"კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა" - ემოციური პოსტი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში მშვენივრად დაიწყო და სერია "ა"-ში უკვე 3 გოლისა და 1 საგოლე პასი ავტორია. იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ემოციურ "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ერთმა ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა! ეს იგივეა რაც სამშობლოში დაბრუნება!!!

მან ემიგრანტების შელახული რეპუტაცია, დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა, უსამშობლოობის განცდა გააქრო!

"მეც ქართველი ვარ!!!" - ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს, ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!

30 წლიანი ემიგრაციის ფონზე ეს ვერასდროს ვერავინ
შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა.

მადლობა, ხვიჩა!"

კვარაცხელია და "ნაპოლი" მორიგ მატჩს 28 აგვისტოს, ფლორენციაში "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავენ.

altჩემპიონთა ლიგა არკვევს - ხვიჩა, ნეიმარი, ფატი თუ მანე?

alt"საყვარელო, მშობლები სახლში არ არიან, მოხვალ ჩემთან?!" - იტალიელი ჟურნალისტი "კვარას" შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქალი ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა მომვლელად მუშაობს და ხშირად მუდმივი დამცირების ატანა უწევთ. ამას გულისხმობდა ეს ჟურნალისტი და არა ისეთ ემიგრანტებს, ხანდახან არასტანდარტული ზომის "საროჩქებს' და "აჩქებს"რომ აგზავნიან ძმაბიჭებთან.
შეტევა
26 აგვისტო 2022 20:52
2
აბა რა ვიცი რა ვთქვა, 15 წელი ემიგრანტი ვიყავი. პირადად მე არასოდეს მიგვრძნია არც ემიგრანტების შელახული რეპუტაცია და არც დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა.
არავის არ ვკიცხავ, მაგრამ მგონი ადამიანი თავად აყალიბებს თავის სტატუსს და მდგომარეობას საზოგადოებაში.
Irakliy
23 აგვისტო 2022 13:17
5
ას პროცენტიანს ამბობთ. ეს ის კატეგორიის ხალხია სასოწარკვეთილი თავის დღეში რომ არ უმუშავიათ სახლში იჯდნენ ბავშვებს და ქმრებს უვლიდნენ, მერე გაჭირვებამ აიძულათ მუშაობა და ვერ ეგუებინ ამას. 15 წელია მეც ემიგრაციაში ვარ, მხოლოდ იმას ვნანობ ნეტავ ადრე წამოვსულიყავი. საიდან აქვთ ამდენი ცრუ სიამაყე ვერ ვხვდები, (~აი შემომხედეთ მე ქართველი ვარ~ ~აი რამაგარია დამაფასეთ~, ვისი რა დაფასება გინდა ან რატომ ხარ პატივსაცემი ან ხვიჩას გამო რატო უნდა დაგაფასონ?)
semi
23 აგვისტო 2022 15:40
2
ამ ქალბატონმა ყველაფერი სწორად დაწერა, ხვიჩას ასაკის გარდა)
დავით 67
23 აგვისტო 2022 07:29
4
ძალიან მაგარი სიტყვები თქვა ამ ქალბატონმა..და ძალიან დიდი აზრია...მადლობა ხვიჩას რომ ბევტ ადამიანს იმედი გაუჩინა..და მითუმეტეს ემიგრანტებს რომელთა შრომის ფასი ჯერ კიდევ არ იცის ბევრმა..მადლობა თქვენ ქალბატონო..მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა..ემიგრაციაშიც რომ ქართველობ...უფალმა დალოცოს ყველა ქართველი...
კიეზა
22 აგვისტო 2022 23:55
3
კვარაცხელიამ კი არა, ეგ წერტილი ყველა ადამიანმა თვითონ უნდა დასვას!!! კარგ ადამიანს ყველა ნორმალური ადამიანი წესიერად ეპყრობა!!! პატივისცემა თავად უნდა დაიმსახუროს ადამიანმა!!! ჯერ ადამიანი ხარ და მერე იტალიელი, ირანელი თუ ქართველი!!! მიხედეთ ქალბატონო თქვენ საქმეს და ნუ დაიჯერებთ რომ ხვიჩა კვარაცხელიას ქართველობის გამო პატივს გცემენ!!! დაანებეთ მაგ ბიჭს თავი და აცალეთ იმ საქმის კეთება, რაც აშკარაა რომ ძალიან უყვარს, საბედნიეროდ!
გიორგი
23 აგვისტო 2022 12:50
6
კარგო ქალბატონო, ბედნიერება მოგცეთ უფალმა. აუხსენით ნეაპოლის მოსახლეობას, რომ ხვიჩა მეგრულ ენაზე ნიშნავს კაშკაშას, მნათობს,luminosa იტალიურად. ნეაპოლიტანურად არ ვიცი. ისე კი ჯერ ჩვენთან არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა და...☺️
გომორძგუა მარგალეფც
22 აგვისტო 2022 23:27
8
ვენაცვალე ხვიჩას,მაგრამ რა ტვინი წაიღეთ ამ კუთხური დიალექტით,ქართველები ვართ ყველანი,ვიშეგრუზინობას მოეშვით,იმეტყველეთ ქართულად,არ ვართ ვალდებული ვიცოდეთ ყველა დიალექტი...
ნიკო
23 აგვისტო 2022 10:08
1
მოკალით თქვენში ეს ეთნო ნაციონალიზმი, ბრიყვული სიამაყე და ფაშიზმი თუ გინდათ რომ ადამიანებათ იქცეთ. ეს პოსტიც და სტატიაც იმის დასტურია რომ ბევრი წიგნები უნდა იკითხოთ, გაეცნოთ ფილოსოფიას დაფიქრდეთ ვინ ხართ, რაა ადამიანი და უბრალოდ დატკბეთ ცხოვრებით და ფეხბურთით, გვერდზე მოისროლოთ ბრიყვული სიამაყე და ამპარტავნება. ხვიჩა გვიყვარხარ და შენ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ.
Semi
22 აგვისტო 2022 20:22
48
Ეროვნება მხოლოდ ცხოველს არ აქვს!
Ზაზა
23 აგვისტო 2022 01:17
3
რა ეთნო-ნაციონალიზმი, რა ფაშიზმი, რა უაზრობაა? და საერთოდ, ცრუ-ლიბერალებლებმა ნაციონალიზმის, რაც ეროვნულობას ნიშნავს, ნაციზმისგან და ფაშიზმისგან განსხვავება უნდა ისწავლონ. ჩვენი ეროვნულობა და მსოფლიოში კაცობრიობის ეროვნული მრავალფეროვნება გვქმნის ერებს თვითმყოფადებად, როგორც ცალკეულ პიროვნებებს ინდივიდად და პიროვნებად, რითაც ერთმანეთისთვის საინტერესონი ვართ და ცნობისმოყვარეობას აღვძრავთ, თორემ თუ ყველა ერთმანეთს დავემსგავსეთ, უეროვნებო და უთვისტომო ხალხისგან შემდგარი მსოფლიო ერთ დიდ, მრუმე ფერის და უფორმო მასად ვიქცევით, რითაც კაცობრიობის არსებობა აზრს დაკარგავს. ეროვნულობა და ნაციზმ-ფაშიზმი ერთმანეთისგან განასხვავეთ.
რატი
22 აგვისტო 2022 23:03
4
ყველა გამოხმაურება
თქვენ გენაცვალეთ ქართველებო!
სააკაძე
22 აგვისტო 2022 19:45
0
ფეხბურთი უდიდესი ძალაა, ჩვენ ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს არაფერს დაიშურებდა საქართველოს ჩემპიონატის აღორძინებისთვის
მიხო
22 აგვისტო 2022 19:26
3
ხვიჩა არის ერთგვარი საფეხბურთო გიდი, რომელიც მსოფლიოს აცნობს, თუ რა საოცარი ნიჭი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც საქართველოდან არის!
ვახო...
22 აგვისტო 2022 17:47
2
რომელი პოლიტიკოსი მოახერხებდა ამდენს რაც კვარამ შეძლო. აი ამიტომ არის ფეხბურთი ცხოვრება
ტოტტი
22 აგვისტო 2022 17:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული