ქინქლაძის თამაში კვარაცხელიას მსგავსად უკვირდათ - ცნობილი რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებას ვერავინ მალავს - საქართველოში, იტალიაში, რუსეთში... ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"2022 წელს ფეხბურთს ისე ვეღარ ვუყურებ, როგორც ადრე. არანაირი ემოცია, მუხტი... და არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები. თუმცა, რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო და არ დააფასო.

Sportall.Ge

მახსოვს, 90-იამ წლებში, ინგლისელებს გიორგი ქინქლაძის თამაში როგორ უკვირდათ, მათ უბრალოდ არ ენახათ მსგავსი რამ. იგივეა ახლაც, "კვარადონაზე". ის კარლსონივითაა, გაფრინ
და და ჩვენ აქ დავრჩით, შორიდან ვუყურებთ."

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე, "აიაქსის" წინააღმდეგ, სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე პასიც (უკვე მეორე) გააკეთა, წინა მატჩში კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ქართველი გარემარბი იტალიის ჩემპიონატშიც გამორჩეულია - 5 გოლი, 1 შედეგიანი პასი და მოპოვებული პენალტი.

altხვიჩას ამ გოლს 17 წელი ველოდით - "მარად პერსპექტიულობის" გარეშე და კვირტი ბრწყინვალე მტევნით...

altThe Sun: გაიცანით ხვიჩა კვარაცხელია, "ქართველი მარადონა", რომელიც რუსეთიდან "ნაპოლიში" გაქცევის შემდეგ სერია ა-ს გლიჯავს

მკითხველის კომენტარები / 34 /
ისე ქინქს რომ ევარჯიშა გაცილებით მეტს მიაღწევდა. ასე მგონია სპალეტის და სანიოლისნაირი მწვრთნელი აკლდა, რომელიც ეტყოდა რომ მეტი შრომაა საჭირო.
ვანჩოპე
07 ოქტომბერი 2022 03:17
3
სანიოლის პიარი
tf
07 ოქტომბერი 2022 11:28
0
ბიჭი კარიერას ეხლა იწყებს, რა პონტია ქინქისთან შედარება? როცა დაამთავრებს თამაშს(20 წლის მერე) მერე შეადარეთ. ისე ქინქლაძე, ჩემი აზრით ნიჭით, ერთ-ერთი პირველია. პაიჭაძე, მესხი არ მინახავს, ყიფიანიდან კი. ხოდა ჩემთვის ერთ-ერთი პირველია. მართლა სასწაული იყო, მგრამ რად გინდა, ქართული სიზარმაცე.
ლევანი
06 ოქტომბერი 2022 22:50
2
ქინქლაძეს აქედანვე ჯობია უკვე ხვიჩა
ბაჩო
06 ოქტომბერი 2022 23:10
11
შედარებაც არ არის რა, ხვიჩა არის თავმდაბალი. უზომოდ ფეხბბურთზე შეყვარებული. ნიჭიერი და ამავე დროს ძალიან შრომისმოყვარე მიზანდასახული ახალგაზრდა. მას აქვს მიზანი. და ეს მიზანია გახდეს მსოფლიოს ვარსკვლავი. ის უზომოდ შეყვარებულია თავის სამშობლოზე და მისი მიზანია სამშობლო ასახელოს. ის არ არის მატერიალურად დაინტერესებული და უფრო მეტად მეოცნებე ბიჭია. არ მინდა კიდევ სხვა რამეებიც დავწერო , გამგები გაიგებს. ის სულ სხვაა. მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში.
gio
07 ოქტომბერი 2022 10:06
3
30 წელია რაც ფეხბურთს ვუყურებ და რასაც ქინქლაძე აკეთებდა ბურთით ვერავინ გააკეთებს
გიუშა
06 ოქტომბერი 2022 19:10
9
ხვიჩას ძველი თაობიდან უფრო ჯორჯ ბესტს ვამზგავსებ.მასავით სწრაფია და უნიკალური ნიჭის პატრონია.ბესტივით უცბად აკაშკაშდა და უამრავ გულშემატკივარს შეაყვარა თავი.იმედია მასავით არ გაგულავდება.
temo
06 ოქტომბერი 2022 18:32
2
ქინქი სასწაული იყო, აუხდენელ ოცნებასავით დარჩა... ხვიჩა ახდენილი ოცნებაა, რეალობაა...
უვიცი
07 ოქტომბერი 2022 16:08
1
ქინქლაძე სულ სხვა იყო.
ზურაბ
06 ოქტომბერი 2022 20:32
7
ხვიჩამ ძალიან შეგვაყვარა თავი. მაგრამ მისსავე ინტერესებშია ზედმეტად არ შევაქოთ. და რადგან აქ ქინქლაძე იყო ნახსენები, გთხოვთ ისიამოვნოთ:
https://www.youtube.com/watch?v=3SWkm8TxX10
სიმართლის მოყვარული
06 ოქტომბერი 2022 17:01
3
სიმართლოის მოყვარუს
მადლობა. მართლა ვიციამოვნე და არეთხელ ამ ვიდეოს ნახვით. სიამოვნებასთან ერთად ყოველთვის ბრაზიც მომდის... ასე შეიძლებოდა ქიქნქის გაქრობა ფეხბურთიდან რომ ოლიპზე ვერ ავიდა?
G.LA
06 ოქტომბერი 2022 20:52
0
გეთანხმები!!! ზედმეტი ქება მავნებლობაა...
tngh
06 ოქტომბერი 2022 18:38
0
ქინქლაძე სულ სხვა სტილის ფეხბურთელია კვარაცხელია სხვა. აღნაგობით და თამაშის მანერითაც, იმის მიუხედავად რომ ტექნიკურები არიან ორივე. ისევე როგორც მესი სხვა არი მარადონა სხვა არი ჯორჯ ბესტი სხვა
Diego
07 ოქტომბერი 2022 00:09
1
ქინქლაძე უნიჭიერესი იყო,შეიძლება ითქვას ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი,მაგრამ ეჰჰ.......რამდენჯერ უნდა ითქვას,ხოლო კვარას ფენომენი იცით რას მაგონებს?იმ ოჯახში მოვლენილ ნანატრ ვაჟიშვილს,სადაც სულ გოგონები იბადებოდნენ,{ბოდიში შედარებისთვის}და ყველა მას შესციცინებს,თანაც ეს ბიჭი ხომ ჩვენს იმედებს 100%ამართლებს,კვარა გაგვახარე სულ,ღმერთი გფარავდეს.
sake
07 ოქტომბერი 2022 21:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული