"საბურთალომ" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ დასანანი მარცხი განიცადა - ქართული საკლუბო ევროსეზონი დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „საბურთალო“ გასვლაზე „სტიაუასთან“ 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

საკუთარ მოედანზე 1:0 მოგების შემდეგ „საბურთალოს“ რუმინული ბარიერის გადალახვის იმედი მიეცა. მასპინძლები დებიუტიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, სტუმრები კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ და ქარდავამ შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შუა პირველ ტაიმში ტემპი დაეცა, თამაში გათანაბრდა და 44-ე წუთზე გოლი გავუშვით - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დავამ თავით მეგრელიშვილის კარში მიუჩინა ადგილი.

შესვენების შემდეგ ეჯუმამ მეორე გოლი გაუტანა ჩვენს გუნდს. მერე შეცვლაზე შესულმა გოშთელიანმა ჯინჯოლავას პასით ანგარიში შეამცირა.
ბუქარესტელები
შტურმზე გადავიდნენ, რადუნოვიჩის დარტყმული ბურთი ჯინჯოლავამ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, საპასუხო სწრაფი შეტევისას კი ტაბატაძემ ტარნოვიანუს კარი დალაშქრა. სამწუხაროდ, ვიზავიმ კომანის გოლით მალევე მოახერხა კვლავ დაწინაურება. 87-ე წუთზე ჯინჯოლავამ საჯარიმოში მეტოქე წააქცია და რადუნოვიჩმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიუხედავად მარცხისა, აუცილებელია აღინიშნოს ნოზაძის გუნდის თავდადებული თამაში, რისთვისაც მხოლოდ მადლობას იმსახურებენ.

ამით ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ წარუმატებლად დასრულდა.

ბუქარესტი. „არენა ნაციონალა“
სტიაუა - საბურთალო 4:2
გოლები: 1:0 დავა (44), 2:0 ეჯუმა (55), 2:1 გოშთელიანი (69), 2:2 ტაბატაძე (78), 3:2 კომანი (80), 4:2 რადუნოვიჩი (87, პენ)
გაძევება: კორდეა (90+4)

სტიაუა: ტარნოვიანუ, ოვიდიუ პოპესკუ, დავა, ტამი, რადუნოვიჩი, ეჯუმა (ლიქსანდრუ 88), ოლარუ, კორდეა, ოქტავიან პოპესკუ, კომანი (უიადა 88), სტოიკა (სუხი 59)

საბურთალო: მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ჯინჯოლავა, შ. ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 79), ქარდავა (მიოჩი 62), ლ. ნონიკაშვილი, გულიაშვილი (გოშთელიანი 62), ტაბატაძე, სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 25 /
როგორი დაქცეული ქვეყანაც არის საქართველო, ისეთი დაქცეულია ქართული ფეხბურთი.

როგორც ყოველთვის პირველივე ეტაპზე ყველა ქართული გუნდი ეთიშება ასპარეზობას და ხალხი ამ ყველაფერს კომფორტულად ეგუება.

კომფორმისტი ერი
ფეხბურთი
29 ივლისი 2022 04:32
13
მოეშვით ამ ტრაბახს. რისი იმედი ჰქონდათ? 2 ბურთს რომ გაიტან და ვერ შეინარჩუნებ, ეს არი ფეხბურთი? თბილისში 4 ბურთი მაინც უნდა გაგვეტანა და 1 ბურთის იმედად ვიყავით. არ გვეკუთვნოდა და ჩუმად ვიყოთ ჯობია
: )))))))
28 ივლისი 2022 23:37
16
სად ნახეთ ბრძოლა? უსუსტესმა სტიაუამ 4 ბურთი გაუტანა. ორი უკლასო გუნდი იყო მოედანზე.
აბო
29 ივლისი 2022 00:08
12
მადლობა საბურთალოს.რაც რესურსი ჰქონდათ,იმაზე მეტი დახარჯეს,მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.მეტოქე ვერც ტექნიკით გვჯობდა და ვერც ორგანიზაციით,მაგრამ ფიზიკური გამძლეობა არ გვეყო.პირველი ტაიმის 42 წუთიდან გავჩერდით და გოლი გავუშვით.რამდენიმე კაცი,აშკარად გამოეთიშა ბრძოლას.მეორე ტაიმში დაღლილობასთან ერთად,თანდათან აირია დაცვის ხაზი და მათმა შეცდომებმა განაპირობა გოლები ჩვენს კარში.5 სრულფასოვანი შემცვლელი რომ გვყოლოდა,დარწმუნებული ვარ ბოლომდე გავძლებდით.ორი თამაში ვნახეთ. სტიაუა,საბურთალოსთან კლასით დაახლოებით ტოლი გუნდია.რამხელა სტადიონზე რამდენი გულშემატკივარი ჰყავდა და საბურთალოს თამაშზე რამდენი გულშემატკივარი ესწრებოდა.ალბათ ამან გაამარჯვებინა სტიაუას.ბათუმმაც ბოლომდე იბრძოლა და ფრედ დაამთავრა მატჩი.ძალიან სურდათ გამარჯვება,მაგრამ აშკარა იყო კლასში სხვაობა.ბურთის მიღებით,პასის კულტურით,შეტევის თუ დაცვის ორგანიზაციით,საგრძნობლად გვჯობდნენ და გამარჯვების სურვილი,საკმარისი არ აღმოჩნდა.ბათუმელებმა უნდა ნახონ ეს თამაშები და კარგად გაარჩიონ,რამდენი მიმართულება აქვთ გასაძლიერებელი.მგონი მხოლოდ ზურიკო იყო მეტოქის ფარდი,თავისი სათამაში თვისებებით.სულ ცოტა, კიდევ ორი მისი რანგის ფეხბურთელი მაინც სჭირდება ბათუმს,მსგავსი კლასის გუნდებთან თანაბრად სათამაშოდ.კურიოზია,მაგრამ წელს ჩვენმა გუნდებმა 1,125 სარეიტიგო ქულა მოაგროვეს,ხოლო 2017-18 წლებში ,0,125 ქულა გვქონდა.ესე იგი რეიტინგი 1 ქულით გაგვზრდება და რეიტინგში ცოტა მაღლა ავიწევთ.ვფიქრობ ბათუმმა უნდა შეისწავლოს დაშვებული შეცდომები და გააგრძელოს გუნდის შენება.საბურთალოს კი,ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას ვუსურვებ,შემადგენლობის სტაბილურობის შენარჩუნებას და რამდენიმე კაცით შემადგენლობის სიღრმის გაზრდას.ჰო კიდევ რაც მთავარია.საბურთალოს სტადიონზე გულშემატკივრის სიმრავლეს ვუსურვებ.იმსახურებენ,თუნდაც სტიაუას გულშემატივრების რაოდენობის ნახევარს მაინც,სტადიონზე.
სოსო
29 ივლისი 2022 00:10
2
ბოლომდე იბრძოლა კი არა,სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების პრობლემა აქვთ.
ეჰჰ
28 ივლისი 2022 23:46
2
მადლობა საბურთალოს ფეხბურთის თამაშისთვის! თუ გახსოვთ ლესტერის საჩემპიონო სეზონში, ლესტერს ყავდა გერმანელი მცველი რობერტ ჰუთი. დიდი ტექნიკა არ ქონდა, მაგრამ ძალიან პრაგმატულად და მარტივად თამაშობდა, შეცდომები ქონდა მინიმალური. არ შეიძლება რომ აყურებინოთ ჩვენს მცველებს ამ კაცის რამოდენიმე თამაში და თან აუხსნათ რომ როცა გიტევენ არ არის სირცხვილი აუტში, კუთხურზე ან თუნდაც უმისამართოდ მოიგერიო ბურთი.
იღბლიანი
29 ივლისი 2022 00:23
0
როცა მარტივი პასები გიჭირს, იმიტომ რომ შეშინებული თამაშობ, აღარც აუტში გინდა ბურთის გადაგდება, იმიტომ რომ უკვე ნამეტანი იქნება. პირველი ტაიმი გუნდმა სრულიად ჩასვრილმა ითამაშა და დაისაჯა კიდეც. არა და ჩანს რომ შეუძლიათ.
odala
29 ივლისი 2022 13:54
1
მადლობა საბურთალოს
რაბუ
29 ივლისი 2022 00:11
3
მადლობა ბრძოლისთვის, არაუშავს, ჩანდა ჟილკა და იგრძნობოდა რომ მოვალეობის მოხდის გამო არ იყავით მინდროზე,მადლობის მეტი არაფერი ითქმის. იცით რა მაინტერესებს სადღაც ნახევარი წლის წინ თუ ცოტა უფრო ადრე დაიწერა რომ საბურთალომ ვალენსიასთან დადო შეთანხმება რის თანახმადაც ვალენსიის აკადემიის და მეორე გუნდის ფეხბურთელებს იჯარით გამოუშვებდნენ და პირიქითაც აქტიურად დააკვირდებოდნენ ჩვენებს, ხოდა ეს ჩაიშალა თუ რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით? ძალიან კარგი წამოწყებაა ჩემი აზრით ორივე გუნდი იხეირებდა, ესპანეთის მესამე თუ მეოთხე ლიგას ნამდვილად ჯობია ელიგაში თამაში და სიღრმეებიც შეივსებოდა საბურთალოში.
._.
28 ივლისი 2022 23:48
1
ვალენსიას დუბლების მეხუთე დივიზიონში თამაშობენ და იმას ნაღდად ჯობია, თორე მესამე ლიგას და მითუმეტეს ლა ლიგა 2-ს ვერ ჯობია ჩვენი ჩემპიონატი საერთო ჯამში :-/
რა მაფიაა
29 ივლისი 2022 00:05
1
Tu ibrzoles didi madloba saburtalos
Qocvi
28 ივლისი 2022 23:37
0
ფიზიკაში დაიჩაგრნენ...
Zviads
28 ივლისი 2022 23:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული