ლაშა ნოზაძე: შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ

AutoSharing Option
"სტიაუასთან" 2:4 დამარცხების შემდეგ მატჩი "საბურთალოს" მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ შეაფასა:

"პირველ რიგში, ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. რაც შეეხება მატჩს – პირველ ნახევარში მოწინააღმდეგემ წნეხში მოგვაქცია. მიუხედავად ამისა, 2-3 რეალური საგოლე მომენტი შევქმენით და გვმართებდა გოლის გატანა. სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს გოლი გავუშვით.

მეორე ნახევარში ცვლილებები განვახორციელეთ და ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოვახერხეთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მასპინძლებმა მალევე გაგვიტანეს, დასანანი გოლი გავუშვით. საერთო ჯამში, შეგვეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ.

ალბათ, უფრო გამოცდილება დაგვაკლდა. ძალიან საწყენია მარცხი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. იმედია,
მომავალში კიდევ მოგვეცემა ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა და მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებთ".

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისეთი არაფერი გქონდათ რითაც უპირატესობას მოიპოვებდით და მარტო მინდათი გამარჯვება არ მოდის. საჭიროა უფრო მაღალ ტემპში თამაში ისწავლოთ და ტემპი ბოლომდე შეინარჩუნოთ. უცხოეთიდან მოიწვიეთ ვისაც ამის სწავლება შეუძლია და გამარჯვებებიც მოვა.
გახდი უფრო თავმოყვარე!
10:33 29-07-2022
6
დონე არარი დამოი
aron
07:31 29-07-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული