დავითაშვილი და აზაროვი სერია "ა"-ში? - მამუკა ჯუღელი ხვიჩასა და სხვა ამბებზე

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი სტუმრობდა და "კვარას" ტრანსფერის გარდა, სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის, ქართველი ფეხბურთელების მიმართ იტალიური კლუბების ინტერესზე:

"პირველი შეკრება ხვიჩამ საშუალოზე მაღალ დონეზე ჩაატარა. აქებენ, ვარჯიშებზე მაქსიმალურად იხარჯება. კვარაცხელია ისეთი ადამიანი და ფეხბურთელია, ის ყველაფერს შეძლებს.

ვინ რას ამბობს, ეს ერთია, რეალობა კი ისაა, რომ ხვიჩას "ნაპოლიში" 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ის შესწავლილი ჰყავდა "იუვენტუსსაც". გადაწყვეტილი იყო, კვარაცხელია ზაფხულში იტალიაში წავიდოდა და რუსეთ-უკრაინის ომი არაფერ შუაშია. კვარაცხელიას მიმართ სხვა ინტერესებიც იყო,
მაგრამ ჩვენ სწორება იტალიაზე გვქონდა. დაველოდოთ, მეორე შეკრებაზე რა მოხდება...

ამ წუთას ყველა საქმე გადადებული მაქვს, დავითაშვილისა და აზაროვის ტრანსფერებზე ვმუშაობ. ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ. მეც მინდა, მათ "არსენალსა" და "რეალში" ითამაშონ, თუმცა ეს ჩვენი ჩემპიონატიდან მარტივი არაა. ინტერესი სერია "ა"-ს გუნდებიდან არსებობს...

კობიაშვილმა ქართულ კლუბებთან დაკავშირებით ის თქვა, რასაც ხედავს. მან ფეხბურთი ძალიან მაღალ დონეზე იცის. მას ეს ბოროტი განზრახვით არ უთქვამს, აღნიშნა, რომ არ ვართ მზად, ევროტურნირებზე ხალხი გავაგიჟოთ. ამას მეც ვეთანხმები... ბათუმის "დინამომ" თუ ასე გააგრძელა, ჯგუფში მომავალში აუცილებლად შევლენ...

ფოთის "კოლხეთში" ყველაფერი რიგზეა. ცუდია, რომ ისინი ახლა ეროვნული ლიგა 3-ში არიან, თუმცა პროგრესი აუცილებლად იქნება. მე ფოთთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, აქ გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი."

alt"ხვიჩა სალაჰს გავს, "ნაპოლის" თამაშები მაინტერესებს..." - "რეალის" ექს მწვრთნელს "კვარა" მოჰამედს აგონებს

მკითხველის კომენტარები / 19 /
აფერისტი. უფრო ის თქვით კვარას გაყიდვიდან რამდენი დარჩა ბათუმს ?! მსოფლიოში ყველა კლუბში რუსეთის გარდა, გამჭირვალეა ფინანსები ჩვენთან გრიფიდ საიდუმლო ადევს რატომ?
beqa
18:43 25-07-2022
0
ეეჰ წელს იყო შანსი რომ 1 ეტაპი გაევლო ბათუმს და კონფერენსზე მაინც გავიდოდა დიდი ალბათობით.თავისთავად მეორე წელს არც დავითაშვილი იქნება არც აზაროვო და კიდევ რამდენიმე სხვაც და უფრო დასისტებული ბათუმის დინამო შეგვრჩება:(
qomahi
10:42 25-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული