"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება

AutoSharing Option
Crystalsport-ის youtube არხზე "საგოლე გადაცემის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც ქართული კლუბების ევროსარბიელზე დაფიქსირებულ შედეგზე ისაუბრა:

"მოდი ასე ვთქვათ... ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯერ ის შემოსული, რომ მე რადგან თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი ვარ, ბათუმს ან სხვა გუნდებს არ უნდა ვუქომაგო და მათი წარმატება არ უნდა მიხაროდეს...

ცოდვა გამხელილი სჯობს და შესაძლოა, ჩემთვის გია გეგუჩაძე სასურველ მწვრთნელთა კატეგორიაში არ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დავაფასე მისი მუშაობა და რამდენჯერმე წარმატებაც ვუსურვე. ნამდვილად გამიხარდებოდა, რომ კიდევ ერთხელ ჯგუფში შესულიყო...

ერთ
წრეზე ვტრიალებთ... ესე იყო ბადრი პატარკაციშვილის "დინამო", ესე იყო ფიფიას "დინამო", "ამერი" და კიდევ რამდენი გუნდი ჩამოვთვალო...

ვიღაცას თანხის გადახდა უნდოდა და მერე უცბად ამის სურვილი უქრებათ... სულ ვამბობთ, რომ დასანანია, აი აქ, რომ ეს გაგვეკეთებინა, იქ, რომ ის მომხდარიყო... ვტრიალებთ ერთ წრეზე... სირცხვილია რა... გადახედეთ ერთი, რა გუნდებია დარჩენილი ევროტურნირებზე უნდა ამომეწერა და წამომეღო, მაგრამ ისეთი გუნდებია, სახელები ვერ დავიმახსოვრე...

ისლანდიური და მალტის გუნდები რამდენი არიან გასულები?! - არ გადამრიოთ, ყველამ ჩვენზე უკეთ იცის თამაში?! არავინ არ მითხრას კიდე ცხოვრების დონე და ა.შ...სამხრეთ ამერიკული კლუბი ეხლა ვერ მოუგებს ამ გუნდებს? ვენესუელის გუნდი სადაც დაიჭერს, იქ მოუგებს მაგათ.

გვიჭირს ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები... სულ რაღაც სხვა ფაქტორებს ვეძებთ... იქ მსაჯი, ამინდი, არ გაგვიმართლა... ეხლა რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კუპატაძის ბრალია ყველაფერი?!

ვერავინ დამაბრალებს, რომ სადმე კუპატაძეს ვლობირებდი... პირიქით, სულ ვკითხულობდი, ნაკრების მესამე მეკარე სულ ეს ბიჭი, რომ არის-თქო, სხვას არ უნდა მიეცეს შანსიო?! ღმერთმა გაუმარჯოს ლაზარეს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვერავინ ვერ დამწამებს, რომ კუპატაძის გამო ვამბობ ამას.

ცოტა უხერხული არ არის, რომ წაგებული თამაშის მერე 1 კვირაში ბიჭი გააგდო გუნდიდან? გავიგე, რომ იქ ლამაზად ეწერა, რომ ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა და რაღაც...

კარიუსს და ვალდილ პერესს რა აქვთ გაკეთებული? - სიმენსმა თასების მფლობელთა თასების ფინალში მაროკოელმა ფეხბურთელმა მაროკოდან, ცენტრის იქიდან, მსაჯს, რომ უკვე სასტვენი ჰქონდა ჩადებული და დასამთავრებლად ემზადებოდა, დაურტყა და ისე გაუტანა გოლი...

და მერე რა ქნეს, გააგდეს?! ვისწავლოთ ცოტა რაღაცეები... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ბიჭი ყოფილა ყველაფრის თავი და თავი. 

კი მარა, კუთხურზე თუ არ იდგა კარში, დაეძახა ვისმეს - კაპიტანს, მწვრთნელს, ან წინა ძელთან კაცი რო არ იდგა ისიც კუპატაძის ბრალია?!

გუნდია რა, გუნდმა წააგო ეს თამაში... რაღაცა ცუდი ჭორებიც მოვისმინე ლაზარეს წასვლაზე და მსგავსი სიბინძურეების გაგება არც კი მინდა.

ვფიქრობ, სანამ გლობალურად არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს და არ შეგვეშინდება ჩვენი შეცდომების დანახვის, მანამდე წარმატება ვერ გვექნება.

ფაქტია, 30 წელი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მოვა ვიღაც სხვა, ფულიანი კაცი, გადაჯგუფდებიან გადმოჯგუფებიან და მერე დავიწყებთ ილუზიებს... გამოვა მერე "პარტიზანი" და "ლოკომოტივი" და ვიტიროთ, რომ აი ცარიელ კარში ავაცილეთ და ა.შ... არ დავიღალეთ ამით?!

ცოტა უფრო გაუმჯობესებულად კი არ არის მუშაობა საჭირო, რადიკარულად სულ სხვანაირად არის მუშაობა საჭირო.

ერთ მაგალითს მოვიყვან... რინატ ახმეტოვი იცის ყველამ, "შახტიორი" მისი გაკეთებულია და 25 მილიონი ჩადო ფეხბურთში, თუმცა ვერც ევროტურნირებზე შედიოდნენ და ვერაფერი...

მერე ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, ალბათ, ნანობთ, ამდენი ფული რომ ჩადეთო... კი არ ვნანობ, იდიოტი ვარ, 50 უნდა დამერხარჯა, წარმატებისთვის რო მიმეღწიაო, გაისად დავხარჯავ და ევროსარბიელზე შევალთო...

მართლაც დახარჯა - უეფას თასიც აიღო, სტადიონიც ააშენა და "შახტიორი" ახლა საფეხბურთო რუქაზე, რომ არის მისი დამსახურებაა. 

ანუ, რისი თქმა მინდა... ჩვენ ის უნდა დავინახოთ, რომ განა ეს წარუმატებლობა მეკარის, მცველის, ან ვინმე "აუტჩიკის" ბრალია, საერთოდ ყველას ბრალია, რადგან საქმეს არასწორად ვაკეთებთ...

გვგონია, რომ ეს საკმარისია და შედეგს ველოდებით, რომელიც არ დადგება. ვინ არის ბრატისლავის "სლოვანი"?! დაიწყეს, ასეთი გუნდია, ისეთი გუნდია... თუ არ გაქვს ამბიცია, რომ "სლოვანს" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გახვიდე, საერთოდ რატომ მოდიხარ და რისთვის დებ ფეხბურთში ფულს?!

ამ საქმეს რომ იწყებ, "იანგ ბოიზის", "ზალცბურგის", და ეგეთი გუნდების მოგება უნდა გინდოდეს, ისე ვერ შეხვალ ევროტურნირებზე, ან თუ შეხვალ რა გესაქმება?!.

ვერ მივდივართ სწორი გზით ხალხო... გაისადაც იგივე იქნება და მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 48 /
საქართველო პორტუგალიაააა?
exspert
11 აგვისტო 2022 15:03
0
ზუსტად ეგაა რომ ჩვენს კლუბებს და ფეხბურთელებს შისი და სტრესი აქვთ მოწინააღმდეგესთან შერკინების..სულ იმას ვწერ კომენტარებში რომ ბაიერნიჩ რომ შეგხდეს 11 ფეხბურთელით თამაშობს როგორც ჩვენი კლუბი მაგრამ როცა ფრეზე ოცნებობ სულ დამარცხდები...
ამბიცია უნდა იყოს გამბედავობა და სტრესის გარეშე თამაში უნდა ისწავლონ.. აი ნაკრებს შეხედეთ და ვილის სანიოლის სიტყვებს მას მოედანზე მოსაგებად გაყავს გუნდი და შედეგიც განსხვავებულია!!!
თავიდანვე ქომაგის მწვრთნელის და ვაი ექსპერტების მოწოდებები რა იყო???? ხვიჩა გვინდოდა 1 თამაშით რომ თუ გავცდებოდით სლოვანს კონფერენს გავინაღდებდით..ეს სირცხვილია მეგობრებო ესეთი მიდგომა აი აქედანაა პრობლემა მენტალური...
აბა ჯგუფური დაესახად მიზნად ფეხი არ აუკანკალდებოდათ სლოვანთან და ლეხთან!!!
შავი კაცი
11 აგვისტო 2022 15:02
0
კრისტალისმთქმელი კაცი
იერემია
11 აგვისტო 2022 14:42
3
დაქცეული ფეხბურთი, ყველა თავის გამართლებაზეა გადასული და ხალხს აბუჩად იგდებენ. მეკარეზე ჯოხის გადატეხვა ხომ საერთოდ, ლოგიკის ზეიმი.
მართლა როგორ გაუშვეს კუპატაძე. მასეთი მიდგომა სპორტსმენებთან, ადამიანებთან როგორ შეიძლება.
წლებია, რაც სისტემური კატასტროფაა ფეხბურთში და მოთამაშეებზე ტყდება ჯოხი. ვინები, რა გუნდები გავიდნენ, ტყუილად კი არ აღნიშნა. იმედია რაღაცა სასიკეთოსკენ შეიცვლება, თორემ ყოველ წელს ახალი სირცხვილის და იმედგაცრუებების წინაშე ვდგებით გაწბილებული გულშემატკივრები.

ლევანი
11 აგვისტო 2022 14:39
1
Bevrjer mitqvams da kidev gavimeoreb sanam ar gakontroldeba chvens qvekanashi rom fexburteli,mwvrtneli tu gundis prezidenti tu mflobeli da....ravi kvela debs tuara fsonebs totalizatorshi(tavis gundis wagebaze) manam araferi sheicvleba!!!!!!tu vtkui mashin vinmem axsnas paidestan dinamom ra qna tamashis bolos??? 3 goli gaushva gundisgan romelsac manamde karisken dartkma arcki qonda!!!!agar vambob wina wlebze saburtalo-ararati da kidev bevri daujerebeli shedegebi qartuli gundebis...
Givi
11 აგვისტო 2022 14:24
2
კუპატაძის გამო შარშან თუ შარშანწინაც გამოვარდა ბათუმის დინამო. მახსოვს წინ იყო გამოსული და ლამის ცენტრიდან ბურთი თავზე გადაუგდეს. შარშან, წელს და სანამ უნდა გაგრძელებულიყო. როცა დიდი შრომაა ჩადებული გუნდში და ასეთი დეტალების გამო გამოვარდები საწყენია. ფეხბურთელი შეცდომებზე სწავლობს და თუ ვერ სწავლობს მაშინ რა ვქნათ? კარიუსი გაუშვეს და კუპატაძე ოქროს ზოდია? ასეთი ბელეტრისტიკა მაშინ დაგეწერა ფიფიასთან რომ მუშაობდი: პ.ს ისე, გეგუჩაძე როგორც სპეციალისტი, არც მე მომწონს.
Gigi
11 აგვისტო 2022 14:22
7
ნუთუ ვერ ხვდებით რო ეს ყველაფერი სუყველას ბრალია აგერ შეხედეტ ყარაბახს 4.5 აზერბაიჯანელი თამაშობს და როგორ გუნდათ ჩამოაყალიბეს ამით ყველაფერია ნათქვამი ჩვენ არ ვართ პროფესიონალები და ვიბრალებთ გუნდში რო მოგყავს ფეგბურთელი 2 თავით უნდა სჯობდეს ქართველს ამათ ჩამოყავტ მოყვარული ფეგბურთელები და მერე ხან მეკარეს დააბრალებენ ხან მწვრთნელს მაფიაა ქართული ფეგბურთი
დავით
11 აგვისტო 2022 14:16
1
ლაშას ეშლება-- კუპატაძეს ერთ თამაშში შეეშალაა? მცველი რომ თამაშობს უკან მეკარის იმედათ ხომ უნდა იყოს.30 წელუ რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ ეგ სხვაა და კუპატაძე(არა მარტო) დაბალი კლასის მეკარეებია--ჩბენში არაა მეკარეების გაზრდის სკოლა.დავვა და თავდასხმა არის-- მეკარეების არაა და არც გაბელიაა ბუფონის კლასის.
მიმინო
11 აგვისტო 2022 13:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული