დავითაშვილი და აზაროვი სერია "ა"-ში? - მამუკა ჯუღელი ხვიჩასა და სხვა ამბებზე

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი სტუმრობდა და "კვარას" ტრანსფერის გარდა, სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის, ქართველი ფეხბურთელების მიმართ იტალიური კლუბების ინტერესზე:

"პირველი შეკრება ხვიჩამ საშუალოზე მაღალ დონეზე ჩაატარა. აქებენ, ვარჯიშებზე მაქსიმალურად იხარჯება. კვარაცხელია ისეთი ადამიანი და ფეხბურთელია, ის ყველაფერს შეძლებს.

ვინ რას ამბობს, ეს ერთია, რეალობა კი ისაა, რომ ხვიჩას "ნაპოლიში" 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ის შესწავლილი ჰყავდა "იუვენტუსსაც". გადაწყვეტილი იყო, კვარაცხელია ზაფხულში იტალიაში წავიდოდა და რუსეთ-უკრაინის ომი არაფერ შუაშია. კვარაცხელიას მიმართ სხვა ინტერესებიც იყო,
მაგრამ ჩვენ სწორება იტალიაზე გვქონდა. დაველოდოთ, მეორე შეკრებაზე რა მოხდება...

ამ წუთას ყველა საქმე გადადებული მაქვს, დავითაშვილისა და აზაროვის ტრანსფერებზე ვმუშაობ. ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ. მეც მინდა, მათ "არსენალსა" და "რეალში" ითამაშონ, თუმცა ეს ჩვენი ჩემპიონატიდან მარტივი არაა. ინტერესი სერია "ა"-ს გუნდებიდან არსებობს...

კობიაშვილმა ქართულ კლუბებთან დაკავშირებით ის თქვა, რასაც ხედავს. მან ფეხბურთი ძალიან მაღალ დონეზე იცის. მას ეს ბოროტი განზრახვით არ უთქვამს, აღნიშნა, რომ არ ვართ მზად, ევროტურნირებზე ხალხი გავაგიჟოთ. ამას მეც ვეთანხმები... ბათუმის "დინამომ" თუ ასე გააგრძელა, ჯგუფში მომავალში აუცილებლად შევლენ...

ფოთის "კოლხეთში" ყველაფერი რიგზეა. ცუდია, რომ ისინი ახლა ეროვნული ლიგა 3-ში არიან, თუმცა პროგრესი აუცილებლად იქნება. მე ფოთთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, აქ გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი."

alt"ხვიჩა სალაჰს გავს, "ნაპოლის" თამაშები მაინტერესებს..." - "რეალის" ექს მწვრთნელს "კვარა" მოჰამედს აგონებს

მკითხველის კომენტარები / 19 /
ომი იმ შუაშია ჩემო მამუკა, რომ რომარა სანქციები რუბინი 18-20 მილიონის დამკლები არ იყო და მერე 10ზეც დათანხმა.
რრრ
14:11 24-07-2022
6
ომი გამო მოხდა, რომ ხვიჩამ ბათუმის დინამოში ითამაშა. ხვიჩას შეეძლო ზაფხულამდე დარჩენილიყო რუბინში, და მერე წასულიყო ნაპოლიში მაგრამ ზუსტად ომის გამო და მისი ხალხის ნერვიულობის გამო (რათქმაუნდა არ ვგულისხმობ აგრესიულ და მაგინებელ ბრბოს) დატოვა ის გუნდი და უკეთესი პირობები ვიდრე მას საქართველოს ჩემპიონატში ექნებოდა, ჩამოვდა და ტრავმის რისკების ფონზე აქ ითამაშა, ცუდ მინდვრის საფარზეც მოუწია ბევრჯერ. ბოლომდე იბრძოლა და დაიხარჯა, ნაპოლიც ყველა მის თამაშს აკვირდებოდა.
ჩვენი ჩემპიონატის დონზეც ასწია და ამისთვის გულშეატკივარს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
ომი რომ არა შეიძლება ზაფხულამდე რუბინში ყოფილიყო და მერე წასულიყო ნაპოლიში მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შარშანდელისნაირი სურათი გვექნებოდა ყოველ წელს, გვეტყოდნენ მერე, მაინც არავის უნდა და ტყუილად შექმენით მისგან პელეო :)
ნუთუ არ გახსოვთ შარშან რას აკეთებდნენ რუსები.
Skeleton
15:22 24-07-2022
1

სიახლეები პოპულარული