არველაძე თასზე ქვედალიგელთან დამარცხდა - "ბიჭებისგან მეტს ველოდი"

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ჰალ სიტი" ინგლისის ლიგის თასს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა - "ბრედფორდ სიტისთან" 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქართველი სპეციალისტი ქვედა დივიზიონის წარმომადგენელთან წაგებით უკმაყოფილო იყო და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მარცხი ზედმეტად მარტივად მიიღო. შოთას ფეხბურთელები ლამაზი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ეტაპზე 2 დივიზიონით ქვემოთ (ლიგა 2) მყოფი მათი მეტოქე გავიდა.

"მარცხის ასე მარტივად მიღება ფეხბურთელებისთვისაც და გუნდისთვისაც ძალიან ცუდია. ბიჭებისგან მეტს ველოდი. "ბრედფორდი" უნდა დავაფასოთ, მათ ბევრი იშრომეს."

აღსანიშნავია, რომ წინა მატჩისგან განსხვავებით, არველაძემ ძირითად შემადგენლობაში 7 ცვლილება შეიტანა.

"ჰალს" ჩემპიონშიპის საწყისი 2 ტურიდან 4 ქულა აქვს, 13 აგვისტოს კი "ნორვიჩს" უმასპინძლებს, რომელმაც ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, თუმცა ფინელი ტეემუ ჰუკის სახით მძლავრი ფორვარდი ჰყავს და სახიფათო გუნდია.

altარველაძე ამბიციურად იწყებს - ლობჟანიძე არ გამოვიდა, თურქეთიდან კი ბევრი ტრანსფერია

altშოთას "ჰალმა" თამაში შემოატრიალა და ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 2 /
წაგეყვანა რომელიმე ქართველი
გიორგი ესართია
12:21 10-08-2022
1
აბაა ჩემი
velodi. ar velodi
10:49 10-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული