თემურ ქეცბაიამ იმედის ეთერში ნოე სულაბერიძის გადაცემაში ("ნოესთან") სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
წამყვანმა ერთ-ერთი შეკითხვა ასე დასვა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ემოციური პასუხი გასცა:
- ყველაზე მეტად ვინ გენატრება?
- მშობლები... ჩემი მშობლები უკვე დიდი ხანია გარდაიცვალნენ, ყველაზე მეტად დედაჩემი და მამაჩემი მენატრებიან. ყველაზე ახლო ადამიანები ჩემთვის ცხოვრებაში, ყველაზე საყვარელი ადამიანები. ალბათ ყველაფერს გავიღებდი ცხოვრებაში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ცოცხლები მენახოს. ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს, ყოველთვის მახსოვს... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თბილისში ჩავდივარ პირველი ყოველთვის სასაფლაოზე მივდივარ, რომ ავიდე, ვნახო ჩემი მშობლების სასაფლაო. ყოველთვის გვიყვარს და ყოველთვის გვემახსოვრება.
ნათელში ამყოფოს უფალმა შენი მშობლები.
მადლობა ყველაფრისთვის!