"ამას პირველად ვაცხადებ" - შესაძლოა, მამარდაშვილის მენეჯერმა ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ათამაშოს

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომ ისე უნდა მოხერხდეს, ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ფარგლებში, ქართველ სპორტსმენებს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებული შესაბამისი კვოტები არ შეეხოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ამ მიზეზით ზურიკო დავითაშვილის "ლორიენში" ჩარიცხვა არ გამოვიდა. ხოჯევანიშვილის თქმით, ამას იყენებენ სხვა არაწევრი ქვეყნები - ბოსნია, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, მონტენეგრო... მათი წარმომადგენლები უპრობლემოდ თამაშობენ ევროკავშირის ზონის ქვეყნებში, მათ შორის, ტოპ-ლიგებში - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ.

ამ საკითხთან დაკავშირებით Sportall.ge "ვალენსიას" მეკარის, გიორგი
მამარდაშვილის მენეჯერს, ლევან სეთურიძეს ესაუბრა.

- პირველ რიგში, უახლეს თემაზე რომ გვითხრათ. მამარდაშვილმა კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ეს პროცესი გარკვეულწილად, გაიწელა. რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით?
- ხელშეკრულების დეტალები 6 თვის წინ იყო შეთანხმებული, თუმცა "ვალენსიას" ხელმძღვანელობაში მიმდინარე ცვლილებების გამო ის შეფერხდა. ყველანი კმაყოფილი ვართ, რადგან კლუბმა გიორგის შრომა დააფასა, რაც კონტრაქტის ხანგრძლივობაზეც აისახა.

- ბევრი საუბარი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესზე, ახსენეს სხვა კლუბები. ხშირად ჭორ-მართალის გარჩევა გვიჭირს, რამდენად რეალური იყო ეს წინადადებები...
- ინტერესებს არამარტო ინგლისური კლუბებიდან ვადასტურებ. გიორგით დაინტერესებას იტალიური და ნიდერლანდური გუნდებიც იჩენდნენ.
როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელის ინტერესია, მამარდაშვილმა "ღამურებში" რაც შეიძლება მეტი თამაში გამართოს და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ის დღეს "ვალენსიას" პირველი მეკარეა! მჯერა, ეს არაერთი სეზონი ასე იქნება!

- ახლახან დასრულებულ სატრანსფერო ბაზარს, ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებით, როგორ შეაფასებდით?
- ჩემმა კოლეგებმა არაერთი წარმატებული გარიგება განახორციელეს. ეს ერთგვარად ჯაჭვური რეაქციაა, რაც "მამარდას" ესპანეთში ტრანსფერით დაიწყო. ყველაფერი ეს ნაყოფიერია ქართული ფეხბურთისთვის.

- ამ დღეებში აქტუალური გახდა თემა, რომელიც არაევროკავშირელის ლიმიტის გამო ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერების ხელის შეშლას უკავშირდება. მართლაც რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი და როგორია სხვა არაწევრი ქვეყნების პრაქტიკა?
- ეს ბევრ პრობლემას გვიქმნის. მაგალითად, სერია "ბ"-ს "ჯენოას" ინტერესი ქართველი ფეხბურთელების მიმართ აქვს, მაგრამ სერია "ბ"-ში არაევროკავშირელი ფებურთელის აყვანა შეუძლებელია! სერია "ა"-ში, სადაც არაევროკავშირელის ლიმიტი მხოლოდ 3 ფეხბურთელია, ეს ქართველი მოთამაშეებისთვის შანსებს საგრძნობლად ამცირებს.
ამ საკითხის მოგვარება რეალურად მიმაჩნია, რადგან ამის არაერთი შემთხვევა გვქონია, თუნდაც კალათბურთში. სახელმწიფოებრივი მიდგომა და ამ საკითხზე მეტი მუშაობაა საჭირო. შესაბამისი ნების გამოხატვის შემთხვევაში, მიუწვდომელი არაფერია, ამაში ბოლომდე უნდა ჩაერთოს ყველა, ვინც ამ თემაში კომპეტენტურია.

Sportall.Ge

- მამარდაშვილის გარდა, თქვენ არაერთი ფეხბურთელის მენეჯერი ხართ, მათ შორის, გაგუას, აბუაშვილის, ხარაბაძის, ხაბულიანის... ისინი საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატებსა და საინტერესო კლუბებში გამოდიან. ხომ ვერ დაასახელებთ მოთამაშეს, რომელიც შესაძლოა, მათ რიგებს შეუერთდეს?
- ამას პირველად ვაცხადებ, ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საბა ხვადაგიანმა შესაძლოა, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში ითამაშოს, რა თქმა უნდა, თბილისის "დინამოსთან" შეთანხმების შემთხვევაში. მოგეხსენაბათ, საბას თბილისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. მცველს უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებაც დაუცავს.

კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ხსენებულ საკითხს და იმედი მაქვს, ჩვენს სპორტსმენებს ევროპულ კლუბებში თამაშში ხელი აღარ შეეშლებათ.

altმე-6 ტურის საუკეთესო სეივი - "მამარდას" მორიგი აღიარება [VIDEO]

altმატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

მკითხველის კომენტარები / 6 /
“ გაგუას, აბუაშვილის, ხარაბაძის, ხაბულიანის... ისინი საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატებსა და საინტერესო კლუბებში გამოდიან” - აბა ჩამოთვალეთ გუნდები :) აბუაშვილის გარდა (ისიც ასაკობრივია), რომელია საინტერესო. მე ვიტყოდი, საკმაოდ უინტერესო გუნდებია… მეტი რომ არ შეიძლება
Sergi
23:29 26-09-2022
0
კარგი აზრია იქნებ გაეხსნას ჩვენ ნიჭიერ ფეხბურთელებს ევროპაში გზა,ამ კუთხით მთავრობამ უნდა იმუშაოს აუცილებლად, ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს რო ევროპაში თამაში შეუძლიათ,ხვადაგიანი კი ძალიან პრესპექტიული მცველია და კარგ ლიგაში თუ მოხვდება მისი სათამაშო კლასი გაიზრდება, რადგან დღეს დღეობით ეროვნული ლიგა არ იძლევა განვითარების ისეთ დონეს რაც ძალიან სამწუხაროა, რო ფეხბურთელმა შეძლოს ნაკრების დონეზე თამაში.
qomagi
20:19 26-09-2022
0

სიახლეები პოპულარული