"პოზნანში არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრება

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ბათუმის "დინამოს" მარცხის (პოლონურ "ლეხთან" 0:5) შემდეგ "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

"ბათუმის" წაგებით გაიხარეს ვაიგულშემატკივრებმა, ჩასაფრებული რომ ელოდებოდნენ, როდის წაფორხილდებოდა გუნდი, რომ მერე დაცინვით ეთქვათ, ხომ გეუბნებოდით, ტყუილად იშლით ნერვებს, ქართული გუნდის გულშემატკივრობა არ ღირსო. ნუ, მათთან ჩვენ რას მოვალთ, ისინი ხომ "ბარსელონას“, "რეალის“ და "იუვენტუსის“ გულშემატკივრები არიან. ბევრი მათგანი ხვიჩას იტალიაში გადასვლასაც სკეპტიკურად უყურებდა და ახლა დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ, ვერ გაამართლოს, რომ ისევ ნიშნისმოგებით თქვან, ხომ ვამბობდითო.

ასეთ ხალხს რაზე უნდა ელაპარაკო?
ნამდვილ ქომაგებს კი ვეტყვი, რომ გუშინ პოზნანში არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა. ვიღაცებს გაგიკვირდებათ, როგორ არ მომხდარა, გუნდმა 5:0 წააგო? მინდა გითხრათ, რომ ანგარიში ბევრს არაფერს ნიშნავს, უფრო სწორად, ეს არ ნიშნავს, რომ "ბათუმსა" და "ლეხს“ შორის ასეთი სხვაობაა. "ლეხმაც“ წააგო ერთი კვირის წინ 5:1 აზერბაიჯანულ გუნდთან, მაგრამ ვინმეს გჯერათ, რომ მათსა და "ყარაბახს“ შორის ასეთი სხვაობაა? ის კი არა, ხვალ თავიდან რომ ითამაშონ, "ლეხი“ მოუგებს ალბათ.

მაშ, რა მოხდა პოზნანში? მოხდა იგივე, რაც ალბათ "ლეხს“ დაემართა აზერბაიჯანში. გუნდმა სტუმრად მეორე ნომრად, ანუ დაცვითი ტაქტიკით თამაში იუკადრისა. ეს ყოველთვის "ჯიგრული" გადაწყვეტილებაა, მაგრამ ყოველთვის სარისკო. რისკი კი იმას ნიშნავს, რომ თუ არ გაამართლა, შეიძლება თავი წააგო. სწორედ ამიტომ ირჩევს ხოლმე ბევრი მწვრთნელი სტუმრად თამაშისას დაცვაში ჩაჯდომას, როცა საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებული არაა. ეს ყოველთვის "უჯიგრო" ფეხბურთს ნიშნავს, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი შანსი გაქვს, მეორე თამაშს აზრი შეუნარჩუნო. დაცვით ტაქტიკას ვერც მე ვიტან და საერთოდ ასეთი ფეხბურთი ბოროტება მგონია, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი ბოროტებაა. განსაკუთრებით, ორრაუნდიან დაპირისპირებაში (სხვა შემთხვევებში აზრს ვერ ვხედავ).

"ბათუმმა“ კი, რადგან ამ გუნდის ხელწერად შემტევი ფეხბურთი ჩამოყალიბდა, იმიჯს არ უღალატა. თან შემტევმა შემადგენლობამ და ტაქტიკამ ერთხელ გაამართლა სლოვაკეთში, სადაც სტუმრად, "ლეხზე“ უკეთეს თუ არა, არანაკლებ გუნდთან კინაღამ თამაში მოვიგეთ, მაგრამ არ გაამართლა პოლონეთში, ისევე, როგორც ალბათ "ლეხის“ შემთხვევაში არ გაამართლა აზერბაიჯანში. შედეგად, ვერც შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ და ვეღარც დაცვითი.

არა უშავს. ეს თამაში ყველასთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. ცოტა მიწაზე დაეშვებიან ფეხბურთელებიან-მწვრთნლებიანად, გუნდის პრეზიდენტიან-ქომაგიანად. ამას ჰქვია გამოცდილება. წარმომიდგენია, თუნდაც პირველი გაშვებული გოლის მერე "ბათუმი“ რომ დაცვაში ჩამჯდარიყო და ანგარიშის შენარჩუნებაზე დაეწყო ჩალიჩი, ქომაგები რა დღეს დააყრიდნენ, გუნდი აგებს და დაცვაში დგებაო. არადა, 1:0 წაგება უზარმაზარ შანსს დაგვიტოვებდა მეორე თამაშში. 2:0-იც კი გვაწყობდა. 

მოკლედ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს... თუ იქიდან გაკვეთილს ისწავლი.

P.S. შეამჩნევდით, ალბათ, რომ გუნდს „ბათუმს“ ვეძახი და არა „დინამოს“. იმედი მაქვს, ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდს, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ, ამ უაზრო სახელს გადაარქმევენ და ისევ ბათუმის "ბათუმი“ ერქმევა. წარმატებები კი მოვა, თუ ყურებს არ ჩამოვყრით და წინსვლაზე ვიმუშავებთ. მთავარია, საქმისადმი სწორი მიდგომა, რაც "ბათუმს" სხვა კლუბებისგან გამოარჩევს.'

შეგახსენებთ, განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში, ბათუმში გაიმართება.

altბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

მკითხველის კომენტარები / 38 /
Tu fexburti ici da tan kargad egeti kvela guns mosvlia amis gamo aravin unda vlangot xalxno araushavs bichebo xdeba eseti xolme
Gocha
19:53 23-07-2022
0
გადაუხადეს ალბათ მეწრთამე მეტრეველს ეს რომ დაეწერა…
6

სიახლეები პოპულარული