"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
პირველ არხზე, გადაცემის "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ. წამყვანმა დავით გორგილაძემ მას ჰკითხა, რა არის ის ფენომენი, რის გამოც ძმებ არველაძეებს აქვთ საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა...

"ასე როგორ გითხრათ... რთულია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ფენომენზე ვილაპარაკო, მაგრამ მარტივად შემიძლია გითხრათ...

ვფიცავარ ჩემს შვილსა და ძმისშვილებს, რომ არასოდეს არ შემშურებია სხვისი, არასოდეს სხვისი არაფერი არ წამიღია, არ მომიპარავს და თუკი ოდესმე რაიმე შესაძლებლობა მქონია ჩვენს სფეროში, ყველასთვის ხელი გამიმართავს. 

არ მქონია შემთხვევა, რომ როდისმე ვინმესთვის ხელი შემეშალოს. ზოგი ამბობს,
რომ უჩვენოდ არ წყდება არაფერი, უჩვენოდ არ კეთდება არაფერი; ცუდად განწყობილი ხალხი ვინც არის, ამბობს, რომ ჩვენ ვართ რაღაცა კოშმარი და კლანი...

მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში როდესაც ვთამაშობდი, გვქონდა ასეთი შემთხვევა... ზურა ხიზანიშვილს ურეკავს ერთ-ერთი ფეხბურთელი და ეუბნება, რომ ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლაო...

ზურა შეწუხდა, რას ჰქვია, ნაკრებში გამოგიძახეს და მოსვლა არ გინდაო? - მწვრთნელმა მითხრა, რომ ახლა არ ღირს, რადგან იქ არველაძეები ხელს შეგიშლიანო...

ზურა გადაირია... ასეთი ვიღაცის უპასუხისმგებლო ნათქვამმა შესაძლებელია სიცრუეში შეგიყვანოს. მე ახლა, დღემდე, იმ ბიჭთან ვმეგობრობ და დღემდე არ ვიცი, თუ რომელმა მწვრთნელმა უთხრა ეს.

ბედი ჩვენი, რომ ის მეგობრობდა ზურასთან და მან ხიზაშვილს დაურეკა... ეს ბიჭი აღმოჩნდა ავტობუსში ჩემ გვერდით... ჩამოვიდა ნაკრებში, რადგან ზურამ დააჯერა, რა სისულელეს იძახი, ხომ არ გაგიჟდიო...

10 დღე ვიყავით ერთად შეკრებაზე და ხმა არ ამოუღია... სჩვევიათ ახალწვეულებს, ნაკლებად კონტაქტურია და მორიდებითაა, ასეთი რაღაცები ყველგან ხდება.

ერთი-ორჯერ შევეკითხე, რა გჭირს-მეთქი და გავეხუმრე... ჩვენ ვიცინით, ვაქტიურობთ და ეს არ იღებს ხმას... ბოლოს მითხრა, არაო, გაკვირდებიო... ეს სიტყვები ყურში მომხვდა და მაშინვე ვიფიქრე, რას მაკვირდებოდა?

ანუ მაკვირდებოდა რას... რა სიტუაციაა ჩვენ ირგვლივ... "დინამოშიც" ასე იყო და ნაკრებშიც... ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, გარდა ფეხბურთისა. ვიღაცას რაღაცა პრობლემა აქვს და უნდა ვუშველოთ რაღაც მხრივ; მეორეს რაღაცა სხვა პრობლემა აქვს, ვიღაცას უჭირს და ამ ყველაფრის მომსწრე გახდა ეს ბიჭი...

რომ არ წამოსულიყო ნაკრებში, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა... თავს კი არ ვიქებ, მაგრამ მაგ პერიოდში ჩვენ უკვე რაღაცები შეგვეძლო, უცხოეთში ვთამაშობდით... 1994, 1995, 1996 წლებია და მაგ დროს ნაკრებში სულ რაღაც 6-7 ლეგიონერი იყო.

გია გურული იყო წასული, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე და ჩვენ. მინიმუმ 3-4 წელი ამ ადამიანებმა ვინახეთ ეროვნული ნაკრები. ჩაცმა, დახურვა, ბუცები, ბურთები, სავარჯიშო, არაფერი არ გვქონდა... სარეცხი მანქანა და ფხვნილიც არ გვქონდა...

ამ უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელების კისერზე გადადიოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, ცხადაძე და გია გურული იყვნენ პირველი წასულები და რომ ჩამოდიოდნენ, 3-4 წყვილი ბუცი ჩამოჰქონდათ...

მერე მე მივდიოდი და მომქონდა და ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, იმას მოიტანდა... ჩვენ თვითონ ვრეცხავდით, მერე ამას ვაშრობდით ან ვერ ვაშრობდით, ერთ შხაპში ვბანაობდით და ასე ვთამაშობდით ფეხბურთს...

იმავე მაგალითს მოგიყვები... კომენტარებში ხშირად წერენ იმას, რომ აი "ამ" ფეხბურთელის გამო "იმან" ვერ ითამაშა... ვეთანხმები, ეგრეა, კი...

ვთქვათ, დათო ყიფიანის გამო ვიღაცამ ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი, იმიტომ, რომ იქ ყიფიანი იყო და ის ადგილი დაკავებული იყო...

როცა აქ თამაშობდა შოთიკო არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ქეცბაია, ჯამარაული, ცხადაძე, შელია და კალაძე, ვიღაცა იქ ვერ მოხვდებოდა", - ამბობს არველაძე.

შენიშვნა: გადაცემა ეთერში გავიდა 2021 წლის 22 ოქტომბერს
მკითხველის კომენტარები / 34 /
რეზი ნაკლებად,მაგრამ შენ და შოთი,პათოლოგიური მატყუარები იყავით.უამრავი ფეხბურთელი მინახია თქვენგან მოტყუებულ-გამწარებული.-საფეხბურთო მოედანზე.ძალიან მიყვარხართ ბიჭებო და ვინც რა უნდა ილაპარაკოს,ამ სიყვარულს და პატივისცემას,ჩრდილი ვერ მიადგება.ყოველთვის წარმატებას გისურვებთ.
სოსო
15:51 10-08-2022
8
არ ვიცი ვინ რას გერჩით მარა თქვენი პლიადა ყველაზე ძლიერი იყო ვისურვებდი იგივეს ახალ ნაკრებში
დავით
17:51 10-08-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული