შანსი ერთადერთ ქართულ კლუბს და მაინც სავსე სტადიონი ბათუმში - კონფერენს ლიგა

AutoSharing Option
დღეს, 28 ივლისს, ბათუმში გასამართი შეხვედრისთვის ყველა ბილეთი დიდი ხნით ადრე გაიყიდა, თუმცა ადგილობრივმა "დინამომ" პოლონეთში "ლეხთან" ისე (0:5) წააგო, განმეორებით მატჩს ინტრიგა დაუკარგა. ბათუმელი გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე ბრწყინვალე განწყობასა და გარემოს ქმნიან, დღეს დემორალიზებულ გუნდს არ იმსახურებენ - გეგუჩაძის ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, ღირსეული თამაში აჩვენონ.

ნამდვილად გვეგონა, რომ ბათუმური კლუბი კონფერენს ლიგაზე მაინც მაქსიმალურად შორს გავიდოდა. ლიეტუვის "ჟალგირისისა" თუ სომხური "პიუნიკის" საჩემპიონთალიგო წარმატებები კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ თითქოს შეუძლებელი არაფერია, ჩვენი საკლუბო ფეხბურთი კი ისევ ვერ გადის საერთაშორისო
წარმატების გზაზე...

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, ლაზარე კუპატაძემ გუნდი (ორმხრივი შეთანხმებით) დატოვა. შესაბამისად, ბათუმელთა კარს მიხეილ ალავიძე დაიცავს. შემადგენლობაში გარკვეულ როტაციას ველით. სასტარტოში ის ფეხბურთელები უნდა გამოჩნდნენ, აქამდე ცოტა შანსი რომ ეძლეოდათ - გიორგი რეხვიაშვილი, მილან რადინი, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ფანცულაია...

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მას "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ.

"საბურთალო" რთული გამოწვევის პირისპირ

თბილისის "საბურთალოს", რომელიც ერთადერთი ქართული კლუბია, ერთი ეტაპი რომ დაძლია, კონფერენს ლიგაზე სერიოზული გამოცდა ელის - რუმინულ FCSB-ს ("სტიაუა") დაახლოებით "დინამო არენის" ტევადობის "არენა ნაციონალზე" (55 634 მაყურებელი) ესტუმრება. ლაშა ნოზაძის გუნდს ერთბურთიანი (1:0) უპირატესობა აქვს.

თბილისელები პორველ მატჩში სწრაფად და ორგანიზებულად უტევდნენ და შანსები ახლაც ექნებათ. მით უმეტეს, რუმინელები აქტიურ იერიშებზე გადმოვლენ და საკუთარ საჯარიმოსთან სივრცეებს დატოვებენ. "საბურთალოს" ენერგიული ფლანგელები ჰყავს - გიორგი გოჩოლეიშვილმა და გიორგი ჯინჯოლავამ პირველ შეხვედრაში მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნეს, ისევე, როგორც შუახაზელმა ლევან ნონიკაშვილმა.

"სტიაუა" (FCSB რომლის სამართალმემკვიდრეცაა) უეფას ჩემპიონთა ლიგის (მაშინდელი თასი) გამარჯვებულია (1985-86 წლები), სადაც "ბარსელონა" დაამარცხა. იმავე წელს ევროპის სუპერთასი "კარპატელი მარადონა" გეორგი ჰაჯის გოლით მოიპოვა. მაშინ რუმინეთს დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ მართავდა, რომელიც "სტიაუას" წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

რუმინელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. თბილისში წაგებამ კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა. ნიკოლაე დიკა ამ გუნდში ადრეც მუშაობდა. კიდევ ერთი ცვლილება კაპიტან ფლორიან ტანასეს გუნდიდან წასვლას უკავშირდება. 

შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს "სილქ უნივერსალი" შემოგვთავაზებს.

altლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ

alt"სტიაუას" მწვრთნელი გადადგა - "საბურთალოს" განადგურებით ემუქრებიან

altბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

მკითხველის კომენტარები / 15 /
მიდი რა საბურთალო ნუ დაგვტოვებ ევროპული ფეხბურთის გარეშე
რაბუ
28 ივლისი 2022 12:07
3
ბევრს ეგონა, რომ ბათუმის "დინამო" ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ატმოსფეროში ითამაშებდა, მაგრამ ბათუმელმა გულშემატკივრებმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს სტადიონის შევსების კუთხით.
ნერონი
28 ივლისი 2022 11:58
0
ბათუმელმა გულშემატკივარმა დაამტკიცა, რომ ღირსეული ქომაგია ფეხბურთის.
გიზოგ
28 ივლისი 2022 14:10
0
ქართულმა კლუბებმა სწორად უნდა ისწავლონ ლეგიონერების შერჩევა ამას ჭირდება კარგი სელექციონერები და ფეხბურთის მცოდნე ადამიანები კლუბებში,აგერ სომხურ კლუბებს გადახედეთ და კარგი ლეგიონერები ჩამოყავთ ძირითადად სამხრეთ ამერიკული ბაზარიდან, ჩვენ კი კავშირების მიუხედავად ამ ბაზარზე არ ვაქტიურობთ, მაგალითად ნიკო პატარქალიშვილი არგენტინაში მოღვაწეობს და კარგი კავშირები აქვს საფეხბურთო წრეებში, აგრეთვე გოჩა ალადაშვილი ბრაზილიაში, ამას ყველაფერს გამოყენება ჭირდება სხვა შემთხვევაში გვექნება სულ ერთი და იგივე შედეგი.ვითუმეტეს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი აქ არ ჩამოვა სათამაშოდ და ვერც გაამტყუნებ, ძნელია მოსთხოვო ქართველ ფეხბურთელს, თან ნაკრების მოთამაშეს, დატოვე ევროპა და ისევ საქართველოში წამოდი სათამაშოდო, გაიგეთ ეს ყველამ კლუბებში მომუშავე ხალხმა.
qomagi
28 ივლისი 2022 14:05
0
ბატონო ღვთისავარ, მომწონს თქვენი სტატიები და მუდამ ინტერესით ვკითხულობ თულცა „დინამომ პოლონეთში "ლეხთან" ისე (0:5) წააგო, განმეორებით მატჩს ინტრიგა დაუკარგა“ არის დიდი შეცდომა და ასე არ უნდა ვწეროთ. ყველა თამაში არის გუნდის ისტორია, თანაც ევრო ტურნირზე და როგორ შეიძლება მას უინტრიგო უწოდოთ? მით უმეტეს სულაც არ არის თამაში უინტრიგო რამდენიმე გარემოების გამო. 1. გუნდმა გასვლაზე წააგო 0:5, როგორ ფიქრობთ თავმოყვარე გუნდმა უნდა იბრძოლოა რევანშისთვის, თუ არ? თუნდაც პრესტიჟის აღსადგენად. 2. ზემოთ დავწერე უკვე, იწერება ქალაქ ბათუმის დინამოსა და ქართული ფეხბურთის ისტორია ევროტურნირებზე და როგორი იქნება ის მომავალი თაობისთვის სულ ერთი არ არის. -მე-3 და უმთავრესი, მომავალი წლის წარმატებებს წელს უნდა ჩავუყაროთ საფუძველი, კერძოდ ამ თამაშის მოგებით ბათუმის დინამო და ქართული ფეხბურთი მცირეს მაგრამ მაინც შეიქმნის რეიტინგს ევროპულ ფეხბურთში. ამას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს წლევანდელმა გამოცდილებამ გვაჩვენა. ბათუმის წლევანდელი წარუმატებლობა დიდ წილად იყო დამოკიდებული იმაზე, რომ ურეიტინგო გუნდს წილისწყრის დროს ხვდებათ ძლიერი განთესილი გუნდები. წარმოიდგინეთ, რომ პირველივე ტურში, ჩემპიონთა ლიგაზე, რომ ევროპული საშუალო დონის გუნდი კი არა ის გუნდები, რომ შეგვხვედროდა როლებიც წარმოადგენენ ისლანდიის, ნორვეგიის, ლუქსემბურგის, ფარერების და მისნაირების ჩემპიონებს, სულ ცოტა ერთ საფეხურს გადავლახავდით. ასევე ურეიტიგობის გამო კონფერენს ლიგაზე კიდევ უფრო ძლიერი გუნდი შეგვხდა „ლეხი“-ს სახით. ამიტომ მგონია, თამაში წინ არა მარტო სამწვრთნელო შტაბისგან, სპორტული ჟურნალიტებისგან და საერთოდ ყველა სპორტშის მოყვარულისგან, ფეხბურთელს და მთლიანად გუნდს სჭირდება მოტივირება, მაშინაც კი როცა ამის გარემოებები არ არსებობს.
გაიოზ გოშაძე
28 ივლისი 2022 12:49
2
"ბათუმს" შეუძლია და მოიგებს კიდეც!
გახდი უფრო თავმოყვარე!
28 ივლისი 2022 12:07
1
მადლობა ავტორს ამომწურავი ინფორმაციისთვის...
წარმატებები ქართულ გუნდებს, იმედი მაქვს დღეს ბათუმი მინიმუმ მოიგებს,
საბურთალო კი....:)
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა , გგულშემატკივრობთ მთელი გულით!!!!
Daviti
28 ივლისი 2022 14:15
0
პირველივე წუთებიდან თუ ბათუმმა რიტმი დაიჭირა ვფიქრობ ლეხს კარგი საღამო არ ელის...მთავარია ხასიათი დაიჭიროს!!!
შავი კაცი
28 ივლისი 2022 11:53
3
აბაა. ეგა თქვი, საწყალი პოლონელები, არ იციან რა ელოდებათ.
ეგრეა
28 ივლისი 2022 12:10
2
მართლა ვაი ჩვენს პატრონს, რეალობას მოწყვეტილები, რომ ვართ.დ თურმე რა ელის ლეხს.
ეგრეას
28 ივლისი 2022 12:28
3
"ბათუმელი გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე ბრწყინვალე განწყობასა და გარემოს ქმნიან, დღეს დემორალიზებულ გუნდს არ იმსახურებენ - გეგუჩაძის ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, ღირსეული თამაში აჩვენონ" - ესეც მანდვე წერია... თეორიულად, არც 6:0-ია გამორიცხული, თუმცა, რეალურად ინტრიგა მართლაც არაა და ამაში ავტორს ვერაფერს დავაბრალებთ
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
28 ივლისი 2022 13:42
1
ბათუმელებმა იციან,რომ თავები უნდა გადადონ და ბოლომდე იბრძოლონ, გამარჯვებისათვის.არ უნდა გაეშვათ კუპატაძე,მაგრამ რაც არის,ეგ არის.საბურთალოც მთელი ძალით იბრძოლებს და შეეცდება შემდეგ წრეში გასვლას.ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ ამის გაკეთება შეუძლიათ.დარწმუნებული ვარ.წარმატებებს გისურვებთ ,ბიჭებო!
სოსო
28 ივლისი 2022 16:16
0
ბათუმი 4:2ლეხი
სტიაუა 4:1 საბურთალო
დაიმახსოვრეთ და მადლობა მერე მითხარით
გიუᲨა
28 ივლისი 2022 12:22
26
ხომ გეუბნებოდი 1-1 და 4-2 იქნებათქო ))
დავით
29 ივლისი 2022 01:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული