მატჩების მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ფეხბურთელს აქ არავინ ელის - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრების განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის პირატები" განცხადებას ავრცელებს:

"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ, რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს, პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის.
ასევე, გუშინდელ "მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განხადებას."

Sportall.Ge

"ფეისბუქგვერდ" "90 წუთის" ინფორმაციით, გორის "დილას" ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური საქართველოს ჩემპიონთა რიგებში იასპარეზებს. ბათუმელი გულშემატკივრების განცხადება სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამომ" პოლონურ "ლეხთან" დიდი ანგარიშით
(0:5) წააგო და განმეორებით შეხვედრას აზრი დაუკარგა.

alt"პოზნანში არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრება

altბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

მკითხველის კომენტარები / 29 /
დაუშვებელია მსგავსი მაქინატორი ფეხბურთელის მოყვანა..
ajara
22 ივლისი 2022 17:55
2
შეაშინეს და აიძულეს რომ ესე მოქცეულიყო თუ რა იყო არავინ არ იცის ეს ამბავი, სასამართლოზე ბევრი რამის თქმა შეძლება რომ თავი გაიმართლო. ფაქტია რომ გარიგებულ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ამით უდიდესი შეცდომა დაუშვა. გულშემატკივარის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია გაითვალისწინებს ბათუმი ან კიდევ აუხსნის და დაარწმუნებს გულშემატკივარს სხვა გზა არ არის. გორის დილამ მიიღო და ეს მათი არჩევანია და ახალგაზრდა კაცს მისცა შანსი რომ ფეხბურთი ითამაშოს და ამისთვის მადლობა გორის დილას. ისე ნიჭიერი ბიჭია და კარგ ფეხბუთს თამაშობს, ბათუმის დინამოს კი გააძლიერებდა ყველა ვარიანტში.
zaza
22 ივლისი 2022 17:36
4
ეს არის გამყიდველი ჯერ თამაში გაყიდე ცოტა ძვირად სხვა რამესაც გაყიდის ამიტომ ბათუმში არ უნდა მოიყვანონ ესეთი უპრინციპო ფულის მონები
22 ივლისი 2022 17:12
10
ისე იქცევით, თითქოს ბათუმში ჯერ არაფერი და არავის არ გაუყიდია
ჟორა
22 ივლისი 2022 18:36
10
ეს ის ბიჭი არ არის აზაროვი რომ ათრია და ბურთზე ფეხი არ მოაკიდებინა.და ხომ გამართლდა და თუ ასე არ არის გორის დილაში რატომ თამაშობდა? ეჰ,ბიჭო ამდენი განერვიულეს,ამხელა დარტყმა მოგაყენეს და რა გინდოდა საქართველოში? ამ სიბოროტეში. წასულიყავი სადმე ამ ქვეყნის გარეთ. გენახა სიმშვიდე.საშინელი ხალხი ვართ ქართველები,ამიტომაც ვართ ასე ლუზერები, გაბოროტებულები, ჩამორჩენილები. ისე ამ ბიჭმა ამათ უნდა უჩივლოს წესით. მე ასე მოვიქცეოდი.არაფერი კი არ გამოუვა ამ ქვეყანაში,მაგრამ ამის დამწერს ვუჩივლებდი.
უპატრონო ქვეყნის შვილი
22 ივლისი 2022 16:36
17
თუ გამართლდა კი ბატონო უნდა იჩივლოს, მარა მე როგორც მახსოვს მოიხადა დისკვალიფიკაციის ვადა და მერე დაიწყო თამაში, თუმცა თავს ვერ დავდებ.
რრრ
22 ივლისი 2022 17:45
2
რატომ უნდა უჩივლოს? რომც უჩივლოს არანაირი აზრი არ აქვს, გულშემატკივარი მთავარი მამოძრავებელი ძალა, თან ბათუმში! ყველას აქვს გამოთვქას თავისი აზრიო თუ მართლა არ მიიღო გარიგებულ თამაშში მონაწილეობა და ტყუილია მაშინ კი ბატონო ცილისწამებაა!
zaza
22 ივლისი 2022 17:39
1
ძალიან მაინტერესებს, რატომ გაუშვეს გუნდიდან, თან ევროთასების წინ გაფრინდაშვილი და ლობჟანიძე?
Tamaz
22 ივლისი 2022 16:20
2
დავითაშვილი თუ წავიდა კარგი შევსება იქნებოდა და ბოლო მატჩების შემყურე ბათუმს კარგი შევსება არ აწყენს
Nika
22 ივლისი 2022 15:35
14
ამიტომ ყიდულობენ მერე ღუდუშაურს რომ უკეესს ფორმაშია, თორემ დანარჩენის რომ ვუყურეთ ამ ევროთასებზე ერთადერთი გოლი დავითაშვილმა გაიტანა და საკმაოდ ლამაზი გოლი
Nika
22 ივლისი 2022 19:26
0
დავითაშვილი ვის რად უნდა,რას გავდა თამაშზე,ბათუმშიც ზედმეტია,ჯობია ჭამაშ მოუკლოს..
Nika-s
22 ივლისი 2022 16:03
29
ბათუმის გულშემატკივარი 379 ცალი პირატი არაა მარტო(სხვათაშორის მეკობრეა ქართულად პირატი)ასე რომ თუ რამე არ მოგწონთ თქვენი პრობლემაა
გიუშა
22 ივლისი 2022 15:26
16
აჩიამ თუ გადაწყვიტა სულ თქვენ შეგეკითხებათ ხომ იცით?!)ღუდუშაური იმ საქმეში არაფერ შუაში არ იყო,ცოტა ტვინი გაანძრიეთ სანამ რამეს დაწერდეთ
გიუᲨა
22 ივლისი 2022 15:24
22
ბრავო რესპეკტი საოცარი ხალხი ნამდვილი ევროპელები გულშემატკივრები ხართ ცივილური სამყაროს ნაწილი ნამდვილად გეკუთნით უძლიერესი გუნდიი
beqa
22 ივლისი 2022 14:49
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული