სომხების დამარცხება, აზაროვის წარდგენა - "ცრვენა ზვეზდას" უახლოესი გეგმები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს, 3 აგვისტოს, ტურს სერბული "ცრვენა ზვეზდასა" და სომხური "პიუნიკის" მატჩი დახურავს. ამ დაპირისპირების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც სერბეთის ჩემპიონში ირაკლი აზაროვის ჩარიცხვა, ფაქტობრივად, გადაწყდა. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" ფლანგელის ტრანსფერი 4 აგვისტოს გაოფიციალურდება.

საუბარი იყო იმაზეც, რომ სერბეთში კარიერას ზურიკო დავითაშვილიც გააგრძელებდა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ნახევარმცველი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფება და ამ ეტაპზე, მისი მომავალი კლუბის ვინაობა ისევ ღიად რჩება.

"ცრვენა ზვეზდა" 1945 წელს დაარსდა და შიდა ტურნირების გარდა,
ჩემპიონთა ლიგის 1990-91 წლების სეზონის გამარჯვებულია. რაც შეეხება აზაროვს, ის ბათუმის "დინამოში" 2021 წელს გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდა. ირაკლის ვილი სანიოლიც ენდობა და საქართველოს ნაკრებში მუდმივად ეყრდნობა.

altაზაროვი და დავითაშვილი მარადიულ მეტოქეთა რიგებში?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ირაკლიც და ზურიკოც ჩვენი ნაკრების ლიდერებად ყალიბდებიან. ორივე კარგი ფეხბურთელია. სერბეთი მაინც და მაინც არ მომეწონა...თუმცა გუშინ პიუნიკი გაანადგურეს და უდიდესი ნაბიჯი გადადგა ზვეზდამ ლიგის ჯგუფურ ტურნირში მოსახვედრად. ბოლო მოწინააღმდეგეც დასაძლევად მიმაჩნია, არ არის გრანდი! ზურიკო თუ იტალიაში გადაბარგდა, საუკეთესო ვარიანტი იქნება!!! მოკლედ: წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
04 აგვისტო 2022 13:43
0
წარმატებები ირაკლის. თუმცა, ვერც ზურიკო და ვერც ირაკლი, იტალიის დონეს ვერ გაქაჩავს. მასეთი დონის რომ იყვნენ, ლეხს მოუგებდნენ :)
Zuka
03 აგვისტო 2022 20:16
8
ირაკლის რომ ვუყურებ,თუ კარგი მწვრთნელის ხელში მოხვდა და სათამაშო დროც არ შეუზღუდეს,ერთ წელიწადში იტალიის და ესპანეთის ლიგებში თავისუფლად გაქაჩავს.ძალიან მომწონს ეს ბიჭი.ზურიკო,უკვე დღეს მგონია მზად,იტალიის,ან ესპანეთის უმაღლესი ლიგების ქვედა ნახევრის გუნდებში სათამაშაოდ.შესაძლოა, ცოტა ფიზიკაში მომატება დასჭირდეს.
სოსო
03 აგვისტო 2022 18:20
1
მადლობა ყველაფრისთვის რაც დინამო ბათუმისთვის გააკეთე! წარმატებები ირაკლას!
ირაკლი
03 აგვისტო 2022 17:42
1
ახლა გავარხებს ცბენა ხო ვიცი მე
არა რუსეთს
03 აგვისტო 2022 17:07
20
გაგვაგებინე შე კაცო რა გინდა
ზღარბი
03 აგვისტო 2022 19:27
0
კარგი ტრანსფერია ცვრენა ზვეზდა ცნობილი და სახელიანი კლუბია ევროპაში, მის ფეხბურთელებს კი გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ევროპის წამყვანი კლუბების სკაუტები,ვიღაც ვიღაცეებმა კი თავი დაანებეთ უაზრო კრიტიკას.
qomagi
03 აგვისტო 2022 16:49
6
გაზპრომის მაისურზე კიარა,საქართველოში რომ 4 თვეში 380 000 რუსი შემოვიდა და ჩაგისახლდა მაგაზე ინერვიულე
Georgian
03 აგვისტო 2022 17:53
14
დიდად სასიამოვნო ვერაა გაზპრომის მაისურით რომ ითამაშებს, მაგრამ მისი საქმეა. როგორც ურჩევნია.
გენა
03 აგვისტო 2022 17:30
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული