სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.

2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
.
სხვადასხვა

მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 19 /
... სხვა ვინმეს მისცეს რო უფლება?!
ლაშა
18:16 15-01-2023
2
ჩრდილოეთ კორეაშიც აღარ ტარდება არჩევნები, ერთი კანდიდატის ფონზე.

ხიხოსტანი
ფეხბურთი
20:13 15-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული