წლის მოვლენა! კვარაცხელია "მარად პერსპექტიულობის" გარეშე - გოლი 17 წლის შემდეგ...

AutoSharing Option
2022 წელს ქართულმა სპორტმა ბევრი დასამახსოვრებელი მოვლენა აღბეჭდა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ის იყო, რომ ქართველმა ფეხბურთელმა უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, 17-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და ეს ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო. Sportall.ge გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა და გავიხსენოთ ის მძაფრი ემოციები, რაც ამ დღის შემდეგ გვქონდა...

ხვიჩა კვარაცხელია სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა ლევან კობიაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. 17 წელი მართლაც რამდენი დროა, როცა ქართველი ლეგიონერის გოლს უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ველოდით.

"ეს
კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა" - წერს ილია ჭავჭავაძე "მგზავრის წერილებში". ხვიჩას ეს გოლი ქართული ფეხბურთისთვის რაღაც ახალი ერის ათვლის წერტილად უნდა იქცეს. კარგად გამოგვდის ეს საქმე, რასაც ფეხბურთის თამაში ჰქვია, აბა, ისე 1981 წელი და თბილისის "დინამო" არ იქნებოდა, არც დავით ყიფიანზე შეიქმნებოდა ლეგენდები. სადღაც "გავიყინეთ" და ახლა მისი "ლღვობა" მნიშვნელოვანი პროცესია.

Sportall.Ge

საქართველო-გიბრალტარის იმ შეხვედრის დროს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა, გულშემატკივრებს შორის ერთგვარ კამათს წააწყდებოდი, სადაც ერთი ამტკიცებდა, რომ ისინი კვარაცხელიას სახით მომავალ ვარსკვლავს უყურებდნენ, საპასუხოდ კი იმ მოთამაშეთა გვარები ჩამოთვალეს, იმავე დროსა და ასაკში მაშინ თუ ადრე უფრო წარმატებულად რომ მიიჩნეოდნენ. ხვიჩას განვითარება გეგმაზომიერად, ყოველდღიური შრომით, ხასიათის სიმტკიცითა და ფეხბურთის დიდი სიყვარულით მოხდა. მას არ სჭირდებოდა ადრეულ ასაკშივე დითირამბები, ზღვარგადასული ქება და საკუთარი თავის დასამკვიდრებლად არაორდინარული ქმედებები. ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას "კვარა" ბოლომდე ჩამოყალიბებულად შეხვდა. ამიტომაც, ჩვენ ახლა ვარსკვლავობის გზაზე მდგარი ფეხბურთელი გვყავს და არა "მარად პერსპექტიული", რაც ადრე არაერთხელ გვინახავს...

შორს არ წავიდეთ და "აიაქსთან" შეხვედრას დავუბრუნდეთ. კვარაცხელიამ მატჩამდე იცოდა, რომ მის მიერ გოლის გატანაზე დიდი ავანსები იყო გაცემული, ლოგიკა თუ დედუქცია ამას მოითხოვდა. ყველაფერმა ამან ხვიჩა არათუ დაძაბა, რასაც თუნდაც გამოუყენებელი მომენტი დაერთო, არამედ უფრო მოტივირებული გახადა, თითქოს თვალებში ემჩნეოდა - "აქედან მშრალად მაინც არ გავალო". მცირე ტრავმის მიუხედავად, მიზანი შეასრულა და მოედანი დატოვა. ამ დეტალებში ის დამოკიდებულებებია, რაც მას განსხვავებულს ხდის.

Sportall.Ge

უკვე შეთანხმებული ვართ, რომ მხოლოდ ქება მაინც არას გვარგებს. როგორც ჩანს, ამ დონის ინდივიდუალისტების თამაშში მაინც დგება მომენტი, როცა ეპიზოდის დასრულების სურვილი თავად უჩნდებათ. ეს ისაა, რასაც ნეაპოლელთა დამრიგებელი სპალეტი ასე აკრიტიკებს. ხვიჩას მსგავსი ამბავი ჰქონდა და თავადაც გაიაზრა მისი არსი. სამაგიეროდ, დაცვით ფაზასა და საკუთარ კართან სახიფათო სიტუაციების არიდებაში "კვარა" ყველაზე კარგი იყო, რაც კი აქამდე გვინახავს. როცა ანგარიში კომფორტულია, ამ დროს თანამედროვეობის ვარსკვლავებიც, გარკვეულწილად, ივიწყებენ გუნდურობას. ხანდახან ის ფიქრიც მოდის, რომ უკვე დროა, "კვარასაც" მათ მსგავსად "მოეთხოვებოდეს". ისე კი, ქართველი შემტევი, წინა მატჩის მსგავსად, თითქმის ყველა გოლისა და სახიფათო იერიშის მონაწილე იყო.

გარდა ამისა, არსებობს მცირე დეტალები, რაც თუნდაც თანაგუნდელებთან დამოკიდებულებას, მათთან კომუნიკაციას, კარგი და ცუდი ეპიზოდების შესაბამისად მიღებას გულისხმობს. კვარაცხელია აქაც კიდევ უფრო ისაა, ვინც უნდა იყოს.

"ნაპოლი" კი მართლაც აღარ ხუმრობს და ამჟამად ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, დაბალანსებული შემადგენლობითა და გაძლიერების კარგი რესურსით...

შეგახსენებთ, "ნაპოლის" რიგებში წლის ბოლომდე ჩატარებულ მატჩებში, ყველა ტურნირზე ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

alt"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ" - გიორგი კეკელიძე

მკითხველის კომენტარები / 22 /
აუ რა წაიღეთ ბიჯო ტვინი ამ ხვიჩათი! ივერია გაბრწყინდება, რადგან ქვეყანას ხვიჩა ყავს
1212
08:26 07-10-2022
91
მიეცით კვარას უფლება გოლები აღნიშნოს ისე როგორც მას გაუსწორდება, ტურები ლომს სტოიკას და ღრიალს ასწავლიან? ვავა, ვავა, ვავა. ხვიჩა გამოიცვალე პასპორტი, ესენი არ გაგახარებენ
ფეოლა
21:30 06-10-2022
23

სიახლეები პოპულარული