უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...

AutoSharing Option
ევროტურნირების წინ სულ მიდის მსჯელობა, რომელი ქართველი ფეხბურთელებითაა შესაძლებელი, ჩვენი კლუბები გაძლიერდნენ. ეს თემა აქტუალობას მალევე კარგავს, რადგან მხოლოდ საშინაო ასპარეზის ამარა ვრჩებით. წელს თბილისის "საბურთალო" იშვიათი გამონაკლისია და, იმედია, კონფერენს ლიგაზე მაქსიმალურად შორს ვიხილავთ.

ბოლოს ამ შინაარსის ყველაზე სერიოზული ტრანსფერი ჯიმი ტაბიძის თბილისის "დინამოში" ჩარიცხვა იყო. როგორც ჩანს, ის გუნდის დატოვებას ჯერ არ ეცდება. თუკი საუბრები იგივე გურამ კაშიაზე მიდიოდა, ყველაფერი ეს საუბრის დონეზე დარჩა, რადგან ამ ეტაპზე, ჩვენთვის სლოვაკური"სლოვანის" მსგავსი პირობებისა და პოტენციალის შესთავაზება შეუძლებელია.

მხოლოდ ეროვნულ ლიგაში
თამაში ხომ არაა, არიან ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს სჭირდება ან პერსპექტივაში, "ჯვაროსნებში" თამაშის ამბიცია აქვთ, თუმცა ამჟამად უკლუბოდ არიან. მამუკა ჯუღელისგან იმის მოსმენა, რომ დავითაშვილითა და აზაროვით იტალიური კლუბების არიან დაინტერესებული, გვაიმედებს, რომ მომავალში ჩვენი ფეხბურთელები ნორმალურ კლუბებში გადასვლას შედარებით მარტივად მოახერხებენ.

ამჟამად 2 მოთამაშეზე დავწერთ, რომელთაგანაც ერთი სანიოლის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მეორე კი კანკავას წასვლის შემდეგ ასე პრობლემურ შუა ხაზში თამაშობს.

ლაშა დვალი

დვალის თამაში ჯერ კიდევ ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებიდან გვახსოვს. ფეხბურთის მოყვარული კარგად შეამჩნევდა, რომ მას საკმაოდ დიდი მომავალი ჰქონდა - ფიზიკურად ძლიერი, ორთაბრძოლებში გამორჩეული და პოზიციის ზუსტად შემრჩევი ცენტრალური მცველი იყო. 27 წლის ფეხბურთელის კარიერა უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებს, თუმცა ის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრად დღემდე რჩება. ლაშამ ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა უნგრულ "ფერენცვაროშში" მას ბევრი შანსი მაინც ვერ მიიღო, რაშიც ხელი ტრავმამაც შეუშალა.

Sportall.Ge

ინგლისურმა "რედინგმა" ლაშას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა, ისევე, როგორც გერმანულმა "დუისბურგმა" - ლატვიური "სკონტო", შოთა არველაძის გაწვრთნილი თურქული "ქასიმფაშა", ყაზახეთის "ირტიში", პოლონური "სლასკი" და "პოგონი" - ეს ის კლუბებია, სადაც დვალს უთამაშია.

ვლადიმირ ვაისის მწვრთნელიბისას ლაშას მარცხენა მცველადაც იყენებდნენ, ვილი სანიოლი კი საკლუბო სირთულეების დროსაც ეყრდნობოდა. დვალს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, ნორმალური კლუბი იპოვოს და თუკი ეს პროცესი გაიწელა, უცნაური და სამწუხარო იქნება.

ლაშა პარუნაშვილი

საქართველოს ნაკრების თავკაცი საყრდენ ზონაში ახალი ფეხბურთელების ძიებაშია. პარუნაშვილი ალტერნატივად ყოველთვის განიხილებოდა, მათ შორის, ვაისის პერიოდში. ლაშამ გარკვეული შანსები მიიღო. მართალია, იდელაურად ვერ გამოიყენა, თუმცა ის არც ბევრი ჰქონია. ნახევარმცველი მოძრავია, ჩაშლაც ეხერხება და შეტევის წამოწყებაც, ლამაზი გოლებიც გაუტანია. არ გვაქვს უფლება, ნაკრების გააფართოებულ შემადგენლობაში არ მოვიაზროთ. ამისთვის, მინიმუმ, მას საკლუბო კარიერის დალაგება სჭირდება. 29 წლის ფეხბურთელმა დანიური "ესბიერგი", სადაც ლეგიონერებს შორის სარეკორდო, 153 შეხვედრა ჩაატარა, დატოვა. სულ იყო მოლოდინი, რომ ეს კლუბი მისი კარიერისთვის ტრამპლინი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა მთავარია, ნახევარმცველმა შესაბამისი გუნდი იპოვოს. დანიის რანგით მეორე ლიგა ნამდვილად არაა ის თამასა, სადაც პარუნაშვილის შესაძლებლობების ზღვარი გადის. ლაშა არც იმ ასაკშია, პერსპექტივაზე ფიქრის ამბიცია არ ჰქონდეს, თუნდაც დანიურ სუპერლიგაში.

ფეხბურთელების ბედი გვაღელვებს, ჩვენი მთავარი საზრუნავი მაინც საქართველოს ნაკრებს უკავშირდება. გვსურს, ვილი სანიოლს დიდი არჩევანი ჰქონდეს, კონკურენციისთვის კი კარგ ფორმაში მყოფი მაქსიმალურად ბევრი მოთამაშეა საჭირო.

altლაშა დვალი უკლუბოდ დარჩა - ქართველი მცველი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი აღარაა

altლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვინც უგუნდოდ არის ყველა საქართველოს ჩემპიონატში
გერმანია
27 ივლისი 2022 17:03
0
ხალხი არა ხართ? - ხარაიშვილზე დაწერეთ რამე, დაურეკეთ იმ კაცს. საცოდაობაა, ასეთი ნიჭიერი და მაგატი ფეხბურთელი როგორ უნდა დაკარგოთ ასე მარტივად? გახსოვთ ნაკრებში მიიღო ის ტრავმა და რა ითამაშა მაშინ? სად არის ეს კაცი?
კაპიტან გარდენბურგი
27 ივლისი 2022 11:42
0
ამდენ გუბდში აქვს დვალს ნათამაშები და არსად შანსი არ მიეცა? აღარც იმ ასაკისაა გამოცდილება არ ჰქონდეს, უკვე 27 წლისაა და ამ ასავში სადმე უნდა ყოფილიყო ძირითადში მაინც. მან თავის თავს უნდა კითხოს რას აკლებს რომ ვერსად ვერ მოიკიდა ფეხი. ასე პირში ფერობით რა კარგი გვყავს და გვიჩარიან არაფერი გამოვა. ნაკრებში არ მიმაჩნია ძკრითადის მოთამაშეთ. თუმცა ვაღიარებ რომ პოტენციალი აქვს. ალბათ შრომას აკლებს და ეს პოტენციალიც არაფერს ნიშნავს, ესაა სიმართლე. პარუნაშვილი კი აღარც მახსოვს ვინ არის ისე დაიკარგა თვალთახედვიდან. ეს ფეხნურთელები ამდენ ხანს თუ ვერ ქაჩავენ ევროპაში ვეღარც გაქაჩავენ უკვე და უნდა მიხვდნენ რომ დაბრუნდნენ აქ, იქნებ სადმე ძირითადში მოხვდენენ. ჯიმი ტაბიძის იმედი მაქვს რომ ისევ დაგვიბრუნდება ნაკრებში. ტრამვა რომ არა ჯიმი გააგრძელებდა განვითარებას.
G.LA
27 ივლისი 2022 10:50
1
გეთანხმები! კარგად თუ მოამზადებენ კლუბებიც უამრავი გამოჩდება მარა მომზადება არ იციან და ამ თემას არავინ ეხება და მერე გიკვირთ შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელი არ გვყავს ნაკრებშიო
1.2.3.4.5.
27 ივლისი 2022 11:23
0
დვალზე ვიტყოდი რომ მაინც არასწორ ადგილას თამაშობს. მისი მოცაცემების ფეხბურთელს მე წინ წავწევდი შუა ხაზში რადგანაც დაცვაც კარგად შეუძლია ბურთზე წიდაობაც და მოედანსაც კარგად ხედავს და პასებს აკეთებს., ბურთის დაწერა შეუძლია, თავით კარგად თამაშობს და დარტყმაც ძლიერი აქვს. შუა ხაზში საშუალება მიეცემოდა ამ ყელაფრის გამოყენების საშუალება რაც დაცვაში არ ეძლევა რომ თავი წარმოაჩინოს. Aმ დროს მის ნახევრა შესაძლებლობებს უძღუდავენ
simartle
27 ივლისი 2022 00:56
2
დვალს ვფიქრობ უსამართლოდ მოექცნენ არ იმსახურებდა ეს ბიჭი კლუბდან გაშვებას რაც შეეხება პარუნაშვილი პარუნაშვილი 6 წელი იყო დანიაში და რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე და ეთამაშა მაღალ დონეზე იქვე დანიაშივე წაიყვანდა რომელიმე იქაური გუნდი და არ იქნებოდა დღეს უგუნდოთ მე პირადად ნაკრების დონე ფეხბურთელად ვერ ჩავთლი მაგ ბიჭს რაც შეეხება დვალს ის ნამდვილად ნაკრების დონისა და ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილებაც აქვს.
ზურა
26 ივლისი 2022 23:28
1
აი ამ ფეხბურთელებით უნდა გაძლიერებულიყო ევროტურნირების წინ ქართული გუნდები.განსაკუთრებით ბათუმი და დინამო.ეხლაც შესაძლებელია,სამომავლოდ გამოდგომისთვის
გოგა
26 ივლისი 2022 23:24
0
ერთადერთი დავალზე მწყდება გული დანარჩენმა ერთიადგილი გააქანონ და ყველა იპოვის გუნდს.
რრრ
26 ივლისი 2022 21:48
0
კარგად თუ მოამზადებენ კლუბებიც უამრავი გამოჩდება მარა მომზადება არ იციან და ამ თემას არავინ ეხება და მერე გიკვირთ შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელი არ გვყავს ნაკრებშიო
1.2.3.4.5.
26 ივლისი 2022 21:03
1
მგონი სხვა უკლუბოდ არავინაა ისეთი, პაპუნაშვილი არ ითვლება. სწორად წერია, ორივეს კარიერა უკეთესი უნდა ყოფილიყო
პაატა 1981
26 ივლისი 2022 20:30
2
პარუნაშვილია აშკარად სხვაზე საუბრობთ თქვენ ეს ბიჭი დიდი ხანია დანიაში თამაშობს და დინამო თუ დაიბრუნებს იქნება იდეალური დინამოსთვის რადგან ძალიან გამოცდილია უკვე ტაბიძე პარუნაშვილი იქ 1 2 კაცი კიდე გამოცდილი ლეგიონერი ან ვინმე და მეტს კი არავინ ითხოვს და იყვნენ 2 – 3 წელი 17–18 კაცი ბირთვი არ ცვალონ და რაღაცა იქნება გამოვიდეს 5 მილიონინან ტრანსფერებს ვთხოვთ ვინმე?!
სგ
26 ივლისი 2022 23:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული