კვარაცხელია "დინამო არენის" კედელზე გამოსახეს [PHOTO]

AutoSharing Option
სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს ფოტო - "დინამო არენის" გარე პერიმეტრზე შესრულებული გრაფიტი (წარწერები ან ნახატები შენობების კედლებზე ან სხვა ვერტიკალურ ზედაპირზე), სადაც ხვიჩა კვარაცხელიაა ასახული.

როგორც გაირკვა, მშვენიერი ნამუშევარი ელინა მიმინოშვილს ეკუთვნის. ესაა ეპიზოდი, როცა კვარაცხელია წვივის დამცავზე გამოსახულ საქართველოს დროშას ეამბორება.

Sportall.Ge

კვარაცხელიას მიმართ როგორც ქართველ, ასევე იტალიელ გულშემატკივრებში მართლაც განსაკუთრებული სიყვარული და მოლოდინია. გვჯერა, ყველაფერი ეს მას მხოლოდ დამატებით ემოციასა და მოტივაციას შესძენს და ხვიჩას კარიერა კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

"კვარას" უახლოესი გაჩერება ფლორენციაა, სადაც იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში
ნეაპოლელები "ფიორენტინას" 28 აგვისტოს (22:45 სთ) ესტუმრებიან. მალე (6-7 სექტემბერს) ჩემპიონთა ლიგა დაიწყება, 23 და 26 სექტემბერს კი ხვიჩა საქართველოს ნაკრებთან ერთად "ერთა ლიგაზე" ითამაშებს.

altჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა - კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლივერპულთან" მოხვდა, ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" კი - "სიტისთან"

alt"დილის 4 საათია... არ გავალ სტადიონიდან, სანამ ამას არ გავაკეთებო" - კვარაცხელიას დღემდე უცნობი ვიდეო და ამბავი საქართველოს ნაკრებში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
Vtvli ekutniis
Oqri
21:48 26-08-2022
0
ნამდვილად მშვენიერია, მგონი დრო მოვა და ხვიჩას საიუბილეო მონეტაც მოიჭრება
შალვა
16:28 26-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული