თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს

AutoSharing Option
"დინამო აკადემიის" აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს.

ლუკა პარკაძე "დინამოს" აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული "თურანის" წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Sportall.Ge

რაც შეეხება ახალგაზრდა
ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.

"დინამო თბილისი" ჩვენი აკადემიის აღზრდილ, კიდევ ერთ ნიჭიერ, ფეხბურთელს მომვალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებას უსურვებს.

FC Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 35 /
ანუ დინამოს აკადემია თუ ნორმალურ ნიჭიერ ფეხბურთელს გაზრდის უნდა გააჩუქოს ასე და 19-20 წლამდე მაინც არ უნდა ითამაშოს ძირითად გუნდში?! ანუ დინამოს წარმატებულ მომავალზე არც ვიოცნებოთ?!
ტარიელ მაღალდაძე
18 აგვისტო 2022 20:09
6
ხო ეგრე მსჯელობენ. ანუ საკლუბო ფეხბურთის არსი სრულად უგუვებელყოფილია. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ჩვენ ქართული ჯლუბების და მერძოდ დინამოს გულშემატკივარს ამით რა? მაშინ კლუბების გულშემატკივრობას რაღა აზრი აქვს. ჩავეხსნათ ევროტურნირებს, სირცხვილს მაინც აღარ ვჭამთ...
დათო
18 აგვისტო 2022 21:39
0
კიდე კარგი გენტს არ მიყიდეს, წარმატებები ლუკას!
რრრ
18 აგვისტო 2022 20:08
1
ძალიან კარგია, მაგრამ იმედია ყველა ხვდებით რომ ამ ბიჭის ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში თამაში დაახლოებით 1% უდრის.ვიცი შეიძლება ბევრს არ მოგეწონოთ ეს ჩემი კომენტარი, მაგრამ ესე იქნება უდიდესი ალბათობით
!!
18 აგვისტო 2022 20:03
7
ალბათობა იმისიც არსებობს, რომ ზეგ დედამიწას მეტეორი დაეცემა და შეწყვეტს არსებობას. ,,ბავარიაშიც,, მინდა ქართველი. მიდი ლუკა, თავი არ დაზოგო და დაგიფასდება!
100%
18 აგვისტო 2022 21:50
0
ეს ბაიერნის მე_2 გუნდია ან ახალგაზრდული გუნდი თუ მიუნხენ 1860?
ika
18 აგვისტო 2022 19:56
7
მეორე გუნდში ითამაშებს თავიდან და მერე ვნახოთ რა იქნება
შაკო
18 აგვისტო 2022 23:20
0
ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ნახევარმცველიო რომ წერთ, საყრდენია, შემტევია თუ ფლანგელი, ეს რომ ქომაგს დააინტერესებს, არ უნდა იფიქროთ?
ქომაგი
18 აგვისტო 2022 19:37
1
კვარას სტილში და ადგილას თამაშობს,ვინგერია რაც ვნახე
ზეზვა
19 აგვისტო 2022 15:12
0
კიდე კაი ესეც გენტს, რომ არ ჩაუვარდა ხელში.დ წარმატებები ლუკას.
რრრ
18 აგვისტო 2022 19:29
1
სტამბულის ბაზარი გახდა ლეგენდარული გუნდი
shotI
18 აგვისტო 2022 18:00
8
მამარდას და ხვიჩას წარმატებებმა,საქართველო კვლავ სკაუტების ყურადღების არეში მოაქცია.ვინც ეძებს,პოულობს კიდეც და უკვე რამდენი სასიამოვნო სიახლე გვესმის.წარმატებებს ვუსურვებ ლუკას.დღევანდელი ახალგაზრდების მენტალიტეტი უკვე საკმაოდ შეცვლილია,მათ უკვე იციან რას მოთხოვენ დასავლეთში და ამისათვის ფსიქოლოგიურად საკმაოდ მომზადებულები არიან.ეს კი,შემდგომი წარმატებების იმედს გვიზრდის.ბაიერნის კლუბში ახალგაზრდის გადაყვანა,ძალიან ბევრს ნიშნავს. ის მაინც ნაღდია,რომ ძალიან მოუმატებს ფიზიკურად და პროფესიონალად გამოზრდიან.გინდაც ბავარიის ძირითადამდე ვერ გაქაჩოს(თუმცა რატომაც არა!),იმდენად მაინც მოუმატებს,რომ საკმაოდ ძლიერ კლუბში გადავიდეს და ალბათ საქართველოს ნაკრებსაც გამოადგეს.ეს,ყველაზე მინიმალური მოლოდინია.უკეთესის სურვილს კი,საზღვარი არა აქვს.დიდ წარმატებებს ვუსურვებ ლუკას.
სოსო
18 აგვისტო 2022 17:56
1
კაპიტანო,თქვენიც კარგად მესმის,მაგრამ ჭანტურიას შემდეგ,საკმაოდ დიდი დროა გასული.დღევანდელი ბიჭები,გაცილებით უკეთ არიან ინფორმირებულები და ღმერთმა დაიფაროს,ყველა ჭანტურიას მენტალიტეტით იზრდებოდეს.მისი ცუდი და დასანანი გამოცდილებაც ყველას თვალწინ აქვს.ამიტომ გაცილებით ნაკლებია შანსი,დღევანდელ ტალამტებს მსგავსი რამე დაემართოთ.ხვიჩას და მამარდას გამოცდილებაც სწორ გზას,შრომის გზას მიუთითებს.რაც შეეხება ძირითადში თამაშს,ბავარია ის კლუბი არ არის,ვინმეს ძირითადში თამაში გარანტირებული ჰქონდეს.ვარსკვლავებიც კი,ხშირად სკამზე რჩებიან.ეს ბიჭი 17 წლისაც არ არის და ვერავინ მოგვცემს გარანტიას,რომ ვარსკვლავად გაიზრდება,მაგრამ სწორი ვარჯიში,კვება,სამედიცინო მომსახურება და ყველა სხვა დანარჩენი რომ უმაღლეს დონეზე ექნება,ეს ნაღდია.კლუბი ამ ყველაფერს უზრუნველჰყოფს და რამდენადაც ეყოფა შრომისუნარიანობა,ნებისყოფა და ტალანტი,იმდენად მაღალი დონის ფეხბურთელად გაიზრდება.ჩვენც უმაღლესი დონის გვინდა და დარწმუნებული ვარ,ბავარიასაც,რადგან მათსავე კლუბში გაზრდილი ფეხბურთელის აყვანა,შეუდარებლად უფრო იაფი დაუჯდებათ,ვიდრე გარეთ ყიდვა.გაყიდვის შემთხვევაშიც მეტი ხეირი ექნებათ,საქართველოს კი,კიდევ ერთი პროფესიონალი შეემატება,რომელსაც საქართველოში გაზრდილი ტალანტებისაგან განსხვავებით,ბავშვობის დროინდელი ტრავმულობა,არასწორი ვარჯიშით და კვებით რომ არის გამოწვეული, თავიდან ექნება აცილებული.
სოსო
19 აგვისტო 2022 13:58
0
სოსო თქვენი კომენტარები 99% მომწონს, მარა ამაში ვერ დაგეთქნხმებით. თავიდან მეც გამიხარდა, მაგრამ ეს კომენტარი რომ როგორც მინიმუმ მინიმუმი მაინც იქნებაო და ნაკტებს მაინც გამოადგებაო არ მგონია სწორი. ასე ვერავინ ვერაფერს მიაღწევს. პირიქით ან ძირითადი გუნდისთვის უნდა იყიდონ ფეხბურთელი და მინიმუმ რაღაც გარანტია მისცენ, ან საერთოდ არ შეიძლება ამ ასაკში გაყიდვა , თუ მისი ბედი გაურკვეველია. საქართველოს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია და ბავშვების ასე ადრე კლუბებში დარიგება გარანტიებია გარეშე არ მგონია სწორი. იგივე ჭანტურია და ბარსელონა აიღეთ, თავში აუვარდა მაშინ ლამის და მერე არც ნაკრებს გამოადგა. ასე რომ არაა ეგრე მარტივად
კაპიტან გარდენბურგი
18 აგვისტო 2022 22:31
1
ყველა გამოხმაურება
კი მარა ასეთი მაგარი თუა მთავარ გუნდში როგორ არ უნდა ეთამაშა აქამდე?
ნოდო
18 აგვისტო 2022 17:52
0
წარმატებები ლიკა და საერთოდ ეს რა ხდება საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის თავს თავი სიზმარში მგონია.
T.q
18 აგვისტო 2022 17:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული