საქართველო - ბელგია | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის პირველ მატჩს გამართავს. პირველი ტურის შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება.

მეინ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში, საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა, საბოლოო განაცხადი კი 14 მოთამაშისგან დაკომპლექტდება. გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა შეხვედრის მასპინძელ დარბაზში, არენა თბილისში ივარჯიშეს.

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრას 8 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა
tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ვილიანი (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი)

მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრიასა და საქართველოს შორის 12 ოქტომბერს შედგება. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. 2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული