"დინამო თბილისი" 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის საქართველოს 17-წლამდელთა ოქროს ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული "დინამო თბილისის" მეორე გუნდი გახდა.

ჩემპიონი ბოლო ტურში, პარალელურად მიმდინარე ორი შეხვედრის შედეგად გამოვლინდა. "დინამო თბილისის" მეორე გუნდმა "საბურთალო 2" 2:0 დაამარცხა, ხოლო "დინამო თბილისის" პირველმა გუნდმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ "საბურთალოს" პირველ გუნდს 3:1 სძლია. შედეგად, პირველ ადგილზე "დინამო თბილისი 2" გავიდა, მეორე ადგილი "საბურთალოს" ერგო, ხოლო "დინამო თბილისის" პირველმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ გადასცა.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული