მოსამზადებელ პერიოდში გუშინ კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა მესამე ამხანაგური მატჩი გამართეს და თურქეთის სუპერლიგის ბინადარი "უმრაიესპორი" 3:0 გაანადგურეს. ქართული გუნდის მხრიდან გოლების ავტორები გიორგი კუხიანიძე, გიორგი არაბიძე და თორნიკე ახვლედიანი გახდნენ.
რაც შეეხება გასული ორი შეხვედრის შედეგებს, ქუთაისელებმა "გირესუნსპორთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს, ხოლო "ჩაიქურ რიზესფორთან" 2:3 დამარცხდნენ.