"უცბად, ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო..." - ნიკოლოზ წულუკიძემ ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "იმედის დღეში",  ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ნეაპოლში მოგზაურობის შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა.

ის ქალაქ ნეაპოლში იმყოფებოდა და "იუვენტუსთან" შეხვედრას დაესწრო.

"ურთულესი სოციალური პრობლემების, გაჭირვების მიუხედავად, კვარაცხელიების ოჯახმა იმდენი იშრომა, რომ ხვიჩა ასეთ დონემდე მოსულიყო და ასეთი ბედნიერება მიენიჭებინა მთელი ერისთვის.

რა განცდა იყო - ფეხბურთის გულშემატკივრობა სრულიად დავიწყებული გვქონდა, მათ შორის, ჩემშიც, ეს გრძნობა მიძინებული იყო, თუმცა მისი თამაშის დღეს საოცარი ემოცია მქონდა.

ამ დროს კი ვიღაც "კლავიატურის ვირთხას" უჩნდება განცდა, რომ ასეთი
უმსგავსობები წერო მის შესახებ.

ასეთი ბედნიერი დღის ("ნაპოლისა" და "იუვენტუსის" თამაშის შემდეგ) ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იყვნენ მისი დედა და მამა, ყველა ხვიჩას ეფერება... უცბად კი ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინე, რა ემოცია გაქვს, როცა იცი, რომ დედა შეუძლოდაა, დატოვებულია საქართველოში, ჩაგშხამდა ყველაფერი... დაახლოებით 20 წუთში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და ყალბი ინფორმაციაა.

რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც იტალიაში დამოკიდებულება შეცვალა ქართველების მიმართ... იმ მომენტში, ხვიჩას მშობლებს ყველაფრის ხალისი გაუქრათ.

alt"რუსეთის ჩემპიონატში ვერაფერი განსაკუთრებული აჩვენო და..." - უტკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

alt"ხვიჩა ტოპ-კლუბების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ..." - ქინქლაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

altკვარაცხელია სკუდეტოსა და ნეაპოლის "ახალი მარადონობისაკენ"!..

მკითხველის კომენტარები / 52 /
საბედნიეროდ მხარდამჭერები მეტნი ვართ და ვერ გვაჯობებენ. ფეხბურთის ყურება ისეთებმა დაიწყეს, ვისაც მგონი ბურთიც არ უნახავს აქამდე. ასე რომ ხმა ჩაიწყვიტონ, ჯობია! წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს!
:)))))))))))
16 იანვარი 2023 17:27
0
აი ამ სუფრაჟისტკა ნაროდს რატომ იტენით ასეთი პატიოსანი ხალხი ძალიან მიკვირს. ყოველ თამაშზე მიენძრევა ეს ბიუჯეტით გასიებული ღორი ხალხი, და შრომით და ლუკმაპურზე ფიქრით გადაღლილი ადამიანი მაგ ბედნიერებას ვერც ეღირსება, რომ ადგილზე ნახოს უკვე ლეგენდა ბიჭის საოცრებები.
bebe
16 იანვარი 2023 17:26
5

ხვიჩა,რომ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავია,და ერის საამაყო-ცეცხლ ბიჭი, საუბარი არ ჭირდება,ერთადერთი გვაღელვებს-ვაი,და ტრამვა არ აიღოს!
ცნობა,ლოგიკურად მსჯელობით..
-1-,,იმედი,, და მისთანა სახელისუფლო მედია-ტვ-ები- კრემლის პროპაგანდის საშუალებაა და-არ ასრულებენ ერში მიზანმიმართული სიძულვილი,დემაგოგია,ზიზღის პროპაგანდას- მუდმივი შიდა დაპირისპირების გამძაფრრვისათვის,მით სრულიად ქართველობის დეზორიენტირება-დემორალიზება-დეზორგანიზება...მით მენტალური დასუსტებისათვის,რომ მერე ჩრდილო,დღესაც შუა საუკუნეების მენტალიტეტის იმპერიამ-საქართველის სახელმწიფოს ლიკვიდაცია მარტივად მოახდინოს-1921 წელი სრულყოფილად გაიმეოროს,მისთვის ავრცელებს ლუბიანკიდან შემოგდებულ ,ლოზუნგებ,,-საც,მათ შორის- ,,მტერთან-აბა ომი გინდაა,,(?!)
ნებისმიერ ერს-თუ მტერთან ომი არ უნდა,ის მტერი ბრძანებლად დაუდგება,მონად აცხოვრებს,თან მუდმივ დასცინებს კიდეც...
-აქაც,რა საჭირო იყო-არის პროპაგანდისათვის გამოყენება (?!),ვინც დაურეკეს გაარკვიონ- და დ ა ს ა ჯ ო ნ- ,,ვიღაცა,,-მ-რაა-შეუძლებელია დადგენა(?!),გამოკითხვა- რატომ გააკეთა(?!) და...
-2-ე-ეს რუსი უტკინი,რასაც ამბობს- გასაგებია,მაგრამ მე-2-ე საკითხია-საერთოდ არ მაინტერესებს რუსი კომენტატორ-ების აზრი, საშუალო დონის რუსეთის ჩემპიონატის კომენტატორი რას განაცხადებს,რ ა ტ ო მ უნდა გვაინტერესებდეს(?!),მაინტერესებს მაღალი დონის ჩემპიონატის ჟურნალისტები- სპეციალისტების...
3-რუსეთის ჩემპიონი რომ ტალანტებს კლავს- ეს არ ახალია (როგორც ჩანს რუსები ახლა ხვდებიან(?!)),ზოგადად რუსეთი,რუსულ-მონღოლური-იმპერია დაფუძნებულია ა დ ა მ ი ა ნ ი ს ნიჭის,შემოქმედებითი ბუნების, შესაძლებლობების,ყველა მიმართულებით ადამიანური პოტენციალის დახშობა,ჩახშობა, განადგურება...მით ზომბად გადაქცევისათვის, სხვაგვარად-21-ე საუკუნეში-ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ი ს და პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს,ტექ- ური პროგრესის სანყაროში -შუა საუკუუნების იმპერიას ვერ შეინარჩუნებენ და...
ამიტომ დღესაც ,,აზროვნება,,- იდეებით-იქ არიან...-მათი 21-ე საუკუნის ბელადი-ც-,,რუსეთს საზღვრები არა აქვს,,-ო,
,,რუსეთი-საბჭოთა რუსულ-მონღოლური იმპერიის საზღვრებში უნდა აღვადგინოთ-ო,, წივის და კივის და,თუ და როცა ცხვირ-პირში მიარტყამენ...მერე მსხვეპლად წარმოაჩენენ თავს-გაუგონარი ვერაგობით რომ-პასუხის გებას გადაურჩნენ(!),
უკრაინელებს-ძმებს ეძახიან და,მათი სახელმწიფოს ლიკვიდაცია სურთ(?!),მათი ამოხოცა(?!),
ქართველებს-უძველეს მართლმადიდებლებს გვეძახიან და-საქართველოს სახელმწიფო-ს ვერ იტანენ,უნდა დ ა გ ი შ ა ლ ო თ- ლიკვიდაცია მოვახდინოთ- ,,საქართველო.უქართველებოთ,, გვჭირდება-ო(?!)...დასავლეთის ფინანსებზე დგანან და- ,,ლა-მანშამდე უნდა ირბინოს რუსეთის ჯარმა,,-ო(?!)...
ამიტომ ცხოვრობენ ჭაობში და კიდევ დიდხანს იცხოვრებენ იქ- მალე სწორად ფეხბურთი- სპორტშიც -აზიისაკენ მიუთითებენ და მერე მათთან...
და თუ-ჩვენც-ერთხელ და სამუდამოდ-არ-ვერ მოვშორდებით,წინ არ გავიხედავთ, დასავლური მმართველობის პოლიტიკური სისტემას-ეკო-რ პოლიტიკას არ გავატარებთ, სამოქალაქო და ზოგადად პასუხისმგებლობას არ განვივითარებთ...მით-წარმატებულ სახელმწიფოს არ შევქმნით, რომ.სპორტის ყ ვ ე ლ ა სახეობა მაღალ განვითარებული გვქონდეს, ჩვენც დიდხანს ვიცხოვრებთ მათ ჭ ა ო ბ შ ი მათი მანქურთებით -ხელისუფლებაში,ე.ი.კიდევ დიდხანს დავრჩებით არსებულ;სიღატაკე, უიმედობა,უპერსპექტივობა,დეპრესიული გარემოში, მით შეუქცევადი ემიგრაციით...
-აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!
კახაბერი
16 იანვარი 2023 17:15
13
ეგეთი ტიპები, ვირტუალურ სამყაროს ამოფარებული რომ აკეთებენ სისაძაგლეებს, უნდა გამოავლინო და საჯაროდ მოექცე ისე როგორც იმსახურებენ, მერე დაეკარგება ბევრს მსგავსად მოქცევის სურვილი.
zura
16 იანვარი 2023 17:15
0
გენიოსი ხარ კაკო ზუსტად გაარტყი სახოლ
aron
16 იანვარი 2023 16:47
1
ვიდეო
https://twitter.com/ka_dge/status/1614950768313831424
ქ. გ.
16 იანვარი 2023 16:44
0
ეეეეეეეეე ქარტველნო ქარტველნო რა გიკვირტ რაც უკეტებიატ იმას აკეტებენ
o o n
16 იანვარი 2023 16:37
0
სავარაუდოდ ოცნება ახალ საშინელებას გეგმავს ოპოზიციის წინააღმდეგ
გაუმარჯოს ხვიჩას
კაკო
16 იანვარი 2023 16:18
32
ხვიჩა იუვენტუსთან რომ ესე მაგრად დაბრუნდა ვიფიქრე ეხლა ამის მნახველმა რამდენმა ქართველმა ჩაიკვნიტა ტუჩი ბოღმისგან მეთქი სხვადასხვა მიზეზით, არა მხოლოდ შურით. არაქართველს რას ვუჩივით ვისაც მისი წარმატება ცუდ ხასიათზე ამყოფებს, ასეთებსაც არაერთს შეხვდები, როცა ქართველები იქცევიან უფრო უარესად.
გიორგი
16 იანვარი 2023 16:10
0
https://split.spnews.io/ka/archives/159044

აქ ნახავთ ვინც გაავრცელა :)
.
16 იანვარი 2023 16:07
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული