"სტიაუას" მწვრთნელი "საბურთალოსთან" მატჩზე: კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალის მატჩის წინ "საბურთალოს" მეტოქე ბუქარესტის "სტიაუას" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაე დიკამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა:

"გუნდის მოსამზადებლად ორი დღე მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ევროპულ ტურნირებზე უფრო შორს უნდა გავიდეთ.

ძალიან რთული თამაში გვაქვს კარგ გუნდთან, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.

ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, შეკრული გუნდი. ერთ მოთამაშეს შეუძლია 2-3 თამაშის მოგება, მაგრამ ჩემპიონატისა და ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად კი გუნდურობა და ერთიანობაა საჭირო.

ორ ვარჯიშზე ტაქტიკურად ბევრი ვიმუშავე, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.
ხალხი ამბობს, რომ მთავარი ფულია, მაგრამ ჩემთვის ასე არაა. ასეთი ვიყავი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში და ასეთი ვარ მწვრთნელიც, რადგან ჩემთვის მთავარი წარმატების მიღწევაა.

პრეზიდენტმა მითხრა და წუხელ გავიგე, რომ ფლორიან ტანასე გუნდიდან მიდის. ვკარგავთ დიდ მოთამაშეს, კაპიტანსა და ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდეთ", - თქვა დიკამ.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალოს" საშინაო მატჩი 1:0 აქვს მოგებული. განმეორებითი შეხვედრა  ბუქარესტში ხვალ, 21:30 საათზე დაიწყება.

alt"საბურთალოსთან" მატჩის წინ "სტიაუას" ახალმა მწვრთნელმა გარანტია მოითხოვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები "საბურთალოს"...
tngh
19:03 27-07-2022
0
წარმატებები, მომავალ წელს ;)
გუჯა კახაძის ვაიფაი
18:29 27-07-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული