთ იყო გამოსული, მათ კი მომატების რესურსი აშკარად ეტყობოდა, მეორე საკითხია ბუქარესტში ამას როგორ მოისურვებენ....
გუსანი
23 ივლისი 2022 14:40
0
წაგება და თუნდაც დიდი ანგარიშით, პრობლემა არ არის.

მთავარი არის , რომ ბათუმელებმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნონ რამოდენიმე წელი , რაც მოიტანს შეთამაშებას და სტაბილურობას, რომლის შემდეგაც ნანატრი გამარჯვებებიც მოვა.

ერთწლიანი პროექტები არ ამართლებს, სულ რომ მესი და რონალდუ მოიყვანო იმ ერთ წელში, ყველაფერს მაინც დრო სჭირდება და ადაპტირება.

ამიტომ ყველაზე მთავარია , ბათუმელებმა სტაბილურად ერთი და იგივე ბირთვი შეინარჩუნონ და ყურები არ ჩამოყარონ.
ფეხბურთი
23 ივლისი 2022 00:16
7
აუცილებლად ყველა გუნდს უნდა ყავდეს ფსიქოლოგი(რა თქმა უნდა ნაკრებსაც)ოღონდ ნაცნობი კი არ უნდა მოიყვანოთ,ან ისეთი,ლეგიონერები რომ ჩამოგყავთ,დაასაქმოთ და მუქთი ფული რომ აიღოს,არამედ ნამდვილი თავის საქმის მცოდნე,პროფესიონალი.
კახა ქ.
22 ივლისი 2022 21:40
0
ფედერაციას ვერაფერს ვერ გააუმჯობესებსო მაგის კომპეტენცია არ აქვსო, კი ბატონო, აგერ დაფინანსებაზე უარი თქვეს, კი ბატონო. მაგრამ ეს ფეხბურთის განვითარების ფონდში ყოველ წელს 37 მლნ. ლარს რომ ვიხდით რამე გაკეთდა? რას ხმარდება და რა კეთდება რაც ჩვენ ფეხბურთს გააძლიერებს. ანუ ზოგმა გამოცდილი მცველი გვინდაო, ზოგმა მეკარეო, არა მწვრთნელიო(ნუ ბათუმზე რომ ამბობენ), ეს პრობლემა ყველაფერი მოგვარებადია, მოუგვარებელი ზოგადად ეროვნული ლიგააა, მისი დაბალი დონე და მართლა არ ვიცი ვინ უნდა მოაგვაროს ეს, რა უბედურებაა მართლა. თქვან რამდენი წელია საჭირო სიტუაციის გამოსწორებამდე რა!!! ან რამე გეგმა, თუ ვინმემ იცით იქნებ დამაკვალიანოთ სად გავიგო, სად წავიკითხო?!
ფედერაცია რა შუაშიაო, სპორტის სამინისტრო? აგერ ფეხბურთის განვითარების ფონდი ყოფილა 2016 წლიდან იქნებ ამათი მოსაგვარებელია?!
ერთი პატარა ხელშესახები წარმატება ხო უნდა გვქონდეს?! დავდივარ სულ ნაკრების თამაშებზე, ევრო ტურნირებზე, ძაან იშვიათად ელიგაზეც(არაა ადვილი ისე მაგათი ყურება), მე მეტი არ მეხება და ვისაც მეტი მოეთხოვება ეგენი ვინ არიან???
რაგბი სულ მსოფლიო ჩემპიონატზე, კალათბურთი ევროპაზე, ამ ფეხბურთს რა ვერ დაადგა საშველი. შემძულდა 13 მაისის ხსენება უკვე.
ვეტერანებს ჩემი Dიდი პატივისცემა ეგენი არაფერ შუაში არიან.
ზურა
22 ივლისი 2022 21:37
0
როდესაც კარგად თამაშობენ აუცილებლად უნდა შევაქოთ მაგრამ პროფესინალებმა შეცდომებზეც უნდა მიუთითონ, მოგების დროს ნაკლებად მწარე იქნება და მომავალ თამაშებში რეალურად წაადგებათ.
ჩვენი პრობლემა ჩემი აზრით სტაბილურობაა და არა მხოლოდ ფეხბურთში სამწუხაროდ.
გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს !!!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!!!!!!!
ყველაფერი კარგად იქნება!
Daviti
22 ივლისი 2022 20:09
0
დაფინანსება გაზარდეთ ყველა გუნდში და ნუგაყიდიან გადაუხადონ ნორმალური ხელფასი ბობოლები რომჭამენ და ტრანსფერებით ჯიბეს რომისქელებენ რაცშეხება გეგუჩაძეს დაცვა გაძლიერეო დიდიხანია ეუბნება გულშემატკივაეი მაგრამ რასაძლიერებს კაციშვილმა არიციც
რუსლან
22 ივლისი 2022 20:01
1
მინიმუმ 2 კარგი კონკურენტი გუნდი თუ იქნა ქვეყანაშ, 3-4 წელიწადში პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყანას გადავასწრებთ და ლიგაზეც ვიტამაშებთ. ამისთვის საწიროა: 1 ბათუმმა გააგრძელოს განვიტარება და გაძლიერდეს მაღალი კლასის ლათინოამერიკელებით 2 დინამო იყიდოს კალაძემ და დაისყოს " სოც-შეჯიბრება. იგივე გაკეთდეს. კონკურენციაში გაჩნდება შედეგიც, ორონდ ძლიერების კონკურენციაში. პ.ს. გუნდებმა ბირთვის შენარჩუნება უბდა უზრუნველყონ და კარგი იქნება თუ კლუბები აქციევს გაყიდიან და აქციონერ- გულშემატკივარს შეეძლება მიიღოს მის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა
რეზო
22 ივლისი 2022 19:08
2
ბატუმი არ იმსახურებდაო იმსახურებდა კი არა ვაბსე სადა ბანაობდა ევროპა დზაან სორსარი ბრატ ერტი კაი მაგარი კაცი კი გეუბნებოდატ ეგრე არარიო მაგრამ არ დაუჯერეტ მაგას ვენაცვალე ქეც ქეც ..................
kaka
22 ივლისი 2022 18:11
0
შეიძლება ცოტა აცდენილია თემას, მაგეამ წარმოიდგინეთ რომ მალე საერთოდ აღარ ეყოლება პარტნიორი, ვის უნდა ეთამქშოს? რა გინდ შლიერი ლეგიონერი ჩამოვიყვანოთ, უთამაშებელი არ ივარგებს, 1 წრე დასრულდა და ე-ლიგის 10 გუნდიდან, კრიტიკულ ზღვარზეა, უხ3ლფასოდ და სრი გაკოტრების პირასაა "თელავი", "გაგრა", "სიონი","ლოკომოტივი",
რეზო
22 ივლისი 2022 17:23
3

სიახლეები პოპულარული