ქეცბაია: "თბილისი ამხელა ქალაქია და ერთი გუნდი ვერ გაკეთდა"

AutoSharing Option
კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი იყო და ქართული კლუბების გამოსვლა შეაფასა:

"თბილისის და ბათუმის "დინამოებიდან“ უფრო მეტს მოველოდი. ბათუმელები "სლოვანთან“ გასვლის ღირსი იყვნენ, მაგრამ არ მეგონა, "ლეხთან" ასე თუ ითამაშებდნენ. "საბურთალომ" სასიამოვნოდ გამაოცა...

წლებია ასე გრძელდება, გვიჭირს ევროტურნირებზე. გუნდებს არ აქვთ საშუალება, უკეთესი ფეხბურთელები მოიყვანონ. გული მწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატი არაა იმ დონეზე, როგორიც თუნდაც კვიპროსისაა. ამ ქვეყანას კონფერენს ლიგაზე შარშან ორი გუნდი ჰყავდა, ორსაც წელს აქვს ჯგუფში ადგილი გარანტირებული...

ჩვენს ფეხბურთს სჭირდება
ტელევიზიების, ბიზნესისა და გულშემატკივრების დაინტერესება. ყაზახებმა და აზერბაიჯანელებმა ეს შეძლეს, რადგან ფულს დებენ და კარგი ფეხბურთელებიც მოჰყავთ...

თბილისი ამხელა ქალაქია და ერთი გუნდი ვერ გაკეთდა. ვერ მოიძებნა ხალხი, რომ "დინამოს“ მიხედონ. ეტყობა, იმ კაცმა (რომან ფიფია) ლიმიტი ამოწურა და საჭიროა, ისეთი ხალხი მოიძებნოს, რომლებიც იყიდიან და 1-2 გუნდი გვეყოლება, ევროტურნირებზე კარგად რომ ითამაშებს. ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის გუნდებს ვუყურებ და საქართველოს გუნდი ევროჯგუფში როგორ არ უნდა გავიდეს.

მენეჯმენტის და ფულის განკარგვის პრობლემაც არის. თუ ფულიანი მეპატრონე გამოჩნდება, უნდა მიიყვანოს ისეთი მენეჯერი, ვინც უცხოეთში ბევრ ხალხს იცნობს, კარგ ფეხბურთელებს მოიყვანს და ევროტურნირებზე კარგად ითამაშებს."

წყარო: პირველი არხი
მკითხველის კომენტარები / 24 /
რუსულ დინამოებისგან არც უნდა ელოდო რაიმე კარგს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
30 ივლისი 2022 16:48
30
ამ კაცს დაუჯერეტ ჯობია ეს სიმარტლის კაცია ქეც
pepe
30 ივლისი 2022 17:10
4
ერტი სენისტანა ქეც დაალაგებდა ჯიგრი წამატებები
aron
30 ივლისი 2022 17:17
4
წამატებები ქეც მაგარო წარმატებები
aron
31 ივლისი 2022 08:05
1
ოცნება ოცნებადვე დაგრსა ჯკვიან კაცს მოუსმინეტ კაცს
kaka
30 ივლისი 2022 17:06
3
გიორგი სენაირები რო არიან ფეხბურტსი იმიტო არი კარგატ საქმე გაუმარჯოს ქეცბას გაუმარჯოს
kaka
31 ივლისი 2022 13:36
6
მართალია ეს ადამიანი გენაცვალე...აქ მარტო მამიკოს და დედიკოს შვილები იზრდებიან და ანვითარებს ფედერაციები...უპატრონო და გლეხის პერსპექტიული ბავშვები ვერ იზრდებიან....ძალათ გაზრდილი ბავშვები სახეზეა და ფაქტია რასაც აკეთებენ
მართალია
31 ივლისი 2022 18:51
3
შენ და შენნაირები 13 მილიონს რომ აიღებენ ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორ უნდა ,,გაკეთდეს" გუნდი?
გიორგი
31 ივლისი 2022 12:44
21
არა მგონია, რომ ქეცბაზე მართალი ადამიანი იყო ცხოვრებაში.
bmb
31 ივლისი 2022 19:37
4
ვეთანხმები იმაში თბილისში ერთი ევროპის დონის გუნდი უნდა იყოს და ამხელა ქალაქია მართლა. შამწუხაროდ ფეხბურთელები რომ ჩამოიყვანო ვინ ჩამოვა ან ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი ანდ კიდევ. ვინმე აფრიკიდან რომ ევროპის უკეთეს გუნდებში მოძებნონ გზა და ბევრ ფულს არ ითხოვენ. ამას გარდა ქვეყანა უნდა იყოს ცოტა უკეთ გამართული და სიმშვიდე და სიწყნარე, რომ ვინმე სერიოზული დიდი ხნით სათამაშოდ ჩამოვიდეს, ტუნდაცე 2 სეზონი და ეს რუსის ჯარის ყველა ოკუპირებული ზონიდან გასვლასაც ითვალისწინებს. რადგან არავინ ნორმალური დალაგებული ქვეყნიდან არეულ, ოკუპირებულ ქვეყანაში ოჯახით ფეხბურთის სათამაშოდ არ ჩამოვა აგერ რონალოდ არავის არ უნდა ფარერებმა 22 ცხვარი შესთავაზე მასში, შესთავაზოს ქეცბაიამ 25 და იქნებ ჩამევიდეს:)
simartle
30 ივლისი 2022 17:55
10
კახა ვისიხარ ვის დაეკარგე
kaka
31 ივლისი 2022 22:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული