"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
პირველ არხზე, გადაცემის "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ. წამყვანმა დავით გორგილაძემ მას ჰკითხა, რა არის ის ფენომენი, რის გამოც ძმებ არველაძეებს აქვთ საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა...

"ასე როგორ გითხრათ... რთულია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ფენომენზე ვილაპარაკო, მაგრამ მარტივად შემიძლია გითხრათ...

ვფიცავარ ჩემს შვილსა და ძმისშვილებს, რომ არასოდეს არ შემშურებია სხვისი, არასოდეს სხვისი არაფერი არ წამიღია, არ მომიპარავს და თუკი ოდესმე რაიმე შესაძლებლობა მქონია ჩვენს სფეროში, ყველასთვის ხელი გამიმართავს. 

არ მქონია შემთხვევა, რომ როდისმე ვინმესთვის ხელი შემეშალოს. ზოგი ამბობს,
რომ უჩვენოდ არ წყდება არაფერი, უჩვენოდ არ კეთდება არაფერი; ცუდად განწყობილი ხალხი ვინც არის, ამბობს, რომ ჩვენ ვართ რაღაცა კოშმარი და კლანი...

მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში როდესაც ვთამაშობდი, გვქონდა ასეთი შემთხვევა... ზურა ხიზანიშვილს ურეკავს ერთ-ერთი ფეხბურთელი და ეუბნება, რომ ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლაო...

ზურა შეწუხდა, რას ჰქვია, ნაკრებში გამოგიძახეს და მოსვლა არ გინდაო? - მწვრთნელმა მითხრა, რომ ახლა არ ღირს, რადგან იქ არველაძეები ხელს შეგიშლიანო...

ზურა გადაირია... ასეთი ვიღაცის უპასუხისმგებლო ნათქვამმა შესაძლებელია სიცრუეში შეგიყვანოს. მე ახლა, დღემდე, იმ ბიჭთან ვმეგობრობ და დღემდე არ ვიცი, თუ რომელმა მწვრთნელმა უთხრა ეს.

ბედი ჩვენი, რომ ის მეგობრობდა ზურასთან და მან ხიზაშვილს დაურეკა... ეს ბიჭი აღმოჩნდა ავტობუსში ჩემ გვერდით... ჩამოვიდა ნაკრებში, რადგან ზურამ დააჯერა, რა სისულელეს იძახი, ხომ არ გაგიჟდიო...

10 დღე ვიყავით ერთად შეკრებაზე და ხმა არ ამოუღია... სჩვევიათ ახალწვეულებს, ნაკლებად კონტაქტურია და მორიდებითაა, ასეთი რაღაცები ყველგან ხდება.

ერთი-ორჯერ შევეკითხე, რა გჭირს-მეთქი და გავეხუმრე... ჩვენ ვიცინით, ვაქტიურობთ და ეს არ იღებს ხმას... ბოლოს მითხრა, არაო, გაკვირდებიო... ეს სიტყვები ყურში მომხვდა და მაშინვე ვიფიქრე, რას მაკვირდებოდა?

ანუ მაკვირდებოდა რას... რა სიტუაციაა ჩვენ ირგვლივ... "დინამოშიც" ასე იყო და ნაკრებშიც... ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, გარდა ფეხბურთისა. ვიღაცას რაღაცა პრობლემა აქვს და უნდა ვუშველოთ რაღაც მხრივ; მეორეს რაღაცა სხვა პრობლემა აქვს, ვიღაცას უჭირს და ამ ყველაფრის მომსწრე გახდა ეს ბიჭი...

რომ არ წამოსულიყო ნაკრებში, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა... თავს კი არ ვიქებ, მაგრამ მაგ პერიოდში ჩვენ უკვე რაღაცები შეგვეძლო, უცხოეთში ვთამაშობდით... 1994, 1995, 1996 წლებია და მაგ დროს ნაკრებში სულ რაღაც 6-7 ლეგიონერი იყო.

გია გურული იყო წასული, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე და ჩვენ. მინიმუმ 3-4 წელი ამ ადამიანებმა ვინახეთ ეროვნული ნაკრები. ჩაცმა, დახურვა, ბუცები, ბურთები, სავარჯიშო, არაფერი არ გვქონდა... სარეცხი მანქანა და ფხვნილიც არ გვქონდა...

ამ უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელების კისერზე გადადიოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, ცხადაძე და გია გურული იყვნენ პირველი წასულები და რომ ჩამოდიოდნენ, 3-4 წყვილი ბუცი ჩამოჰქონდათ...

მერე მე მივდიოდი და მომქონდა და ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, იმას მოიტანდა... ჩვენ თვითონ ვრეცხავდით, მერე ამას ვაშრობდით ან ვერ ვაშრობდით, ერთ შხაპში ვბანაობდით და ასე ვთამაშობდით ფეხბურთს...

იმავე მაგალითს მოგიყვები... კომენტარებში ხშირად წერენ იმას, რომ აი "ამ" ფეხბურთელის გამო "იმან" ვერ ითამაშა... ვეთანხმები, ეგრეა, კი...

ვთქვათ, დათო ყიფიანის გამო ვიღაცამ ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი, იმიტომ, რომ იქ ყიფიანი იყო და ის ადგილი დაკავებული იყო...

როცა აქ თამაშობდა შოთიკო არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ქეცბაია, ჯამარაული, ცხადაძე, შელია და კალაძე, ვიღაცა იქ ვერ მოხვდებოდა", - ამბობს არველაძე.

შენიშვნა: გადაცემა ეთერში გავიდა 2021 წლის 22 ოქტომბერს
მკითხველის კომენტარები / 34 /
რეზი ნაკლებად,მაგრამ შენ და შოთი,პათოლოგიური მატყუარები იყავით.უამრავი ფეხბურთელი მინახია თქვენგან მოტყუებულ-გამწარებული.-საფეხბურთო მოედანზე.ძალიან მიყვარხართ ბიჭებო და ვინც რა უნდა ილაპარაკოს,ამ სიყვარულს და პატივისცემას,ჩრდილი ვერ მიადგება.ყოველთვის წარმატებას გისურვებთ.
სოსო
10 აგვისტო 2022 15:51
8
უცებ კარგად ვერ გავიგე რას წერდით და ავიფოფრე ქორივით, რას ქვია მატყუარები მეთქი.საოცარი ბიჭები არიან,მოედანზეც და ცხოვრებაში ხომ უფრო უკეთესი.ბატონი კიჭა როგორ მიყვარს,ჩემი ლექტორი იყო ანატომიას გვიკითხავდა,ასეთივე პოზიტიური და კეთილი პიროვნება.რასაც ხედავდნენ ოჯახში სიყვარულს და პატივისცემას,ის შეითვისეს შვილებმა.
მეგი
10 აგვისტო 2022 17:03
3
აჩი ძმებში ყველაზე მაგარი იყო, რომ არა ტრავმა გაცილებით დიდ ფეხბურთს ითამაშებდა
....
10 აგვისტო 2022 16:05
1
ყველა გამოხმაურება
არ ვიცი ვინ რას გერჩით მარა თქვენი პლიადა ყველაზე ძლიერი იყო ვისურვებდი იგივეს ახალ ნაკრებში
დავით
10 აგვისტო 2022 17:51
5
რაღაც ბოლო დროს შოთა გადიდკაცდა ამხანაგურ თამაშებზე არ კადრულობდა ჩამოსვლას. ნაკრები თამაშობდა ძალიან ქაოსურ ფეხბურთს. მოსამზადებელ შეკრებებზე და ამხანაგურ თამაშებზე სხვა ფეხბურთელები იკრიბებოდნენ, წარმოსაჩენ თამაშებზე კი ის ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ ვინც ამხანაგურებში არ იყო ნათამაშწბი. გუნდს ყოველთვის ეკლდა შეთამაშება, ნაკრებში არ იყო დისიპლინა.ორ კატეგორიად იყო გაყოფილი ნაკრები. ერთი კატეგორია ზემოდან დაჰყურებდა მეორეს და შედეგიც შესაბამისი იყო. საუკეთესო ბომბარდირს 26 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი რაც წელიწადში 2 გოლია. ეს არის ძალიან საშინელი შედეგი. დღევანდელი ნაკრები უძლიერესია ნაკრების ისტორიაში. ყველა შესაძლებლობის მაქსიმუმს სდებს მოედანზე, მეგობრული და მებრძოლი სული ტრიალებს გუნდში. ბიჭები ერთნაირიი მონდომებით მოდიან ყველა თამაშზე გიბლარტარი იქნება თუ ესპანეთი ყველა შემართებით თამაშობს და შწდეგიც სახეზეა. ეს გუნდი უფრო წინ წავა და მაღალ მწვერვალს დაიპყრობს!
იაგო
10 აგვისტო 2022 21:34
8
იმიტო არ ჩამოდიოდა რომ ტრამვები ქონდა და ასაკში იყო. დღევანდელი ნაკრები ჭ კლასის გუნდებს ეთამაშება და იმიტო გგონია რომ კაი ნაკრებია, წესიერ მეტოქესთან ვნახავთ რა იქნება, ამ ჭ კლასთანაც ხვიჩაზეა ჩამოკიდებული მთელი გუნდი, ერთი თამაში არ იყო ფინალში მაკედონიასთან და კი გამოჩნდა მის გარეშე რა გუნდია
Gia
10 აგვისტო 2022 23:51
15
ცჰემო ბესარიონ მასჰი ანუ იმ დროს ტურქები ვირებიტ დადიდნენ ქალაქებსჰი ნებისმიერი უბნიდან ეზოს პეხბურტს ვინც ტამასჰობდა რომ ეტამასჰა ტურქეტსჰი იმასაც ესე მოიხსენიებდენ და ტასჰპანდურიტ გამოგაცილებდენ. იმ დროს ტურქებს ბურტი საზამტრო ეგონატ.
mesi
11 აგვისტო 2022 14:41
0
ყველა გამოხმაურება
მართლა რამდენი შურიანია ამ დალიცვილ საქართველოში, შოთი რო გადაიყვანს ჰალს პრემიიერლიგაში მერე ნახეთ ამ ბოღმიანების გულზე გახეთქვა*
ჰაინკესი
10 აგვისტო 2022 20:56
7
არვალაძის თაობის ფეხბურთელებთან, ეხლანდელი ნაკრების ფეხბურთელები შესაძლოა ტალანტით ახლოსაც ვერ მივიდნენ, თუმცა, ამ ფორმაციის ნაკრებს ახასიათებს გუნდურობა, რაც იმ დროს არ იყო.არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება მარა მიწევს: "კუტოკებად" იყვნენ დაყოფილები, ზოგს უფრო დიდი მადა ჰქონდა, ზოგს ნაკლები.სწორად აღნიშნა აქ ერთმა წესიერმა ადამიანმა, ჯანაშიას პასებს არ აძლევდნენ და სოფლელს ეძახდნენ, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. არადა ჯანაშია მართლა მაგარი ფორვარდი იყო, თუმცა ისიც უდისციპლინო.ასეა, ცოტა იმან, ცოტა ამან და საბოლოო ჯამში ვერაფერს მიაღწიეთ.
p.s.გაუტანლობა ანუ ქართული სენი!
თომა
11 აგვისტო 2022 12:07
0
სამწუხაროდ, ძმებზე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და ვრცელდება. არადა ნაკრებისთვის არც ერთ მათგანს არასდროს არ აუცილებიათ თავი. ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდნენ. თანაც კარგი შვილები, მეუღლეები და მამები არიან.
tngh
11 აგვისტო 2022 15:30
4
ცალკე აღებული კი იყავით მაშინდელ ნაკრებში ყველა მაგარი მარა ერთმანეთის გატანა არ გქონდათ და გუნდურად ამიტო ვერ თამაშობდით თორე ახლანდელები თქვენთან ახლოსაც ვერ მოვლენ მაგრამ ესენი გუნდურად თამაშობენ და თქვენზე კარგი შედეგი რო ექნებათ ნუ გეწყინებათ
1.2.3.4.5.6.
11 აგვისტო 2022 10:45
0
არავისი როცა არ გშურს ადამიანს - საუკეთესიზე საუკეთესო თვისებაა!
ამაში -დაჯექი, 10 !
მაგრამ, ვიბც 40 გაფაცილებუოია - კარგად გვახსოვს 90 - იანების საქართველოს ნაკრების
ჭირცეული ხასიათი- ვიყოთ კაცები და დავარქვათ ყველაფერს სახელი თავისი!
როგორვარ გვაჩუქეთ სიხარული, იყო, ნამდვილად ,რადიორეოირტაჟებს რა დამავიწყებს..
მარა კაი მაიმუნებიც იყავით თქვენ და ზოგიერთი, იგიც კი გვახსოვს - საბერძნეთთან 3-0 , პოლონეთთან 4-1 ( მაშინ რას ყ...ით - არც ერთს არ გინდათ გახსენება, ყველას მართაკი გგონიათ თავი.
ხორვატები , აბა, მაშინ ტრაკზე უნდა აკოცონ ხორვატებმა თავის ყოფილ ფეხბურთელებს- ცეცხლს აფრქვევდა მათი გუნდი!თქვენ რომ დაბოდიაკობდით მინდორზე ნორვეგიასთან (1-4)- ისე კი არა!!
თქვენ, ბიძია, გ უ ნ დ ი არც ყოფილხართ თითქმის არასდროს - ბოსკამპმა დაგამგვანათ , მარა არ გიყვარდათ დისიპლინა!
ესაა სიმართლე!
წლების მერე ყველა მართალი გამიდიხართ და ნამეტანი სათბო.
რათ მინდა აქ ტკიკინი, ეგერ თბილისის დინამო რო სოფლის დარ გუნდად იქცა - რატომ დუნხართ ძმები? სხვა რა, მაპატიეთ და, ს...დ გვინდიხართ , თვითრეკლამა ჯი არა საქმე აკეთეთ !!
ვალერი
11 აგვისტო 2022 01:12
3
არველაძეების საქმე იყო ფეხბურთის თამაში,რასაც წარმატებით აკეთებდნენ,ბარემ მათთვის დაგებრალებინა საქართველოში რა განუკითხაობა იყო იმ დროს ყველა სფეროში
ვალერი-ს
11 აგვისტო 2022 09:40
1
არველაძეების საქმე იყო ფეხბურთის თამაში,რასაც წარმატებით აკეთებდნენ,ბარემ მათთვის დაგებრალებინა საქართველოში რა განუკითხაობა იყო იმ დროს ყველა სფეროში
ვალერი-ს
11 აგვისტო 2022 09:40
1
ერთი ეპიზოდი მინდა, რომ მოვყვე ჩემი ცხოვრებიდან:
კეიპტაუნიდან ვბრუნდებოდით საქართველოს პროგრამისტ მოსწავლეთა ნაკრები (მე ნაკრების მწვრთნელი ვიყავი) და სტამბულში ჯიბეებში მიპოვეს უამრავი ხურდა-ფული, რომელიც აქედან წაღებულ ქართულ ხურდა-ფულში მქონდა გადაცვლილი სხვა ქვეყნების დელეგაციების წევრებთან.
დამიჭირეს და მეჩხუბებიან, ამდენი ვალუტა სად მიგაქვსო!
დავიბენი, მაგრამ რომ მკითხეს საიდან ხარო, ვუპასუხე "ქართველი ვარ, ჯორჯია, გრუზია!"
არ გაჭრა... და რომ ვუთხარი "გურჯისტანიდან ვარ-მეთქი", დაიწყეს ყვირილი: "გურჯისტან? აჩიკო? შოთიკო?"
...
ჩამილაჩხრიალეს ჩემი "ვალუტა" და დიდი პატივისცემით გამომაცილეს ძახილით: "აჩიკო!!! შოთიკო!!!"
ამას რა დამავიწყებს!..
ეს ისე...
ბესო შიოშვილი
10 აგვისტო 2022 23:00
2
შოთა არველაძეზე უკეთესი ბომბარდირი და გოლის ალღოს მქონე ფეხბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებში ჯერ ჯერობით არ გამოჩენილა.
დათო
11 აგვისტო 2022 00:12
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული