არველაძე ამბიციურად იწყებს - ლობჟანიძე არ გამოვიდა, თურქეთიდან კი ბევრი ტრანსფერია

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპი სტარტს მალე აიღებს. შოთა არველაძე "ჰალთან" ერთად ახალ სეზონს პირველად იწყებს, მთავარი მიზანი კი წინაში შესრულდა - გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

დასუსტება და გაძლიერება

"ჰალი" იმ ფეხბურთელებმა დატოვეს, რომლებიც აქ იჯარით იყვნენ. ქართველი სპეციალისტის გუნდი ყველაზე გამოცდილ მოთამაშეს, ტომ ჰადელსტონსაც დაემშვიდობა. "ჰალს" ეს დაასუსტებდა, მაგრამ შოთას გუნდში 8 ახალწვეულია, უმეტესად, თურქეთის სუპერლიგიდან და სატრანსფერო საკითხებში მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ჩაერეოდა, რათა ყველა პრობლემა შეევსო. მეკარე მატ ინგრამი ისევ აქაა. ეგაა, ყველა სურვილის ასრულება ასე მარტივი მაინც ვერ იქნებოდა.

მოსამზადებელი
ეტაპი

"ჰალმა" ახალი სეზონისთვის მზადება თურქეთში, "ფენერბახჩეს" წინააღმდეგ დაიწყო და (0:2) დამარცხდა. 16 ივლისს არველაძის გუნდმა 2 შეხვედრა გამართა და ორივეში გაიმარჯვა - ჯერ სტაილერ სმიტის დუბლით "ბრაიტონის" 23-წლამდელთა გუნდს (2:1) აჯობა, რასაც ესპანური "მალაგას" (3:1) დამარცხებაც მიაყოლა.

Sportall.Ge

"ჰალმა" "კემბრიჯს" კი (2:1) მოუგო, მაგრამ პრემიერლიგის "ლესტერთან" და "პიტერბროსთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა - საკუთარ კარში 7 გოლი მიიღო და თავად არ გაუტანია. 23 წლის სმიტმა მოწინააღმდეგის კარი ისევ აიღო. როგორც ჩანს, "შეფილდის" ექსშემტევი გუნდის მნიშვნელოვანი ძალა იქნება.

ქართველის გარეშე

არველაძის გუნდს ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე აქტიურად საბა ლობჟანიძეს უკავშირებდნენ, თუმცა ის "ჰათაისპორში" რჩება. ამის მიზეზად მაშინ ფინანსური მიუწვდომლობა დასახელდა. მოლოდინი საკმაოდ დიდი იყო, რომ შოთას გუნდში ერთი ქართველი მაინც ითამაშებდა. აზაროვის გვარიც გაჟღერდა, თუმცა ის ბრიტანეთის სამუშაო ვიზის აღებას ვერ ახერხებდა.

მიზნები

"ჰალის" ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ გუნდის მიზანი მოწინავე ექვსეულში ყოფნას და პრემიერლიგაში პლეი-ოფიდან მოხვედრას გულისხმობს, რაც ძალიან რთული იქნება.

"ჰალი" სეზონს 30 ივლისს, "ბრისტოლთან" სტუმრობით იწყებს, 9 აგვისტოს კი "ბრედფორდთან" თასზეც ჩაერთვება. პირველი სერიოზული გამოცდა 13 აგვისტოს იქნება, როცა ისინი ფინელ ფორვარდ ტეემუ ჰუკის "ნორვიჩს" უმასპინძლებენ. იქვე "ვესტ ბრომვიჩთან" სტუმრობაცაა.

Sportall.Ge

საკადრო რესურსი

არველაძის გუნდი "ნოტინგემის" პორტუგალიელ მცველ ტობიას ფიგურედოთი გაძლიერდა. მან დაცვის ცენტრალური ზონა უფრო სტაბილური უნდა გახადოს.
პრემიერლიგაში აღზევებული "ფულემიდან" შოთამ 31 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი ჟან მიჩელ სერი დაიმატა. "ანტალიასპორიდან" გადაბირებული დოგუკან სინიკი საგოლე პასებით გამოირჩევა, ისევე, როგორც "ფენერბახჩეს" და "უოტფორდის" ყოფილი წევრი იზამ ტიფანი. განელ ფორვარდ ბენჟამინ ტეტეს თურქეთის ჩემპიონატის განვლილ სეზონში 7 გოლი და 2 შედეგიანი პასი ჰქონდა.

არველაძე ინგლისის რანგით მეორე ლიგას უკვე მშვენივრად იცნობს, დანარჩენი კი ერთად ვნახოთ. ვისურვოთ, წარმატებული წელი გამოუვიდეს.

altკვარაცხელია ქართულის და საუკეთესოს შერწყმაა - შოთა არველაძე

altშოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს - "იმედი მაქვს, "ჩაკვეც" აქ იქნება"

altარველაძე მზადებას თურქეთში იწყებს - გაძლიერდება ქართველით?

მკითხველის კომენტარები / 13 /
გუნდი არა ყავს, ფული არააქვთ ალბათ. რა ექვსეული და ფლეიოფი, თუ არ გავარდა, დიდია.
ლევან მაღლაკელიძე
20:52 30-07-2022
0
ამ ინგლისმა ხო თავისი შეზღუდვებით ტვინი წაიღო.ძაან მკაცრად არის მაქ მოხვედრა.რავიცი,მე ესე ვიციდა....რაც შეეხება ჰალს, ისევ ბრძოლა მოუწევს ალბათ დარჩენისთვის.წარმატებები შოთის
კახა ქ.
06:55 27-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული