გაგვასწრო ესტონეთმა, მალტამ და ფარერებმა - საქართველომ უეფას განახლებულ რეიტინგში საშინელი შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირაში უეფას სამი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალური მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობაც გაირკვა.

დღეს კი ევროპულმა ფეხბურთის მართველმა ორგანომ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კატასტროფული მაჩვენებელი აქვს.

თავად განსაჯეთ - უეფას წევრი 55 ქვეყნიდან საქართველო 7.000 ქულით 47-ე ადგილს იკავებს. ჩვენ უკან შემდეგი ქვეყნებია - ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტაინი, უელსი, გიბრალტარი, ისლანდია, მონტენეგრო, ანდორა და სან მარინო.

ჩვენზე კარგი შედეგი დააფიქსირეს წელს მალტის, ესტონეთისა და ფარერის კუნძულების კლუბებმა, რის გამოც რეიტინგში გადაგვასწრეს.

საქართველოზე წინ 6 საფეხურითაა ჩვენი მეზობელი
სომხეთი, რომელიც 41–ე პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი კი ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ წარმატებებით განებივრებულია და "ყარაბახი" სულაც ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფშია გასული.

ამის წყალობით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა რეიტინგში ძალიან კომფორტულადაა და 26–ე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე წელს საქართველოს ბათუმისა და თბილისის "დინამოები", ასევე გორის "დილა" და "საბურთალო" წარმოადგენდნენ.

შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ "საბურთალომ" შეძლო, რომელიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში "სტიაუასთან" დამარცხდა. ბათუმის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე "სლოვანთან" წააგო, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პოლონურ "ლეხთან" ვერაფერი გაახერხა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
Am qveyanashi yvela sfero datormuzebulia da fexburtis ragikvirt. Legioneri rat gvinda 2_3gundis gaketebis resursi rogor ar gvaq.aq vinmem fuli ro chados wilshi vinme unda c h aujdes.miecit shegavatebi bizmesenebs da acadet saqmis keteba
Gia
12 აგვისტო 2022 16:36
1
თუ ასე გაგრზელეს ხველა დაგვეცევა მომავალ ცელს,ამიტომ უნდა გაზლიერდეს გუნდები,მაგრამ ცვრები არ არის ჯერ,არ ესმიტ ამატ ლეგიონერებიტ უნდა გაცლიერდნენ ისეც ნორმალური ფეხბურტელებიტ უვარგისები აკაც არიან,აფრიკა ბრაზილის ბაზარზე უნდა გავიდნენ ცან კაი იგროკების მოციება სეილება,სომხები,აზერები ტუ ეზებენ კარტველებს არ სეუცლიატ მაგრამ ამატ კიდიატ ფროსტო სირცხვილია ხველამ როგორ უნდა გვაჯობოს.
К.К.
12 აგვისტო 2022 16:27
4
გააკათეთ ყველაფერი, ბოლოდან პირველ ადგილზე რომ გადავინაცვლოთ. ისტორიას შემორჩება ეს შედეგები.
ზურაბ
12 აგვისტო 2022 16:16
3
საიდან ღებულობთ ამ მონაცემებს, აგერ საიტი, მოძებნაც არ იციან https://www.footballseeding.com/uefa/country-ranking/2022-23/
zviadi
12 აგვისტო 2022 16:12
9
საკლუბო ფეხბურთს რამე რომ ეშველოს ჩემი აზრით რამოდენიმე ქვეყანამ უნდა ჩაატაროს გაერთიანებული ჩემპიონატი, საქართველომ ჯობია ამ ჩემპიონატში ერთი ან ორი გუნდით გავიდეს (ფინანსური შესაძლებლობები მეტის საშუალებას არ იძლევა). დაახლოებით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი რომ იყო. მაშინ მოვძლიერდებით და ნაკრებსაც დიდ სამსახურს გავუწევთ. საერთაშორისო დონეზე საქართველოს კლუბებს ჯერ-ჯერობით არაფერი არ ესაქმებად. ვართ ასე 32 წელიწადია და ვტკეპნით ერთ ადგილს თან უკან-უკან მივდივართ.
გია
12 აგვისტო 2022 16:06
15
რატომ უნდა ჩავატაროთ რამდენიმე ქვეყანამ ერთობლივი ჩემპიონატი და რა შედეგი ექნება მაგას? ჯერ ერთი, ჩვენი გუნდები იქაც ბოლო პოზიციებს დაიკავებენ დღევანდელი ხარისხით და მეორე, ეგ არ იქნება ეროვნული ჩემპიონატი. თუ გვინდა სახელმწიფო და წარმატება, უნდა შევძლოთ, ვიმუშაოთ სწორად და ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენი ფეხბურთიც და წარმატებული სახელმწიფოც. თუ დღეს შედეგი არ გვაქვს ესე იგი რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად. 30 წელია ვერ მივაგენით პრობლემას და ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვერც სახელმწიფოს მილიონებმა უშველა საქმეს. პრობლემა უნდა მოაგვარონ მაღალი დონის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩვენ არ გვყავს ფეხბურთში. ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში.
კრიშტიანო
12 აგვისტო 2022 21:03
1
კიდევ კარგი შედეგია, გამიკვირდა მაკედონიამ და უელსმა რომ ვერ გაგვასწრეს. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბოლო ადგილზე ვართ. ვაი ჩვენს პატრონს. საბჭოეთში მესამე ყოველთვის ვიყავით. ვიცი ფული გადამწყვეტია მაგრამ ისეთი ქვეყნები გვისწრებენ ფეხბურთი საერთოდ რა არის არც იცოდნენ.
გია
12 აგვისტო 2022 16:00
1
ბოდიში მომითხოვია მაგრამ ეს ქულები მემგონი რამოდენიმე წლის შედეგებით ჯამდება არა? ბოდიშია მომითხოვია მეორედ და წელს ისლანდიამ, მაკედონიამ, და ლიხტენშტეინმა ჩვენზე წინ გაიყვანეს გუნდები. ბოდიში მომითხოვია კიდევ ერთხელ და გიბრალტარის გუნდმა წინა წელა ჯგუფური ითამაშა. ბოდიში მომითხოვია კიდევ ერთხელ და ნუ გადააკვდით ამ ლეგიონერებს კარგად ნახეთ ისლანდიის ფარერების მოლდოვეთის კოსოვოს ირლანდიის გუნდები საკუთარი ფეხბურთელებით არიან. ეს ყველაფერი კიდე - ბოდიში მომითხოვია და იმის ბრალია რონ ესენი ჯერ სპორცმენები უნდა გახდნენ და მერე ფეხბურთელები. ჯერ ცოტა ხინკალი ხეთქონ, დილით ადრე ადგომა ისწავლონ, ღამე ადრე დაწოლა, წყლის წორად მიღება, ტელევიზორთან ღამეების არ თენება, რაღაცეების ცოტა მოწევა, ცოტა დალევა, ცოტა ბლატაობა და 10-15 წელიწადში გამოვა რაღაც.
იბერია
12 აგვისტო 2022 15:44
0
არ მჯერა მე 70 მეგონა 47 იდე ნისევო
pepe
12 აგვისტო 2022 15:41
3
ნორმალური დონის ლეგიონერებს არ ყიდულობენ, ვინც ფეხბურთს საქართველოს პირობებზე საშუალოზე მაღალ დონეზე თამაშობს ეგრევე გარბის და აქ ვინ რჩება?? დღევანდელი რეალობა არის მარტო ნაკრების იმედზე ყოფნა.
zaza
12 აგვისტო 2022 15:20
4
უკაცრავად და ფარერების გუნდები რომელი ნორმალური ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული ოფიციალურად ნახევარი გუნდის ფეხბურთელი ან მეხანძრეა ან მეთევზე
იბერია
12 აგვისტო 2022 15:50
2
7,000 კი არა,8,000 ქულა გაგვიხდა,რამდენადაც ვიცი.5 წლის წინ,0,125 ქულა გვქონდა მოპოვებული,რომელიც ჩამოგვეწერა და სამაგიეროდ,წლევანდელი 1,125 დაგვემატება.ესე იგი ძველ 7 ქულას,კიდევ 1 ქულა დაემატება.შეიძლება მე მეშლება,მაგრამ ასე ვიანგარიშე.
სოსო
12 აგვისტო 2022 15:14
3
სიმართლეს.რაც ახლა თამაშები მიდის და სადაც ჩვენ უკვე დავამთავრეთ გამოსვლა,2022-23 წლების სეზონის თამაშებია და ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ 1,125 ქულა.მას ვეღარაფერს შევმატებთ,იმ ქვეყნებისაგან განსხვავებით,ვისი გუნდებიც აგრძელებენ გამოსვლას.ასე რომ მომდევნო სეზონისათვის ჩვენ უკვე დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი რეიტინგი და ის,8,000 ქულაა.2017-18 წლების გამოსვლა,სულმთლად კატასტროფული იყო, 0,125 ქულა.კურიოზია,მაგრამ ფაქტია.წლევანდელი საშინელი გამოსვლის ფონზეც კი,რეიტინგის ქულა გაგვიუმჯობესებია.პრინციპში თქვენც იგივეს ამბობთ,უბრალოდ ვერ მიხვდით,რომ მეც მომავალი წლისთვის უკვე დაფიქსირებულ შედეგზე ვლაპარაკობდი.
სოსო
12 აგვისტო 2022 22:05
1
https://www.uefa.com/nationalassociations/uefarankings/country/#/yr/2022 სწორია ყველაფერი, აი წყაროც. 0,125 ჩამოკლება შემდეგ წელს მოხდება
სიმართლე
12 აგვისტო 2022 15:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული